სიახლეები
ინსულტი თავის ტვინის სისხლი მიმოქცევის მოშლა, რომელიც ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების მიზეზი ხდება, სრულად ცვლის პაციენტისა და მისის ოჯახის წევრების ცხოვრებას. ინსულტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ინსულტის განვითარებისას, კიდურების სრული ან ნაწილობრივი მოძრაობის შეზღუდვის გარდა, ვლინდება მგრძნობელობის დაქვეითება ან სრული გაქრობა, უსიამოვნო შეგრძნებები, დაბუჟება, ტკივილი სახსრებში, კუნთთა დაჭიმულობა, მეტყველების და აღქმის დარღვევა. ერთ-ერთ ხშირ ჩივილის, ინსულტის განვითარების შემდეგ, წარმოადგენს ტკივილი პარეზულ/პლეგირებულ ზემო კიდურში, უპირატესად მხრის არეში, რაც უპირატესად ვლინდება კიდურის გამოძრავების მცდელობისას, თუმცა ზოგჯერ არის მოსვენებულ მდგომარეობაშიც. ინსულტი გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე, ამიტომ გამოჯანმრთელების პროცესი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და მედიკამენტების მიღებასთან ერთად მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს, როგორიცაა სწორი კვება ინსულტის დროს, ფიზიკური თერაპია, მასაჟები. ინსულტის შემდგომი ვარჯიშები წარმოადგენს ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რადგან იგი ეხმარება პაციენტს დაკარგული ფუნქციების აღდგენასა და ჩვეული ფიზიკური მდგომარეობის დაბრუნებაში. ინსულტის შედეგები სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა ძირითადი დარღვევები მოიცავს: კიდურების სისუსტე ან დამბლა; მგრძნობელობის დარღვევა; თითების მოტორული უნარების პრობლემა; ინსულტის შემდგომი სპასტიურობა; კუნთების ტონუსის დაქვეითება; მოძრაობების კონტროლის ან კოორდინაციის პრობლემები; მეტყველების და ყლაპვის პრობლემები; მომატებული დაღლილობა; ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება; ფსიქოლოგიური პრობლემები. იმისათვის, რომ ტვინმა ხელახლა ისწავლოს და შეძლოს ამ ამოცანების შესრულება, აუცილებელია ახალი ნერვული გზების ფორმირება. ეს მიიღწევა მუდმივად განმეორებადი დავალებების შესრულებით. მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპიის ვარჯიშები, ასევე აქვა თერაპია და ფსიქოთერაპია არის ეფექტური საშუალება, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი და გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ინსულტის შემდგომი ვარჯიშებით შესაძლებელია თავის მოვლისა და დამოუკიდებელი მოძრაობის უნარების დაბრუნება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ნორმალიზება და კოგნიტიური ფუნქციების აღდგენა. ინსულტის შემდგომი ვარჯიშები ინსულტით განპირობებული კუნთური სისუსტის გამო, ხდება მხრის სახსრის ნაწილობრივი ან სრული დისლოკაცია - სწორი მდებარეობის დარღვევა. მხრის სახსრის პოზიციონირების დარღვევა (მათ შორის ნაწილობრივ ან სრულ ქვეამოვარდნილობამდე) ვითარდება ინსულტის მწვავე ფაზაშივე, დიაგნოზის განვითარებით 1-3კვირაში და არასწორი ან დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში მძიმდება, სახსარში შეუქცევადი პროცესების განვითარებამდე. ინსულტის შემდგომ ზემო კიდურში გამოვლენილი კუნთური სისუსტე ხშირად თანმხლებია მომატებული დაჭიმულობით - სპასტიურობით, რომელიც ხელს უშლის კიდურისთვის სწორი პოზიციის შერჩევას. ასევე აღსანიშნავია პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში კიდურის სიმძიმე და მისი კონტროლის შეუძლებლობა, დაზიანება შეიძლება მოხდეს წოლის, ჯდომის ან წამოყენების დროს. აღწერილი გართულების თავიდან აცილების და პაციენტის მდგომარეობის სწრაფი ფუნქციური გაუმჯობესებისათვის, აუცილებელია დროული სწორი სარეაბილიტაციო ღონისძიებები განხორცილება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ პაციენტი გარკვეული მიზეზის გამო ვერ იწყებს სარეაბილიტაციო თერაპიას პროფესიონალ გუნდთან ერთად, მან და ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ ის მარტივი და სასარგებლო რჩევები, რაც თავიდან აარიდებთ მათ მსგავსი გართულების განვითარებისგან. ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი ადრეული და სწორი რეაბილიტაციის არის პაციენტის სწორი პოზიციონირება და მობილობა საწოლში: მცდარია ცნება იმის შესახებ, რომ პარეზულ ან პლეგირებულ მხარეს პაციენტის წოლა არ შეიძლება. პირიქით, აღნიშნული აუცილებელიცაა, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დაზიანებულ მხარეს წოლისას გათვალისწნებულ უნდა იქნას ხანგრძლივობა და სწორი პოზიცია. ე.წ დაზიანებულ მხარეს წოლის დრო მერყეობს 15-30წთ-მდე. საწოლში პოზიციის ცვლილების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა 1,5-2სთ-მდე დრო, თუმცა ეს დრო შეიძლება შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაწოლების განვითარების თავიდან აცილების მიზნით. პარეზულ/პლეგირებულ მხარეს წოლისას: თავი ეყრდნობა ბალიშს, პარეზული კიდური დევს წინ ხელისგულით ზემოთ, დაუზიანებელი კიდური თავსდება ბალიშზე, დაუზიანებელი ფეხი მოხრილი ბარძაყზე და მუხლზე, მოთავსებულია ბალიშზე, არ ედება პარეზულ ქვემო კიდურს, ბალიშები მოთავსებულია ზურგს უკან და ფეხებს შორის. დაუზიანებელ მხარეს წოლისას: თავი ეყრდნობა ბალიშს, პარეზული/პლეგირებული მკლავი ეყრდნობა 2 ბალიშს, ფეხი მოხრილი ბარძაყზე და მუხლზე, ბალიშები მოთავსებულია ზურგს უკან და ფეხებს შორის. აღნიშნული რჩევები გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ჯდომისას, დაზიანებული ზემო კიდურის დაცვის და ჯდომის სწორი პოზიციის მიღებისათვის. გახსოვდეთ პაციენტის სკამიდან ან ლოგინიდან წამოყენებისას, არასოდეს დაქაჩოთ დაზიანებული კიდური!!!! ასევე, აუცილებელია ისეთი დამხმარე საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ზემო კიდურის სწორ პოზიციონირებას მისი დგომისა და სიარულის დროს. მხრის ტკივილთან ერთად, ინსულტით გამოწვეული კუნთთა მომატებული ტონუსის გამო, ხშირად ვხდებით სხივ მაჯისა და თითების მოხრით პოზიციას. ამ შემთხვევაშიც დიდი როლი ექცევა კიდურის სწორ პოზიციონირებას! დამხმარე საშუალებების გამოყენება განუყოფელი ნაწილია პაციენტის ფუნქციური აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესის. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ აღნიშნული საშუალებების ეფექტური და სწორი გამოყენებისთვის მათი მორგება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სპეციალისტთან ერთად. ინსულტის დიაგნოზი არ არის განაჩენი. დროული და სწორი სარეაბილიტაციო ღონისძიებებით, დამხმარე საშულებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია პაციენტის მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის მიღწევა! გახსოვდეთ, რომ დროულად დაწყებული რეაბილიტაცია საშუალებას გაძლევთ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. მაშინაც კი, თუ არსებული ფიზიკური შეზღუდვის სრული აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.
კვება ინსულტის დროს გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან სწორად შერჩეული რაციონი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის აღდგენის პროცესში და ხელს უწყობს განმეორებითი ინსულტის პრევენციას იგი შეირჩევა ინდივიდუალურად. მიუხედავად ინსულტის სახისა(იშემიური, ჰემორაგიული) კვება მსგავსია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვების რაციონი, საკვების კონსისტენცია, მიღების სახეები და ა.შ უნდა იყოს განსაზღვრული პაციენტის მდგომარეობის, ღეჭვისა და ყლაპვის შესაძლებლობების მიხედვით. ინდივიდუალური კვების გეგმას ადგენს ექიმი რომელიც ითვალისწინებს პაციენტის ორგანიზმის ყველა მახასიათებელს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები! კვების წესები კვება უნდა იყოს რეგულარული, დღეში 4 ჯერ, მცირე ულუფებით, უმჯობესია ერთი და იგივე დროს. ძირითადი კალორიული დატვირთა უნდა მოდიოდეს დილის და შუადღის კვებაზე. ბოლო კვება დაძინებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე. საკვები არ უნდა იყოს ძალიან ცივი ან ცხელი. ჭამის დროს პაციენტი უნდა იყოს მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში. ჭამის შემდგომ სასურველია მინიმუმ 30 წთ განმავლობაში ნახევრად მჯდომარე მდგომარეობის შენარჩუნება. დღიურ რაციონში, კალორიების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2500კკალ-ს, პაციენტის ჭარბი წონის შემთხვევაში – არაუმეტეს 2000-2200 კკალ-ისა. დაბალი წონისას, შესაძლებელია კალორაჟის რამდენადმე ზრდა, 2800კკალ-მდე. ინსულტის დროს, არ არის რეკომენდებული შემდეგი პროდუქტები: შაქარი, მარილი კოფეინის შემცველი სასმელები( ყავა, შავი და მწვანე ჩაი, ენერგეტიკული სასმელები); ალკოჰოლური სასმელები; გაზიანი ტკბილი სასმელები; შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი; შემწვარი პროდუქტები; მარინადები, მწნილები(ფერმენტირებული ბოსტნეული); ცხარე საჭმელი და სანელებლები; ნახევარფაბრიკატები, კონსერვები; ცხიმიანი პროდუქტები (ღორის ქონი, ცხიმიანი ხორცი, ბეკონი, ნაღები, კარაქი); მაიონეზი, მარგარინი; სწრაფი კვების პროდუქტები. რეკომენდებული პროდუქტები: ვეგეტერიანული სუპები; უცხიმო ხორცი, მაგ. ქათმის და ინდაურის; უცხიმო თევზი; რძის ნაწარმი: დაბალი ცხიმიანობით:ხაჭო, მაწონი, კეფირი, ყველი(უმარილო); კვერცხის ცილა; ფაფები: წიწიბურის, შვრიის და ა.შ; ბოსტნეული, ხილი და მწვანილი; მიზანშეწონილია დღეში 400 გ-მდე, ბოსტნეულის და ხილის მიღება, ბოსტნეული უმჯობესია მომზადდეს ორთქლზე ან მოიხარშოს. გასათვალისწინებელია, თანმხლები დაავადებების არსებობა, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც გარკვეული სახის ხილი და პროდუქტები, საერთოდ არ არის რეკომენდებული, მაგ. ყურძენი, ლეღვი) - კვება ასეთ შემთხვევაში აუცილებლად თანხმდება ენდოკრინოლოგთან. ჩირი და თხილეულობა; საკვები ინსულტის დროს დაავადების საწყის ეტაპზე ჩვეული კვება შეიძლება იყოს შეზღუდული ან სრულიად შეუძლებელი. ამ პერიოდში გამოიყენება დაბალანსებული და ადვილად ათვისებადი სპეციალური საკვები ნარევები, რომელიც ყლაპვის ფუნქციის დაქვეითებისას პაციენტს მიეწოდება სამედიცინო ზონდით. ღეჭვის და ყლაპვის ფუნქციის ეტაპობრივი გაუმჯობესების პარალელურად იცვლება საკვების კონსინტენცია (მაგ.დაბლენდერებული მასიდან - დაკეპილამდე, და ა.შ), აღნიშნული ეტაპების გავლაში აქტიურად ჩართულია ოკუპაციური და ენისა და მეტყველების თერაპევტები. ორგანიზმის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია წყლის მიღების რეჟიმი. დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა მიიღოს საკმარისი სითხე სხეულის ნორმალური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. საკვებიდან მიღებული სითხის გარდა დღის განმავლობაში მიღებული სუფთა წყალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,5 ლიტრს. ინდივიდუალურად საჭირო რაოდენობა უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. ინსულტის შემდეგ სათანადო კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის აღდგენასა და რისკების შემცირებაში. საკვების რაციონის მიმართ სწორ მიდგომა ხელს უწყობს სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტურობას. კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052 თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4 კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი -ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე
30 მაისი არის გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად თანამედროვე მსოფლიოს მიერ. ეს არის დღე გლობალური სოლიდარობის, ცნობიერების ამაღლებისა და ერთიანობის გაფანტული სკლეროზის დამარცხების მიზნით! რა უნდა ვიცოდეთ გაფანტულ სკლეროზზე? გაფანტული სკლეროზი არის დავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები ჯერაც უცნობია, ის აზიანებს ნერვული ბოჭკოების მიელინის გარს, რომლითაც ხორციელდება იმპულსის გადაცემა და ყველა შესაძლო გონებრივი თუ ფიზიკური აქტივობის შესრულება. გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკ ფაქტორებია: ასაკი 20-40წელი, თუმცა არსებობს უფრო ახალგაზრდა და გვიანი დასაწყისიც სქესი: ქალებში განვითარების რისკი 3-ჯერ მაღალია; გაფანტული სკლეროზის ოჯახური ანამნეზი; რასა: უპირატესად ჩრდილოეთ ევროპა; ვიტამინ დ-ს დეფიციტი; ავტოიმუნური დაავადებების არსებობა; კლიმატი - გაფანტული სკლეროზი უფრო ხშირია ზომიერი კლიმატის ქვეყნებში - კანადის, შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრიისა და ევროპის ჩათვლით; ჭარბი წონა; თამბაქოს მოხმარება; გაფანტული სკლეროზის ძირითადი სახეებია: რეციდიულ-რემისიული ფორმა; მეორადად პროგრესული ფორმა; პირველადად პროგრესული ფორმა. დაავადების სიმპტომებია: მხედველობის დაბინდვა ან გაორება; დაბუჟების, სხვადასხვა არასასიამოვნო ტიპის შეგრძნებების, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა და ა.შ. გაჩენა სხეულის სხვადასხვა ნაწილში; ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა; ზოგადი სისუსტე, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები; კუნთური სპაზმი და დაჭიმულობა; ერთი ან რამდენიმე კიდურის ფუნქციური შეზღუდვა; სექსუალური, ნაწლავური და საშარდე ფუნქციის მოშლა; მეტყველებისა და არტიკულაციის გაძნელება. აღწერილი სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკა ხორციელდება ექიმის მიერ ჩატარებული კლინიკურ-ფუნქციური შეფასების, თავის და ზურგის ტვინის რადიოლოგიური კვლევის, თავზურგტვინის სითხის, გამოწვეული პოტენციალების კვლევის შედეგების საფუძველზე. მკურნალობა: სამკურნალო თერაპია მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ, ასვე სარეაბილიტაციო თერაპიას. მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: გამწვავების დროს მკურნალობა; რემისიის პერიოდში ჩატარებული მკურნალობა, რომლისთვისაც გამოიყენება რამდენიმე სახის მედიკამენტი. სარეაბილიტაციო თერაპია; გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტის რეაბილიტაცია უნდა იყოს განხორციელდეს დარგის სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით: ფიზიკური, ოკუპაციური, ენისა და მეტყველების, ჰიდრო, ფსიქო და ნეიროფსიქოთერპევტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექიმ ნევროლოგთან ერთად განხორციელებული ღონისძიებებით, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტს შეამციროს ან აღმოფხვრას დიაგნოზით გამოწვეული ფუნქციური შეზღუდვა, გაზარდოს მისი დამოუკიდებლობა და გააუმჯობესოს სისოცხლის ხარისხის. კენ ვოლკერის კლინიკაში გახსნის დღიდან ხორციელდება გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით! ჩვენ მზად ვართ კლინიკის ადამიანური და ტექნიკური რესურსი სრულფასოვნად გამოვიყენოთ თქვენს დასახმარებლად!
იშვიათი დაავადებები ყოველდღიურობაში: რას მივაქციოთ ყურადღება? თინათინ ტყემალაძე: ექიმი-გენეტიკოსი მაია ტალახაძე: ექიმი-ბავშვთა ნევროლოგი იხილეთ ლაივ ვიდეოს ჩანაწერი: https://www.facebook.com/kenwalkerclinic/videos/1508410206724783/
უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა ნერვული მილის დეფექტების (spina bifida) მქონე პაციენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში (აშშ, სან-დიეგოს უნივერსიტეტი) ნერვული მილის დეფექტების (spina bifida) მქონე პაციენტებს უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ გენეტიკური ანალიზი (მთლიანი გენომის სექვენირება ტრიო – ბავშვისა და მისი ორივე მშობლის გენეტიკური ტესტირება). Spina bifida, ასევე ცნობილი როგორც მიელომენინგოცელე ან მენინგომიელოცელე, არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში და ახასიათებს ზურგის ტვინის არასათანადო განვითარება. ამგვარმა დეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ქვედა კიდურების დამბლა, ჰიდროცეფალია, ფიზიკური და გონებრივი უნარშეზღუდულობა. დღეისთვის ზუსტად არაა ცნობილი, თუ რა იწვევს spina bifida-ს. აღნიშნული კვლევის მიზანია დაავადების გენეტიკური და გარემო გამომწვევი მიზეზების დადგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რასაც სამომავლოდ შესაძლოა გავლენა ჰქონდეს პაციენტების მართვაზე და მდგომარეობის პროგნოზზე. კვლევით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს, რომელსაც: აქვს ნერვული მილის ღია დეფექტი (მენინგოცელე, მიელომენინგოცელე) ჩატარებული აქვს ღია დეფექტის საკორექციო ოპერაცია აქვს ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტი ან/და ჰიდროცეფალია წვდომადი ჰყავს ორივე ბიოლოგიური მშობელი (რადგან ანალიზი ტარდება როგორც პაციენტზე, ისე მის ორივე ბიოლოგიურ მშობლებზე) იმისთვის, რომ პაციენტმა შეძლოს აღნიშნული კვლევით სარგებლობა, აუცილებელია გაიაროს კონსულტაცია ექიმ-გენეტიკოსთან (თინათინ ტყემალაძე). ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 571232612.
უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა აზერბაიჯანული წარმოშობის პაციენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში (დიდი ბრიტანეთი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი) გენეტიკური ანალიზი უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ მარნეულის, გარდაბანის, რუსთავსა და მიმდებარე რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის პაციენტებს, თუ მათ აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები/ჩივილები: ახალშობილთა ჰიპოტონია განვითარების ეტაპების დაყოვნება მოტორული და/ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხება კუნთთა ჰიპოტონია და/ან სპასტიურობა სხვადასხვა სახის კუნთოვანი და ნერვ-კუნთოვანი დაავადებები ეპილეფსია აუტისტური სპექტრი და ქცევითი დარღვევები სხვადასხვა სახის მოძრაობითი დარღვევები (ატაქსია, დისტონია, ტრემორი) მრავლობითი თანდაყოლილი მანკები თანდაყოლილი ჰიპოთიროიდიზმი პირველადი იმუნოდეფიციტები თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია სხვადასხვა ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები ბოლო წლებში დაგროვილი მონაცემების მიხედვით გამოვლინდა, რომ მარნეულის, გარდაბანის, რუსთავის და მიმდებარე რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაში გამოვლენილ იქნა სხვადასხვა თანდაყოლილი გენეტიკური დაავადება. აღსანიშნავია, რომ ამ მდგომარეობების გარკვეული ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ განკურნებადია, შესაბამისად ადრეული დიაგნოზი გადამწყვეტია ეფექტური მკურნალობის წარმართვისთვის. კვლევის მიზანია დადგინდეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა და ჩივილების გენეტიკური მიზეზები და დაისვას სწორი დიაგნოზი, რათა ეფექტურად წარიმართოს პაციენტის მკურნალობა და მართვა. კვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის და ოჯახებისთვის, სადაც არის მშობლების ახლონათესაური კავშირი ან/და მსგავსი დაავადების მქონე ოჯახის რამდენიმე წევრი (მაგ. და-ძმა). სწორი დიაგნოზი ასევე მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, დაავადების მომდევნო შვილებში განმეორების რისკის განსაზღვრისა და პრევენციის კუთხით. იმისთვის, რომ პაციენტმა შეძლოს აღნიშნული კვლევით სარგებლობა, აუცილებელია გაიაროს კონსულტაცია ექიმ-გენეტიკოსთან (თინათინ ტყემალაძე). ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 571232612
სარეაბილიტაციო სერვისები კენ ვოლკერის კლინიკაში კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა 2020 წლიდან ფუნქციონირებს. კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებითა და პროფესიონალებით. აქ დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. შედეგად კლინიკა მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის ბავშვებსა და ზრდასრულებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი. კენ ვოლკერის კლინიკაში ზრდასრულთა მიმართულება გთავაზობთ შემდეგი მდგომარეობების რეაბილიტაციასა და სერვისებს: იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი; ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა; ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობა; ზურგის ტვინის სხვა დაზიანებები; პარკინსონის დაავადება; გაფანტული სკლეროზი; სხვადასხვა ეტიოლოგიის მონო და პოლინეიროპათია; პერიფერიული ნერვების ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობა; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა; ტკივილის სინდრომის მართვა, მათ შორის ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული კისრისა და წელის ტკივილი; საცხოვრებელი და სამუშო გარემოს ადაპტირება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და სხვ. კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052 თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4 კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულებით კენ ვოლკერის კლინიკა გვთავაზობს შემდეგი ტიპის მომსახურებას: ნევროლოგისა და ექიმ რეაბილიტოლოგის კონსულტაციას; ფიზიკურ თერაპიას; ოკუპაციურ თერაპიას; ენისა და მეტყველების თერაპიას; ფსიქოთერაპიას; ხელოვნების (არტ) თერაპიას; ფსიქო-სოციალურ თერაპიას; აქვათერაპიას; რობოთერაპიას; ე.წ. ელექტროთერაპიას დამხმარე საშუალებების შერჩევას, დამზადებასა და გამოყენების სწავლებას; საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მორგება-ადაპტირებას. ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით კენ ვოლკერის კლინიკა გთავაზობთ შემდეგი მდგომარეობების რეაბილიტაციასა და სერვისებს: განვითარების შეფერხება ბავშვებში; ცერებრული დამბლა; თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები; ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები; პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები; ნერვკუნთოვანი დაავადებები; განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები; სქოლიოზები 2023 წლიდან კენ ვოლკერის კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტები ფინანსდებიან 80%, 90% ან 100%-ით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად, პირველ ეტაპზე, საჭიროა კონსულტაცია ნევროლოგთან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეაბილიტაცია ფინანსდება თუ: ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემთხვევაში, თუ დიაგნოზიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი და პაციენტი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, რეაბილიტაციის კურსი დაფინანსდება. 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • სოციალურად დაუცველები • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები • დევნილები • მასწავლებლები • სახალხო არტისტები • ვეტერანები 90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • ბ.ა-საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან ) 80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ: • გ.ა-შშმ სტატუსის მქონე პირები • გ.ბ-სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები) იმ შემთხვევაში თუ პაციენტი პროგრამაში ვერ ჩაერთვება, ინდივიდუალური დაფინანსების მიღება შესაძლებელია მერიის, გამგეობისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან. ამისათვის საჭიროა ფორმა N100 და კალკულაცია, რომლებიც ელექტრონულად უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის პორტალზე. რეგიონების მოსახლეობამ განაცხადი უნდა შეავსოს შესაბამისი რეგიონის მერიასა ან გამგეობაში. უმისამართო მოქალაქეების დაფიანსების მოთხოვნა იგზავნება თბილისის მერიაში. -ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულების ნევროლოგები არიან: ირაკლი ნატროშვილი- კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.პროფესიით არის ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. მაია ტალახაძე-ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში, იმავდროულად, ადრეული და მოზარდი ასაკის ბავშვების ნევროლოგიურ დაავადებათა მართვაში. ხათუნა დავითულიანი-ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 34-წლიანი სამუშაო გამოცდილება.საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციისა და საქართველოს ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის წევრი. -ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ნევროლოგები არიან: სოფიკო შაგიძე - კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი. პროფესიით ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის“ ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია. თეონა სარიშვილი - განათლება მიღებული აქვს ბელარუსიის რესპუბლიკის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში (ბელმაპო)— კლინ. ორდინატურა ნევროლოგიის განხრით. 2011-2016 წლებში 2018-2020 წლებში ქალაქ მინსკის მე-5 კლინიკის ექიმი-კლინ.ორდინატორი-ნევროლოგი გახლდათ. რუსუდან ქამხაძე - სერთიფიკატი-სპეციალობა ნევროლოგია. 2010-2018 წლებში მუშაობდა ქართულ-იტალიურ პოლიკლინიკაში, ნევროლოგის პოზიციაზე. 2023 წლიდან დღემდე კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის ნევროლოგ რეაბილიტოლოგი და კლინიკა „ჯერარსისა“ და „ღუდუშაურის“ გადაუდებელი მედიცინის ექიმია.
კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი, ბატონი ირაკლი ნატროშვილი, თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი გახდა. კენ ვოლკერის კლინიკის გუნდი ულოცავს ბატონ ირაკლის და წარმატებებს უსურვებს!
ესაუბრეთ ბავშვს მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ მას თქვენი ნათქვამის შინაარსი არ ესმის ან ნაკლებად აინტერესებს. უამბეთ ბავშვს, რომ თქვენ ერთად აპირებთ წასვლას იქ, სადაც ბევრი ბავშვი დადის და მას ელიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ მისი გაცნობა და მასთან ერთად თამაში. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს აუხსენით, რომ მასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტი იმუშავებს, რათ უფრო ადვილად შეძლოს იმის კეთება, რაც სურს და აინტერესებს. მოინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც ბავშვს, თქვენ ან ოჯახის სხვა წევრებს გაინტერესებთ რეაბილიტაციის პროცესის შესახებ და გაუზიარეთ სპეციალისტს. რეაბილიტაციაზე წამოსვლისას შეგიძლიათ ბავშვს აარჩევინოთ ან თქვენ წამოიღოთ ის სათამაშო ან ნივთი, რომელიც ძალიან უყარს ან ამშვიდებს. ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვსა და თქვენს განცდებზე რეაბილიტაციის გუნდთან გულწრფელი საუბარი ყველასთვის ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს. იხილეთ ფოტო ალბომი
საახალწლო აქცია! 50% ფასდაკლება ბავშვთა რეაბილიტაციაზე! ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 211 20 20 10 დღიანი ფიზიკური თერაპიის კურსი - 300 ლარი (600 ლარის ნაცვლად) 8 დღიანი თერაპიების კურსი (ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, ფსიქოლოგის მომსახურება, არტ თერაპია, სპეციალური პედაგოგის მომსახურება) - 240 ლარი (480 ლარის ნაცვლად
11 ნოემბერს ვილა მოსავალში გაიმართა კონფერენცია “თანამედროვე ნეირორეაბილიტაციის გამოწვევები საყოველთაო ჯანდაცვის რეაბილიტაციის პროგრამის ჭრილში”. კონფერენციაზე დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს როგორც გამოწვევებზე, ასევე პროგრესზე რომელიც რეაბილიტაციის საოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკავშირდება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქონსორთ ჯორჯია Consort Georgia სპონსორები: Avita • ავიტა ფარმაცევტული კომპანია გეფა Roche Georgia
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა იწვევს ნევროლოგებს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე "თანამედროვე ნეირორეაბილიტაციის გამოწვევები საყოველთაო ჯანდაცვის რეაბილიტაციის პროგრამის ჭრილში" 2023 წლის 11 ნოემბერს, 12:00 საათზე თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კენ ვოლკერის კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობა. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი დაფინანსების მისაღებად? დიაგნოზის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.ამასთანავე: 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • ა.ა-„სოციალურად დაუცველი ოჯხების მონაცემთა ერთიან ბაზაში „ რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს • ა.ბ-2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის წევრები . • ა.გ-ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები •ა.დ_გორის,კასპის,ქარელის,ხაშურის,დუშეთის,ონის,საჩხერის,ზუგდიდის,წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები. • ა.ე-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრელო საქმიანობის განსახორციელებელი დაწესებულებების,დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები. • ა.ვ-ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები. • ა.ზ-მასწავლებლები • ა.თ-სახალხო არტისტები,სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები • ა.ი-სსიპ- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები 90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • ბ.ა-საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან ) 80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ: • გ.ა-შშმ სტატუსის მქონე პირები • გ.ბ-სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები) კენ ვოლკერის კლინიკა არის რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერი . ჩვენი გუნდი მზად არის დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ინსულტის,თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ და გთავაზობთ
აკვა აერობიკის ჯგუფები კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში აკვა აერობიკა ხსნის სტრესს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და გვეხმარება ენერგიის აღდგენაში. მათთვის, ვისთვისაც ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, ხერხემლის პრობლემები, მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი მუდმივ პრობლემად რჩება, აკვა აერობიკა განსაკუთრებით ეფექტურია კენ ვოლკერის საცურაო აუზი გამოირჩევა მრავალი უპირატესობით მულტიფუნქციური აუზი მაღალტექნოლოგიური ინვენტარი ინდივიდუალურად მორგებული განრიგი მაღალკვალიფიციური ტრენერები უსაფრთხოების ყველა რეგულაციის დაცვა აბონიმენტის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 032 2 11 20 20 თბილისი, გუდამაყრის ქ . N4
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ინსულტის , თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციას . ზაალ ჭიტაძემ 1 წლის წინ დაცემის შედეგად მიიღო ზურგის ტვინის ტრავმა . 2022 წლის 26 ოქტომბერს მოგვმართა რეაბილიტაციის კურსის გავლის მიზნით. პაციენტი ჩაერთო პროგრამაში და დაფინანსდა 80%-ით .პაციენტს დაეგეგმა სარეაბლიტაცუიოი თერაპიის კურსი, რომლიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, გამოვლინდეა გამოხატული დადებითი დინამიკა. მკვეთრად გაიზარდა ბალანსისას და კოორდინაციიის ხარისხი. მოიმატა აქტიურმა მოძრაობათა სიფართემ ოთხივე კიდურში, მარჯვეენა ხელში დისტალურად შესაძლებელია მტევნის და თითების ფუნქციური გამოყენება. როგორც ბატონი ზაალი ამბობს : "ძლივს შემომიყვანეს საავადმყოფოში,მის მერე ხედავთ რომ ჩემით გადავადგილდები,შემიძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ჯოხის საშუალებით.ჩემს ცხოვრებას ინტერესი მიეცა, რომ ვიცი თერაპიაზე უნდა მოვიდე მიხარია ის დღე" ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი რეაბილიტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 211 20 20
კენ ვოლკერის კლინიკაში ბატონი ნუგზარ კოპაძის კომპლექსური რეაბილიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ბატონი ნუგზარი 2022 წელის იანვარში მოვიდა ჩვენს კლინიკაში ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის კურსის გასავლელად. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებისთანავე გააგზავნა ფორმა 100 და მიიღო 100%იანი დაფინანსება. როგორც პაციენტი ამბობს : " 1 წლის წინ დამემართა ინსულტი,გავიგე რომ უფასო რეაბილიტაციის კურსი არსებობს , ჩავერთე რეაბილიტაციის კურსში , ჯანდაცვამ უფასოდ მიმკურნალა და ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს,საერთოდ ჩიტივით დავფინავ" ინსულტის,თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე +995 32 211 20 20
კენ ვოლკერის კლინიკაში ქალბატონი ელიკო ხოხაშვილის კომპლექსური რეაბილიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდა. ქალბატონმა ინსულტი 2022 წლის ოქტომბერში გადაიტანა. პაციენტის კლინიკურ ფუნქციური შეფასების შემდეგ დაიგეგმა და ჩატარდა ამბულატორიული სარეაბილიტაციო თერაპიის კურსი, გამოვლინდა დადებითი ფუნქციური დინამიკა: ბალანსის გაუმჯობესების კუთხით, შეუძლია დამოუკიდებლად სიარული ხელ-ჯოხის გარეშე მოიმატა მოძრაობის და ძალის სიფართემ კიდურებში. მაქსიმალური დამოუკიდებლობა ტრანსფერის კუთხით. გაუმჯობესდა კოგნიტური ფუნქციები, აქვს დადებითი დინამიკა მეხსიერების და მეტყველების მხრივ. როგორც ქალბატონი ელიკო ამბობს "ოქტომბრის თვეში გადავიტანე ინსულტი,მიჭირდა გადაადგილება.მიმკურნალეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,მაგრამ მკურნალობის შემდეგ მაინც მიჭირდა გადაადგილება. დავდიოდი ჯოხით,შემდეგ სოციალურ ქსელში წავიკითხე სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, მივმართე კლინიკას , მივიღე სახელმწიფო დაფინანსება და უკვე მესამე თვეა დავდივარ კლინიკაში , შედეგი სახეზეა . ინსულტი არ არის განაჩენი! ასე,რომ ნუ შეგეშინდებათ ინსულტის"
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია, თუ დიაგნოზიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი. ეს პროგრამა შესაძლებლობას მისცემს პაციენტებს დროულად ჩაიტარონ სარეაბილიტაციო მკურნალობა, დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • სოციალურად დაუცველები • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები • დევნილები • მასწავლებლები • სახალხო არტისტები • ვეტერანები 90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • ბ.ა-საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან ) 80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ: • გ.ა-შშმ სტატუსის მქონე პირები • გ.ბ-სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები) 70%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ: • საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 211 20 20 — კლინიკის ცხელი ხაზი 1505 — ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი კლინიკის მისამართია — გუდამაყრის ქუჩა N4
რა არის ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია? სიტყვა რეაბილიტაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან habilitas, რაც „შესაძლებლობას“ ნიშნავს. ამგვარად, რეაბილიტაცია - „შესაძლებლობათა აღდგენაა“. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ მხარდაჭერას სთავაზობს პირს; ეხმარება მას, შეძლებისდაგვარად აღიდგინოს დამოუკიდებლობა და გაიუმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი; ხელს უწყობს ჯანმრთელობის, ფუნქციონირებისა და კეთილდღეობის მაქსიმალური შესაძლო დონის მიღწევაში. ინსულტით გამოწვეული დაზიანებები ინსულტმა შეიძლება მრავალი სხვადასხვა სახის შეზღუდვა გამოიწვიოს, რომლებიც 5 ძირითად კატეგორიად შეიძლება დავაჯგუფოთ: მოძრაობითი ფუნქციის მოშლა: ნაწილობრივი ან სრული დამბლა, რომელიც ჩვეულებრივ სხეულის ერთ მხარეს, კერძოდ კი - თავის ტვინის დაზიანების საპირისპირო მხარეს ვითარდება წონასწორობის დარღვევა ყლაპვის პრობლემები მგრძნობელობის მოშლა (მაგ. შეხების, ტკივილის, ტემპერატურის შეგრძნების დარღვევა). ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ტკივილი, რაც უფრო ხშირად კიდურის უმოძრაობით არის გამოწვეული. მეტყველებასთან, ან მოსმენილის გაგებასთან დაკავშირებული პრობლემები . აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემები. ემოციური აშლილობა (დეპრესია, შფოთვა). ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ეხმარება პირს, სრულად ან ნაწილობრივ აღიდგინოს ინსულტის შედეგად დარღვეული ფუნქციები, თავიდან აითვისოს დაკარგული უნარები, დაეუფლოს ფუნქციონირების ახალ გზებს. რეაბილიტაციის გუნდი ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა პირი, მისი ოჯახი და რეაბილიტაციის დაწესებულების პერსონალი ერთ გუნდად მუშაობენ. გუნდი ეხმარება პაციენტს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვაში. გუნდი სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებისგან შედგება. ესენის არიან: ექიმი: ნევროლოგი ან რეაბილიტოლოგი ფიზიკური თერაპევტი (ეხმარება პაციენტს სიარულის, წონასწორობის და სხვა მოძრაობითი ფუნქციების აღდგენაში) ოკუპაციური თერაპევტი (ეხმარება პაციენტს საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, კვების და სხვა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების აღდგენაში, აგრეთვე გარემოსთან ადაპტაციაში) მეტყველების თერაპევტი (კვებისა და კომუნიკაციის უნარების აღდგენაში) ფსიქოლოგი/ნეიროფსიქოლოგი (ეხმარება კოგნიტური უნარების აღდგენაში ან ახალი/ადაპტური უნარების დასწავლაში) ორთეზისტი (დამხმარე ორთოპედიული საშუალებების სპეციალისტი) რეაბილიტაციის მედდა დიეტოლოგი სოციალური მუშაკი და სხვ. როდის უნდა დაიწყოს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია? რაც უფრო ადრე დაიწყება რეაბილიტაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. იდეალურ შემთხვევაში, რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს სტაციონარში, მწვავე მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე, რაც შეიძლება პირველ 48 საათშიც მოხდეს და შემდეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობა განსაკუთრებით მაღალია ინსულტის განვითარებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის მიზნები რეაბილიტაციის პროგრამის მიზნები, შინაარსი და ინტენსივობა მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაა: ინსულტის მიზეზი, დაზიანების ლოკალიზაცია თავის ტვინში, და მისი მასშტაბი ინსულტით გამოწვეული შეზღუდვების ტიპი და სიმძიმე პირის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერა რეაბილიტაცია უნდა მოერგოს თითოეული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაბამისად - ყველა სარეაბილიტაციო პროგრამა განსხვავებულია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ზოგადი მიზანი, რომლებიც საერთოა ყველა პროგრამისთვის: ძირითადი დაავადების მკურნალობა; გართულებების პრევენცია (როგორიცაა პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, თრომბოემბოლია და სხვ.); შეზღუდული შესაძლებლობების აღდგენა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესება; ადაპტაციური საშუალებების შერჩევა და გარემოს მორგება პირის საჭიროებებზე; პირისა და მისი ოჯახის წევრების განათლება, დახმარება ცხოვრების შეცვლილ წესთან ადაპტაციაში. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის შინაარსი ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის მთავარი პრინციპია სწორად დაგეგმილი მოძრაობებისა და მოქმედებების მრავალჯერადი განმეორება. კვლევები გვიჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკის შედეგად, ნერვულ უჯრედებს შორის წარმოიქმნება ახალი კავშირები, რომლებიც ჩაანაცვლებს ძველ, დარღვეულ კავშირებს. ახალი კავშირებისა და გზების წარმოქმნის შედეგად კი, სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც თავის ტვინის დაზიანებული უბნიდან იმართებოდა, გადაეცემა თავის ტვინის სხვა, ჯანსაღ უბნებს. თავის ტვინის ამ უნიკალურ უნარს თავის ტვინის პლასტიურობა ანუ ნეიროპლასტიურობა ეწოდება და ის ნეირორეაბილიტაციის ნებისმიერი პროგრამის საფუძველს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება დამოუკიდებელი მოძრაობის აღდგენის მცდელობით. ფიზიკური თერაპევტი ეხმარება პაციენტს, პასიური და აქტიური ვარჯიშის დახმარებით გააძლიეროს დასუსტებული კიდურები და გააუმჯობესოს მათი მოძრაობის უნარი. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს, თავიდან ისწავლოს საწოლში წამოჯდომა, საწოლიდან სკამზე გადაჯდომა, ადგომა, სიარული (დახმარებით ან დაუხმარებლად). ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება პაციენტს, აღიდგინოს ყოველდღიური ცხოვრების საბაზისო აქტივობების შესრულების უნარი, როგორიცაა: დაბანა, ჩაცმა, საპირფარეშოთი სარგებლობა და ა.შ. ფიზიკური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ვარჯიში მოტორული (მოძრაობითი) უნარების გაუმჯობესებაზე, რაც მოიცავს კუნთთა ძალის, კოორდინაციის, სიარულის, წონასწორობის გაუმჯობესებას ვარჯიში მოძრაობის სიფართეზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სპასტიურობის (კუნთთა დაჭიმულობის) დაძლევის მცდელობებსაც გადაადგილების სწავლება. მას მიეკუთვნება გადაადგილების საშუალებების ათვისება, როგორიცაა ხელჯოხი, ყავარჯენი, სავარძელ-ეტლი, ასევე ე.წ. კოჭ-წვივის ორთეზი, რომელიც პაციენტს წვივისა და ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციაში და ნაბიჯის სწორად გადადგმაში ეხმარება. აკვა თერაპია, რაც გულისხმობს წყლის დახმარებით მთლიანი სხეულის მოძრაობის, ძალისა და გამძლეობის განვიუთარებას; ეხმარება ისეთი მოძრაობების შესრულებას, რომელთა კეთებაც ხმელეთზე ჯერ კიდევ უჭირს. გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებული იქნას მაღალტექნოლოგიური მეთოდები: ფუნქციური ელექტრული სტიმულაცია: ელექტრული დენის საშუალებით დასუსტებული კუნთების შეკუმშვა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ამ კუნთების გავარჯიშებამდე და მათ მიერ დაკარგული მოძრაობების ხელახლა ათვისებამდე. რობოტული ტექნოლოგია: რობოტული მოწყობილობები ეხმარება კიდურებს განმეორებითი მოძრაობების შესრულებაში, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მათი ძალის გაზრდამდე და ფუნქციის აღდგენამდე. ვირტუალური რეალობა: ვიდეოთამაშებისა და სხვა კომპიუტერული სიმულაციების გამოყენება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ასწავლის პაციენტს, როგორ მოახდინოს იმ შეზღუდვების კომპენსაცია, რომელთა გამოსწორებაც ვერ მოხერხდა სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად. მაგალითად, პაციენტს შეიძლება დავეხმაროთ, ისწავლოს დაბანა და ჩაცმა მხოლოდ ერთი ხელის გამოყენებით; ან აითვისოს კომუნიკაცია დამხმარე საშუალებების გამოყენებით, თუ მეტყველების რეაბილიტაციის პროცესი ნელი ტემპით ან რთულად მიმდინარეობს. რა ფაქტორები ახდენს გავლენას რეაბილიტაციის გამოსავალზე? ზოგადად, დღეისათვის, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგნოზი შედარებით უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე წარსულში იყო, რაც მკურნალობასა და რეაბილიტაციაში მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული. თუმცა, გამოჯანსაღების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა პაციენტს შორის და წინასწარ ძნელია განისაზღვროს, რომელი ფუნქცია აღდგება ამა თუ იმ პაციენტში, და როდის. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: კლინიკური ფაქტორები: ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი დარღვევების სიმძიმე ემოციური ფაქტორები: პირის განწყობა, მოტივაცია, მისი უნარი - გააგრძელოს სარეაბილიტაციო ღონისძიებები სარეაბილიტაციო ცენტრს გარეთაც სოციალური ფაქტორები: ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა თერაპიული ფაქტორები: რეაბილიტაციის ადრეული დაწყება და სარეაბილიტაციო გუნდის კვალიფიკაცია ჩვეულებრივ, აღდგენის ტემპი განსაკუთრებით მაღალია ინსულტის შემდეგ პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომ აღდგენა შეიძლება გაგრძელდეს ინსულტის განვითარებიდან 24 თვის შემდეგაც კი. ოჯახის წევრების განათლება ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უნდა მიიღონ ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი ცვლილებების შესახებ, რათა უკეთ დაეხმარონ პაციენტს ფუნქციონირების ოპტიმალური დონის მიღწევაში. ინსულტის შემდეგ, დიდი ალბათობით, პიროვნების ქცევა შეცვლილი იქნება. ის შეიძლება გაღიზიანებული იყოს, ბრაზობდეს და ზოგჯერ არალოგიკურადაც იქცეოდეს. ეს ბრაზი და საყვედურები ხშირად ოჯახის წევრებისკენ შეიძლება იყოს მიმართული, მაგრამ ოჯახის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკის შეცვლა ინსულტის ზემოქმედების შედეგია, არ მიიღონ საკუთარ თავზე და არ გაუნაწყენდნენ პაციენტს. გვახსოვდეს, რომ რეაბილიტაციისა და აღდგენის პროცესთან ერთად, პირი დიდი ალბათობით აღიდგენს თავის ადრინდელ პიროვნულ თვისებებსაც. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებასა და პოზიტიურ განწყობას. ოჯახის წევრებს და მეგობრებს რამდენიმე გზით შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტს გამოჯანსაღების პროცესში: დაეხმარონ ფიზიკური თერაპიის ვარჯიშების შესრულებაში სახლში გაუწიონ ემოციური მხარდაჭერა, დაეხმარონ ოპტიმიზმის შენარჩუნებაში აღუძრან მოტივაცია: აღნიშნონ თითოეული, თუნდაც უმნიშვნელო წარმატება, შეაქონ და წაახალისონ შეეცადონ, მოერგონ პირის საჭიროებებს, მაგალითად - ნელა ისაუბრონ, თუ პაციენტს მოსმენილის გაგების პრობლემა აქვს განმეორებითი ინსულტის თავიდან აცილების გზები: არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) კონტროლი თამბაქოს წევის შეწყვეტა რეგულარული ვარჯიში და სხეული წონის კონტროლი სისხლში ქოლესტეროლის დონის დაქვეითება დიაბეტის მართვა (გამოყენებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, მეიოს კლინიკის, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) მასალები)
ყველა მოძრაობა რომელსაც ჩვენ ვასრულებთ შედგება კუნთთა გარკვეული ჯგუფების დაჭიმვის - მოძრაობაში მონაწილე და დამხმარე (აგონისტი) კუნთები და მოძრაობის მოწინააღმდეგე (ანტაგონისტი) კუნთების მოდუნების უწყვეტი პროცესებისაგან. ამდენად, ნებისმიერი მოძრაობის შესრულებისას ხდება: აგონისტი კუნთების დაჭიმვა, ანტაგონისტი კუნთების მოდუნება და დაგეგმილი მოძრაობის შერულება. იმის გამო რომ განვითარებული დაზიანების და შესაბამისად განვითარებული სპასტიურობის გამო ვერ ხდება მოძრაობის შესრულების მოწინააღმდეგე (ანტაგონისტი) კუნთების მოდუნება, სპასტიურობა ხელს უშლის ადამიანს გარკვეული მოძრაობის შესრულებაში. ასევე სპასტიურობა ხშირად იწვევს ტკივილს სპასტიურ კუნთებში და დისკომფორტს, კლონუსებს (ხშირი განმეორებთი მოძრაობები), სხეულის პოზის ცვლილებას და დეფორმაციებს. სპასტიურობა - ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება კუნთთა ფიზიოლოგიური ტონუსის მომატება. სპასტიურობის განვითარების მიზეზი არის იმ უბნების დაზინება (ზედა მოტონეირონი), რომლებიც „ახდენენ“ მოძრაობის შესრულების და კუნთთა ტონუსის კონტროლს. სწორედ ზედა მოტონეირონის (თავის ტვინის მოტორული ზონა, ზურგის ტვინი) დაზიანების დროს დაზიანების დონის ქვემოთ ვლინდება მოძრაობის შესრულების გაძნელება ან სრული შეუძლებლობა და კუნთთა მომატებული სპასტიურობა. მდგომარეობები, რომელთა დროსაც გვხვდება სპასტიურობა არის ცერებრული დამბლა, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები, ინსულტი და სხვ. სპასტიურობა ხშირად არის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურად წარმართვაში და პაციენტის ფუნქციური გაუმჯობესების მიღწევაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სპასტიურობასთან ბრძოლა არ არის სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზანი. სპასტიურობის შემცირებაზე ზრუნვას მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდი იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ კუნთებში მომატებული სპასტიურობა ხდება მოძრაობის შესრულების ხელის შემშლელი მიზეზი და შესაბამისად აფერხებს ფუნქციურ გაუმჯობესებას ან იწვევს ტკივილს სპასტიურ კუნთებში ან ჩნდება კონტრაკტურების (მოძრაობის სიფართის შეზღუდვა) და დეფორმაციების განვითარების საშიშროება. სპასტიურობის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებებია: ფიზიკური მეთოდები: ფიზიკური თერაპია; ორთეზირება; პოზიციონირება. ქიმიური მეთოდები: პერორალური (დასალევი) მედიკამენტები; ბოტულინის ტოქსინის ინექციები; ქირურგიული მეთოდები: ორთოპედიული ოპერაციები; ინტრათეკალური ბაკლოფენის ტუმბოს ჩაკერება; ნეიროტომიები და სელექტიური დორზალური რიზიტომია; სპასტიურობის მართვის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი არის ბოტულინის ტოქსინის ინექციები სპასტიურ კუნთებში. ბოტულინის ტოქსინი წარმოადგენს ბაქტერიების - Clostridium botulinum - ის მიერ გამოყოფილ ნეიროტოქსინს, რომელიც ბლოკავს იმპულსის გადაცემას ნერვიდან კუნთზე. სპასტიურობის შესამცირებლად, საინექციოდ გამოიყენება ამ ტოქსინის გასუფთავებული ფორმა. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ მხოლოდ ქვეყანაში ლეცენზირებულ მწარმოებლების მიერ მოწოდებულ, საუკეთესო ხარისხის ბოტულოტოქსინის პრეპარატებს: ბოტოქსი (BOTOX); დისპორტი (DYSPORT); ქსეომინი (XEOMIN); ბოტულინოთერაპიის მეთოდი გულისხმობს სამიზნე, ჰიპერსპასტიური კუნთების შერჩევას, შერჩეულ სამიზნე კუნთში მეტად სპასტიური უბნის პოვნას და ამ უბანში ბოტულინის ტოქსინის შეყვანას ინექციის საშუალებით. შერჩეულ სამიზნე კუნთში მეტად სპასიური უბნის პოვნა შესაძლებელია როგორც პალპაციის (ხელით) ასევე ექოსკოპიის დახმარებით. ბავშვებში საინექციოდ გამოიყენება ე.წ ინსულინის, მცირე დიამეტრიანი ნემსები. ამიტომ თვითონ ინექცია პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ტკივილის შესამცირებლად დამატებით შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადგილობრივი საანესთეზიო მალამო - ემლა და სხვ. თუ სამიზნე სპასტიური კუნთი დიდ ზომისაა ან სპასტიურობის ხარისხი ძალიან მაღალია, შესაძლოა ერთ კუნთში ინექცია გაკეთდეს ორ წერტილში. პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, სამიზნე კუნთის მოცულობის და სპასტიურობის ხარისხის გათვალისწინებით. ბოტულინოთერაპიის ეფექტი გამოვლინებას იწყებს ინექციის ჩატარებიდან 7-10 დღის შემდეგ და საშუალოდ გრძელდება 3-4 (იშვიათ შემთხვევებში 6 ) თვე. ეს პერიოდი არის კარგი „ფანჯარა“ ინტენსიური სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და ფუნქციური გაუმჯობესების მისაღწევად. ხშირად, მიუხედავად იმისა რომ ინექციიდან რამოდენიმე თვის გასვლის შემდეგ, ბოტულინოთერაპიის ეფექტი ქრება, ამ პერიოდში მიღწეული ფუნქციური გაუმჯობესება და დასწავლილი უნარები მაინც ნარჩუნდება. ბოტულინოთერაპიის განმეორებითი ინექციის ჩატარება შესაძლებელია წინა თერაპიიდან 3-4 თვის გასვლის შემდეგ. უკეთესი ფუნქციური გაუმჯობესების მისაღწევად უმჯობესია თუ არ დაველოდებით ჩატარებული ბოტულინოთერაპიის ეფექტის სრულ გაქრობას. ინექციის ჩატარების დღეს არ არის რეკომენდირებული აბაზანის მიღება, რადგან ცხელი წყალი იწვევს პრეპარატის დაშლას, რაც გამოიწვევს მოსალოდნელი ეფექტის შემცირებას. სხვა შეზღუდვა - საკვებთან ან ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით არ არის. ბოტულინოთერაპიის მეთოდს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითია, რომ ბოტულინოთერაპიის ჩატარებას პრაქტიკულად არ აქვს წინააღმდეგჩვენება და არ საჭიროებს პაციენტის წინასწარ მომზადებას. ასევე დადებითია, რომ ოტულინოთერაპიის ჩატარება არ იწვევს სარეაბილიტაციო მკურნალობის წყვეტას. ბოტულინოთერაპიის ხანმოკლე ეფექტი (ძირითადად 3-4 თვე), შეიძლება ასევე ჩაითვალოს დადებით მხარედ, რადგან ნებისმიერი გზით (ბოტულინოთერაპია, მკურნალობის ორთოპედიული ან ნეიროქირურგიული მეთოდები და სხვ.) სპასტიურობის შემცირება, იწვევს ორგანიზმის, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მოძრაობის სტერეოტიპის ცვლილებას. ხოლო წინასწარ განსაღვარა იმისა თუ როგორ აისახება მოძრაობის შეცვლილი სტერეოტიპი პაციენტის ფუნქციურ შესაძლებლობებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, თუ მაგალითად კუნთთა სპასტიურობის შემცირების შედეგად მოძრაობის ახალმა სტერეოტიპმა გამოიწვია ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება, სპასტიურობის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით ბოტულინოთერაპიის შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ ეს აუცილებლად არის შექცევადი და რომედენიმე თვის შემდეგ ორგანიზმი კვლავ დაუბრუნდება ძველ, შესაძლოა მისთვის უფრო კომფორტულ მოძრაობის სტერეოტიპს. ამდენად ბოტულინოთერაპია შეიძლება ასევე გამოვიყენოთ გარკვეულ პრეტესტად სპასტიურობის შემცირებაზე მიმართული ორთოპედიული ან ნეიროქირურგიული ოპერაციული მეთოდების ეფექტურობის წინასწარგანსაზღვრისათვის. ბოტულინოთერაპიის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ამ მეთოდის სიძვირე, თუმცა აღსანიშნავის, რომ შესაძლებელია ინდივიდუალური დაფინანსების მოპოვება რეფერალური პროგრამის ფარგლებში. დასკვნა: ბოტულინოთერაპია არის კუნთთა მომატებულ სპასტიურობასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი და ეფექური მეთოდი.
ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის დაფინანსება ინსულტის შემდეგ, როგორც კი დასტაბილურდება სასიცოცხლო ფუნქციები და ზოგადი მდგომარეობა, საჭიროა დაიწყოს სარეაბილიტაციო მკურნალობა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ კომპლექსურ სარეაბილიტაციო კურსს. კენ ვოლკერის კლინიკა რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერია. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა, დიაგნოზის ხანდაზმულობა არ აღემატებოდეს 24 თვეს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ დაფინანსება 100%-, 90%-, 80%- ან 70%-იანი თანაგადახდით. 100%-იანი დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ: თუ გაქვთ სოციალურად დაუცველის, ვეტერანის, მასწავლებლის, დევნილის სტატუსი; თუ ცხოვრობთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ. 90%-ით დაფინანსდებით ისარგებლებთ: თუ უკვე იღებთ საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიას. 80%-ით დაფინანსდებით: თუ გაქვთ შშმ პირის სტატუსი ან ხართ სტუდენტი. 70%-ით დაფინანსდებით: თუ არ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი სტატუსი, მაგრამ დიაგნოზიდან არ არის გასული 24 თვეზე მეტი. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში შესაძლებლობა გაქვთ ჩაიტაროთ კომპლექსური სარეაბილიტაციო კურსი თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის! საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სარეაბილიტაციო მკურნალობა ძირითადად მიმართულია, რომ აღდგეს და გაუმჯობესდეს: - მოძრაობის უნარი (ფიზიკური თერაპია, წყლის თერაპია ); - მეტყველების და ყლაპვის უნარი (მეტყველების თერაპია); - ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობის, საკუთარი თავის მოვლის უნარი (ოკუპაციური თერაპია). - მოგვარდეს კოგნიტიური, კომუნიკაციური და ფსიქოლოგიური პრობლემები (ფსიქოლოგისა და ნეიროფსიქოლოგის თერაპია). იმისთვის, რომ ჩაერთოთ დაფინანსების პროგრამაში აუცილებელია გაიაროთ უფასო კონსულტაცია ნევროლოგთან. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 2 11 20 20 მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4
პედიატრიული სავარძელ-ეტლი როდესაც ბავშვისთვის სავარძელ-ეტლის შერჩევაზე ფიქრობთ გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალი ტიპის ,,საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელ-ეტლის უზრუნველყოფის ვაუჩერი“ გაჩნდა სპეციალურად ბავშვებისათვის. ვაუჩერის დაფინანსებაში შედის: 1. კვალიფიციური, სპეციალურად მომზადებული სპეციალისტის მომსახურება 2. ბავშვის უზრუნველყოფა ეტლით. სპეციალისტის მომსახურება გულისხმობს: ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების შესწავლას, აღმართული და კომფორტული ჯდომის პოზისათვის ეტლის მახასიათებლების, დამატებითი დამჭერებისა და ბალიშის ფორმის დადგენას, ეტლისა და დამხმარე დამჭერების დაყენებას ბავშვის სხეულის ზომების შესაბამისად, უშუალოდ ბავშვის სხეულზე ეტლის მორგებას და მისი გამოყენებისა და მოვლის სწავლებას. შესაბამისად, ეტლსაც, რომელიც ბავშვს გადაეცემა, გარდა საბავშვო ზომისა, შესაბამისი მახასიათებლები და ის დამატებითი კომპონენტები აქვს, რომლებიც აღმართულ ჯდომას უზრუნველყოფს: დამჭერები, ღვედები, ფორმირებული ბალიში. შესაბამისი ეტლი და სპეციალისტის მომსახურების პროცესი უზრუნველყოფს ბავშვის აღმართულ და კომფორტულ ჯდომას. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მთელი ოჯახის ცხოვრების ხარისხს: ხელს უწყობს ბავშვის ჩაბმას სხვადასხვა აქტივობაში, ფართოვდება გარემოს აღქმის ველი და თვალსაწიერი, ხელები თავისუფლდება საგნებით მანიპულაციისათვის, ბავშვის გადაადგილება მარტივდება, სხეულის პოზის დამატებითი დამჭერები უზრუნველყოფს სასუნთქი, მონელებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემების უკეთეს ფუნქციონირებას, ფერხდება დეფორმაციისა და მოძრაობის შეზღუდვის განვითარების რისკი. ვის სჭირდება საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელ-ეტლი? ბავშვს, რომელსაც აქვს: ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნების გამოხატული სირთულეები: იხრება ან ყირავდება რომელიმე მხარეს (გვერდებზე, წინ ან უკან), ცურდება სკამიდან, უჭირს თავის აღმართულ მდგომარეობაში დაჭერა; მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პოზის დეფორმაციები ან დეფორმაციის ტენდენციები; კომპლექსური, ფიქსირებული დეფორმაციები: სკოლიოზი, კიფოზი, შეზღუდული მოძრაობა მენჯის, მუხლის ან ტერფის სახსარში; უნებლიე მოძრაობები, სპაზმი, სახსრების დაჭიმულობა და კუნთთა მაღალი ტონუსი; დამატებითი საყრდენის გარეშე ჯდომისას ჩივილები: სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი ან დისკომფორტი. რა არის საჭირო საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელეტლის ვაუჩერის მისაღებად? საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის ვაუჩერის მიღების თაობაზე განცხადება, რომელსაც ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი წერს საბუთების ჩაბარებისას სოციალური მომსახურების სააგენტოში; ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, რომელიც ადასტურებს შეზღუდულ შესაძლებლობას; განმცხადებლის (მშობლის/ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; ბავშვზე გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა N IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ზემოაღწერილთაგან ბავშვის შესაბამისი საჭიროება (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს მთავრობის დადგენილება N634, 2021 წ, 31 დეკემბერი, ,,სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“, გვ. 44). როგორ ვიქცევით ვაუჩერის მიღების შემდეგ? ვაუჩერთან ერთად თქვენ მიიღებთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალსაც, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ამ მომსახურების მიმწოდებლებად. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენთვის სასურველ მიმწოდებელს, გაეცნოთ მათ პროდუქციას, მომსახურებას და მომსახურების მისაღებად ვაუჩერი ჩააბაროთ შერჩეულ ორგანიზაციაში. ყურადღება მიაქციეთ ვაუჩერზე თანდართულ წერილში მითითებულ მოქმედების ვადას, რათა დროულად წარადგინოთ ვაუჩერი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ ორგანიზაციას ჰყავს შესაბამისად მომზადებული სპეციალისტი, რომელიც კომპეტენტური და გამოცდილია ბავშვისათვის აღმართული და კომფორტული ჯდომის პოზის უზრუნველსაყოფად დამხმარე საშუალებების შერჩევაში. შპს ,,კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ არსებული დამხმარე საშუალებების ლაბორატორია საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელეტლისა და მაღალკვალიფიციური მომსახურების მიმწოდებელია. აქ გუნდურად მუშაობენ ზემოხსენებულ მომსახურებზე. ამავე ლაბორატორიაში შესაძლებელია სკამისა და მაგიდის, სკოლის მერხისა და სხვა დამხმარე საშუალებების დამზადება და მორგება ბავშვის საჭიროებებზე დაყრდნობით. ვაუჩერის მიღების შემთხვევაში მომსახურების მისაღებად მოგვმართეთ: +995 599 38 18 76, ილია ვალშაკოვი, დამხმარე საშუალებების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ვაუჩერის შესახებ კონსულტაციის მისაღებად მოგვმართეთ: +995 577 44 87 19, ნინო რუხაძე, ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი.
სპასტიურობა (კუნთების ფიზიოლოგიურზე მეტად გამოვლენილი ტონუსი/დაჭიმულობა) არის ცერებრული დამბლის ყველაზე ხშირი თანმდევი სიმპტომი. კუნთების სპასტიურობა ვითარდება კომპენსატორულად მაშინ, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა, გარკვეული სტრუქტურების (მოტორული ზონების ან მოტორული იმპულსების გამტარი გზების) დაზიანების გამო, სრულად ან ნაწილობრივ კარგავს მოძრაობისა და პოსტურალური (პოზის შენარჩუნების) მექანიზმების განხორციელების კონტროლის უნარს. სპასტიურობა (Spasticity) არის მდგომარეობა, როდესაც კუნთთა მომატებული ტონუსი ეწინააღმდეგება კიდურში პასიური მოძრაობის შესრულებას. წინააღმდეგობის მაქსიმუმი ვლინდება მოძრაობის დასაწყისში და მცირდება მოძრაობის დასკვნით ფაზაში (დაკეცილი დანის სიმპტომი). პასიური მოძრაობის შესრულება შესაძლებელი ხდება მხოლოდ ძლიერი ძალისხმევის შედეგად. სპასტიურობა არის თავის ან ზურგის ტვინში გამავალი კორტიკო-სპინალური გზების დაზიანების ერთ-ერთი გამოვლინება. სპასტიურობასთან ერთად ვლინდება აქტიური მოძრაობის შესრულების უნარის დაქვეითება (პარეზი) ან სრული დაკარგვა (პლეგია) (ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონი, 2002 წ.). კუნთთა მომატებული სპასტიურობა ხშირად მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ხდება ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა არავითარ შემთხვევაში კუნთთა მომატებული ტონუსის შემცირება არ უნდა გადაიქცეს მკურნალობის ძირითად მიზნად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზანი არის ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის, მისი ფიზიკური შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია კუნთთა სპასტიურობა „გამოვიყენოთ“ ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ცერებრული დამბლის სხვადასხვა ფორმების დროს განსხვავებული ტიპის და ლოკალიზაციის სპასტიურობა გვხვდება. რთულ შემთხვევებში, კვადრიპლეგიური ფორმების დროს, კუნთთა სპასტიურობა ვლინდება მთელ სხეულში - გენერალიზებული სპასტიურობა. ცერებრული დამბლის დიპლეგიური და ჰემიპლეგიური ფორმების დროს ხშირად კუნთთა მომატებული სპასტიურობა ვლინდება მხოლოდ ერთ ან ორ კიდურში (რეგიონალური სპასტიურობა) ან მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე კუნთში (ფოკალური სპასტიურობა). ცერებრული დამბლის დისკინეზური ფორმების დროს, სპასტიურობის გამოვლინება განსხვავებულია ზემოთ აღწერილი მდგომარეობებისაგან. ამ დროს ტონუსი ცვალებადია (დისტონია) და განსაკუთრებით იმატებს ბავშვის ემოციური დატვირთვის დროს. ცერებრული დამბლის ამ ფორმის მქონე ბავშვის კიდურის პასიური მოხრისას, წინააღმდეგობა რომელსაც ვაწყდებით სპასტიური გამშლელი კუნთების მხრიდან უეცრად ქრება და შემდგომ ისევ ჩნდება და ასე მეორდება რამოდენიმეჯერ კიდურის მოხრის პროცესის დასრულებამდე (დაკბილული ბორბლის სიმპტომი). სპასტიურობის გამოვლენის ტიპისა და ხარისხის მიხედვით ხდება მის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. სპასტიურობის შემცირების სტრატეგიებს მაშინ მივმართავთ, როდესაც მიზანი გვაქვს ბავშვის: •ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება; •დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა; •კუნთოვანი სპაზმებისა და ტკივილის შემცირება ან სრულად მოხსნა; •ბავშვის მოვლის გაადვილება; •დეფორმაციების განვითარების პრევენცია. სპასტიურობის შესამცირებლად გამოიყენება როგორც ფიზიკური ასევე მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები: •პოსტურალური (პოზიციონირება) მეთოდები - რაც გულისხმობს სხეულის ისეთი პოზის შერჩევას, რომელშიც კუნთთა ტონუსი მაქსიმალურად შემცირებულია; •ფიზიკური თერაპია - ვარჯიშებისა და მოძრაობების კომპლექსი, რომლიც ხელს უწყობს კუნთთა ტონუსის შემცირებას და ნორმალიზებას; •ორთეზები - სპასტიურობის მკურნალობაში ძირითადად გამოიყენება კოჭ-წვივის რიგიდული ორთეზი. ორთეზის დახმარებით კოჭ-წვივის სახსარს უნარჩუნდება ფიზიოლოგიური ან ფიზიოლოგიურთან მაქსიმალურად მიახლოებული მდგომარეობა, რაც აუმჯობესებს ბავშვის ფუნქციურ შესაძლებლობებს, დადებითად აისახება მისი გადაადგილების უნარზე, სიარულის ტიპზე და ენერგოეფექტურობაზე; •მედიკამენტოზური მკურნალობა - გამოიყენება სხვადასვა ჯგუფის პერორალური (დასალევი) მედიკამენტები. მედიკამენტის შერჩევა და დოზის განსაზღვრა უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ. •ბოტულინის ტოქსინის (გამოიყენება პრეპარატები: დისპორტი, ბოტოქსი, ქსეომინი) ინექციები სპასტიურ კუნთებში - მკურნალობის ეს მეთოდი ეფექტურია რეგიონალური და ფოკალური სპასტიურობების დროს. მკურნალობის დაწყებამდე ზუსტად უნდა განისაზღვროს ინექციისათვის სამიზნე კუნთები. საინექციო პრეპარატის დოზა განისაზღვრება ბავშვის კუნთის ზომისა და ასაკის მიხედვით. ამ მეთოდს უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს. მეთოდის გამოყენების შემაფერხებელი გარემოებაა პრეპარატის სიძვირე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოტულინის ტოქსინით მკურნალობის ეფექტურობა შედარებით ხანმოკლეა - 3-6 თვე, მაგრამ ეს პერიოდი არის ძალიან კარგი და ეფექტური ფანჯარა, იმისათვის რომ ბავშვმა ახალი უნარები აითვისოს და გაიუმჯობესოს ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მოქმედების პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდეს სარეაბილიტაციო მკურნალობა. ბოტულინის ტოქსინის მოქმედების გასვლის შემდეგ სპასტიურობა კვლავ იჩენს თავს (ხშირად სპასტიურობის ხარისხი არ უბრუნდება ძველ ნიშნულს და არის უფრო ნაკლები ვიდრე ის იყო ბოტულინის ტოქსინით მკურნალობის დაწყებამდე) და საჭიროა მკურნალობის განმეორება. •ქიმიური ნევროლიზი ფონოლით - მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება ძალიან საფრთხილოა. ფენოლი ბოტულინის ტოქსინთან შედარებით გაციელებით იაფია და მკურნალობით მიღებული ეფექტიც ხანგრძლივი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირია გვერდითი მოვლენები რაც ძირითადად ვლინდება მგრძნობელობის დარღვევით; •ორთოპედიული ოპერაციული მკურნალობა - იმის და მიხედვით თუ კიდურების რომელ სეგმენტებში ვლინდება სპასტიურობა და რამდენად ახდენს ის ბავშვის ფუნქციურ მდგომარეობაზე გავლენას, შესაძლებელია ორთოპედიული ოპერაციების ჩატარება. ორთოპედიული ოპერაციები არის სხვადასხვა ტიპის და ბავშვის მდგომარეობიდან და მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე შესაძლოა ჩატარდეს როგორც რბილ ქსოვილებზე - კუნთებზე და მყესებზე, ასევე ძვალზე. დადებითი შედეგის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორთოპედიული ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვა და ოპერაციული ჩარევის ტიპის განსაზღვრა მოხდეს გუნდურად, ქირურგისა და რეაბილიტაციის მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი მონაწილეობით; •სელექტიური დორსალური რიზოტომია - ეს არის ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს სპასტიურობის განმაპირობებელი, ხერხემლის სვეტში შემავალი უკანა ფესვების შერჩევით გადაკვეთას. ოპერაცია ტარდება ელექტოფიზიოლოგიური კონტროლის ქვეშ. მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება რეგიონალური სპასტიურობების სამკურნალოდ - მაგალითად ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის ფორმების დროს, როდესაც კუნთთა სპასტიურობა მეტად მომატებულია ქვედა კიდურებში და უშლის აქტიური მოძრაობების შესრულებაში; •ინტრათეკალური ბაკლოფენის ტუმბოს ჩაყენება - არის აგრეთვე მკურნალობის ქირურგიული მეთოდი. ეს მეთოდი გამოიყენება გენერალიზებული სპასტიურობის დროს, როდესაც კუნთთა ტონუსი მომატებულია ტოტალურად მთელს სხეულში. მეთოდი გულისხმობს მუცლის კანქვეშ სპეციალური ტუმბოს ჩაკერებას, რომელიც თხევად ბაკლოფენს ტუმბოს რეზერვუარიდან გადაისვრის თავზურგტვინის სითხეში. გადასასროლი პრეპარატის დოზირებას ახდენს ექიმი, რომელიც აპროგრამირებს ტუმბოს. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ძალიან ძვირი და მართვისათვის საჭიროებს სპეციალურ ინფრასტუქტურას. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის სპასტიურობის მართვა საკმაოდ რთული საკითხია. 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან, სპასტიურობის სამართავად აქცენტი უნდა გაკეთდეს მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებზე - პოზიციონირება, ფიზიკური თერაპია. კოჭ-წვივის რიგიდული ან სახსრიანი ორთეზები. 3 წლიდან, სპასტიურობის შესამცირებლად (თუ სპასტიურობა უშლის მათ ფუნქციურ განვითარებას ან აუარესებს სიარულის ფუნქციას) შესაძლებელია დამატებით ბოტულინის ტოქსინის ინექციების გამოყენება. ბოტულინის ტოქსინის ეფექტურობის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია მისი გამოყენება გაგრძელდეს რამოდენიმე წლის განმავლობაში. კლინიკური და ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით სპასტიურობის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომი მეთოდი. დასკვნა: ცერებრული დამბლის დროს, სპასტიურობის მკურნალობა არ არის მიზანი. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, მთელ რიგ შემთხვევებში, სპასტიურობა “ეხმარებათ” გარკვეული მოძრაობების შესრულებაში და პოსტურალური (პოზის შენარჩუნების) მექანიზმების განხორციელებაში. ამდენად სპასტიურობის მკურნალობაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უშლის ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპასტიურობა არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ზედა მოტონეირონის) დაზიანების შედეგი, რასაც აგრეთვე ახლავს მოძრაობის შეზღუდვა, უხერხულობა, სისუსტე და სწრაფი დაღლა. ბალანსისა და მოძრაობის დაგეგმვის დარღვევა აგრეთვე ხშირი სიმპტომია ცერებრული დამბლის დროს. მკურნალობის ეფექტური, მიზანზე ორიენტირებული გეგმის შემუშავებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ფუნქციური უნარების შესრულების და განვითარების ხელისშემშლელი მიზეზების ამოცნობა და არა ყველა პრობლემის კუნთთა მაღალი სპასტიურობით ახსნა. უნდა გვახსოვდეს რომ ერთი პრობლემის მკურნალობა არ ნიშნავს ავტომატურად სხვა საკითხების მოგვარებასაც. ცერებრული დამბლის დროს, ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის განვითარების ხელისშემშლელი მიზეზების ამოცნობა (მათ შორის სპასტიურობისა) და მკურნალობის სწორი და ეფექტური გეგმის შედგენა და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომის შემთხვევაში.
ცერებრული დამბლა - არის მდგომარეობა, რომელიც აერთიანებს კლინიკური სინდრომების ჯგუფს. ცერებრული დამბლის ძირითადი დამახასიათებელი გამოვლინება - არის მოძრაობითი (მოტორული) სფეროს განვითარების შეფერხება ან ჩამორჩენა. ხშირად მოტორულ გამოვლინებას ახლავს მგრძნობელობითი, კოგნიტური, კომუნიკაციური, პერცეპციული, ბიჰეივიორული პრობლემები და ეპილეფსიური გულყრები. ცერებრული დამბლა - არის განვითარებადი თავის ტვინის დაზიანების შედეგი. ტერმინში „განვითარებადი“ თავის ტვინი იგულისხმება პერიოდი (მუცლადყოფნის პერიოდიდან 2 წლის ასაკამდე), როდესაც თავის ტვინს ჯერ არ აქვს „დასწავლილი“ ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა მაგალითად: ჯდომა, დგომა, სიარული, ხელის და თითების ნატიფი მოძრაობები და ა.შ. დაზიანება, რომელიც განაპირობებს შემდგომში ცერებრული დამბლის განვითარებას, შესაძლოა მოხდეს ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ცერებრული დამბლის გამოვლინების კლინიკურმა ნიშნებმა შესაძლოა განიცადონ ცვლილება (ტრანსფორმაცია) და ამავე დროს, ბავშვის ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, მათი მანიფესტაციის ხარისხი იყოს უფრო მკვეთრი, ეს არ ნიშნავს, რომ ცერებრული დამბლა არის პროგრესირებადი დაავადება. ცერებრული დამბლის გამოვლინების კლინიკური ნიშნების ცვალებადობა ძირითადად დაკავშირებულია ბავშვის სიმაღლეში ზრდასთან, წონის ფიზიოლოგიურ მატებასთან, მოძრაობის და პოზის სტერეოტიპის ასაკობრივ ცვლილებასთან და კუნთთა ტონუსის ფიზიოლოგიურ გადანაწილებასთან. ხშირად კლინიკური ნიშნების აღნიშნული ტრანსფორმაცია შესაძლოა გამოვლინდეს მოტორული უნარების ნაწილობრივი გაუარესებით რაც როგორც წესი ატარებს დროებით ხასიათს და გრძელდება ორგანიზმის მოძრაობის ახალ სტერეოტიპთან ადაპტაციამდე. ცერებრული დამბლის სინდრომები კლასიფიცირდება მოტორული დარღვევის ტიპის მიხედვით: კლასიფიკაცია (Miller 1992): სპასტიური ფორმები: ა) დიპლეგია ხელის კარგი ფუნქციით; დიპლეგია ხელის ცუდი ფუნქციით; ასიმეტრიული დიპლეგია. ბ) ჰემიპლეგიური ფორმა - ხელში დაზიანება ვლინდება უფრო მეტად ვიდრე ფეხში; ფეხში დაზიანება ვლინდება უფრო მეტად ვიდრე ხელში. გ) კვადრიპლეგია - ზედა კიდურებში დაზიანება ვლინდება უფრო მეტად ვიდრე ქვედა კიდურებში ან დაზიანება ოთხივე კიდურში დაახლოებით თანაბრად ვლინდება. დისკინეზური ფორმა - ა) უპირატესად დისტონიური; ბ) უპირატესად ათეტოიდური. ატაქსიური ფორმა - ა) მარტივი ატაქსია; ბ) ატაქსიური დიპლეგია. ატონიური ფორმა. წარმოდგენილი კლასიფიკაცია აღწერს ცერებრული დამბლის სინდრომებისათვის დამახასიათებელ ძირითად მოტორულ (მოძრაობით) გამოვლინებებს, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხვდება შერეული ფორმები. ცერებრული დამბლისათვის ასევე დამახასიათებელია კლინიკური ნიშნებისა და სინდრომების ურთიერთ ტრანსფორმაცია. ცერებრული დამბლის სინდრომის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 5 წლის ასაკისათვის. ცერებრული დამბლის ყველა სინდრომი ხასიათდება ანომალური მოტორული აქტებითა და პოზის შენარჩუნების (პოსტურალური) მექანიზმებით, რაც ხშირად განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი მოძრაობის დაწყების მცდელობა, არის გაძნელებული, ხშირად არათანმიმდევრული და არაკოორდინირებული. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ცერებრული დამბლის სიხშირე მერყეობს 1,5 – 4 შემთხვევებს შორის ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე. არსებობს ცერებრული დამბლის განვითარების დადასტურებული რისკ-ფაქტორები. ესენია: ნაყოფის დაბალი წონა დაბადებისას; დღენაკლობა; ტყუპისცალობა და ა.შ. რისკ-ფაქტორების გამოყოფა და მშობლებისათვის მათი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი არსებობა არ ნიშნავს ყველა შემთხვევაში აუცილებლად ცერებრული დამბლის განვითარებას. რისკ-ფაქტორების არსებობისას საჭიროა ნევროლოგის მიერ ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება და პერიოდულად მისი შეფასება. ცერებრული დამბლის განვითარების ეტიოლოგიური მიზეზი არის - თავის ტვინის ჰიპოქსიურ-იშემიური (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა) დაზიანება. მიუხედავად ეტიოლოგიური მიზეზის იდენტურობისა, დაზიანების შედეგები ხასიათდება სხვადასხვა კლინიკური ნიშნით. ამის მიზეზს წარმოადგენს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე თავის ტვინის სხვადასხვა უბნის ჰიპოქსიისადმი მეტი მგრძნობელობა და ადვილად დაზიანებადობა. ასე მაგალითად დღენაკლ ახალშობილებში მეტად დაზიანებადია პერივენტრიკულური (პარკუჭების მიმდებარე) უბნები. ასეთი ტიპის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის ფორმის ჩამოყალიბება. გახანგრძლივებულმა სიყვითლემ და ბილირუბინის მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა განაპირობოს ტვინის ღრმა სტურქტურების ე.წ. ბაზალური განგლიების (ქერქვეშა კვანძები) დაზიანება და ცერებრული დამბლის დისკინეზური, ჰიპერკინეზული ან დისტონიური ფორმის ჩამოყალიბება. ცერებრული დამბლის დიაგნოსტირების სპეციფიური მეთოდები არ არსებობს. როგორც წესი მშობლები მიმართავენ ექიმს, როდესაც ამჩნევენ ბავშვის მოძრაობით განვითარებაში შეფერხებას ან ჩამორჩენას. ცერებრული დამბლის კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება ბავშვის ანამნეზის (პრე, პერი და პოსტნატალური) დეტალურ შესწავლას, ბავშვის განვითარების შეფასებას და ნევროლოგიურ გასინჯვას. ცერებრული დამბლის მართვა უნდა ხდებოდეს გუნდურად. მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდის ლიდერი არის ექიმი ნევროლოგი, რომელიც ახდენს გუნდის მუშაობის კოორდინაციას. გუნდის შემადგენლობა შესაძლოა იცვლებოდეს ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე. გუნდის ძირითადი წევრები არიან - ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ორთეზებისა და დამხმარე საშუალებების შერჩევისა და დამზადების სპეციალისტი, ექიმი ორთოპედი, თვითონ ბავშვი და მისი მშობელი. ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლოა გუნდში მოწვეულ იქნან სხვა დარგის სპეციალისტებიც. მულტიდისციპლინური გუნდი, ყველა ცალკეული ბავშვის შემთხვევაში, ახდენს მისი მდგომარეობის შეფასებას და მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე მკურნალობის ტაქტიკისა და გეგმის შედგენას. ცერებრული დამბლის დროს, ფიზიკური მდგომარეობის მოსალოდნელი ადრეული პროგნოზირება რთულია. პროგნოზი დამოკიდებულია: თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე; სწორად დაგეგმილ და წარმართულ სარეაბილიტაციო მკურნალობაზე; ბავშვის მოტივაციაზე და რეაბილიტაციის პროცესში მის ჩართულობაზე (იგულისხმება, რომ რაც უფრო აქტიურად არის თვითონ ბავშვი ჩართული რეაბილიტაციის პროცესში და მაღალია მისი მოტივაცია, შედეგიც უკეთესი იქნება. პასიურად ჩატარებული სარეაბილიტაციო მანიპულაციების ეფექტურობა დაბალია); რეაბილიტაციის პროცესში ბავშვის ოჯახის წევრების ჩართულობაზე, აქტიურობაზე და მონაწილეობაზე (იგულისხმება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო მანიპულაციების და აქტივობების გაგრძელება ბინის პირობებში ოჯახის წევრების მიერ). მიუხედავად პროგნოზირების სირთულეებისა არსებობს ზოგადი პროგნოზი, რომელიც ასახვს მოტორული უნარების განვითარების შესაძლებლობებს ცერებრული დამბლის დროს. ამ პროგნოზების მიხედვით, თუ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჯდომას 2 წლის ასაკისათვის (ნორმაში დამოუკიდებლად ჯდომის ფუნქცია ყალიბდება 9 თვის ასაკისათვის), ის მეტი ვარაუდით შეძლებს დამოუკიდებლად სიარულს. თუ ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჯდომას 2 დან - 4 წლამდე, ის შეძლებს სიარულს, მაგრამ მეტი ვარაუდით მას სიარულისათვის დასჭირდება სხვადასხვა ტიპის დამხმარე (ხელჯოხი, ჩარჩო) მოწყობილობის გამოყენება. მიუხედავად წარმოდგენილი ზოგადი პროგნოზებისა, ზუსტად განსაზღვრა იმისა თუ როგორი იქნება ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარება შეუძლებელია. თავის ტვინს აქვს განვითარების უზარმაზარი უნარი და რესურსი და აპრიორი ზღვარის დაწესება არ არის სწორი. მთავარია ყველა შემთხვევაში განხორციელდეს ცერებრული დამბლის სწორი მართვა, რაც გულისხმობს - მულტიდისციპლინურ გუნდურ მიდგომას და სარეაბილიტაციო მკურნალობის სწორ, მიზანზე ორიენტირებულ დაგეგმვასა და განხორციელებას.
ონლაინ ლექცია! მეტყველების თერაპიის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში ლექციას გაუძღვება ნინო მაღლაკელიძე - კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა მიმართულების მეტყველების თერაპევტი ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები მეტყველების განვითარება მეტყველები შეფერხება ენაბორძიკობა რჩევები მშობლებისთვის ჩართვა შედგება 23 სექტემბერს , 17:00 საათზე.
კენ ვოლკერი კლინიკის გუნდის 72% არის სრულად ვაქცინირებული , ხოლო დანარჩენი 28% ელოდება სრულ ვაქცინაციას. ჩვენი კლინიკა აგრძელებს მუშაობას რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით და ზრუნავს როგორც თანამშრომლების, ასევე პაციენტების უსაფრთხოებაზე
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. ეს დაავადება ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური პრობლემა ხდება, რადგან გახშირდა მისი განვითარება როგორც ხანდაზმულ, ისე შრომისუნარიანი ასაკის ადამიანებში. თუმცა, მიუხედავად შედეგების სიმძიმისა, ინსულტის შემდგომმა ეფექტურმა რეაბილიტაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და აღადგინოს დაკარგული შესაძლებლობები. რეაბილიტაცია ინსულტის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაკარგული ფუნქციების აღდგენას და ახალ რეალობასთან ადაპტაციას. ინსულტის მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების - ნევროლოგების, ფიზიოთერაპევტების, მეტყველების თერაპევტების, ფსიქოლოგების მონაწილეობას. თითოეულ პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მისი მდგომარეობის თავისებურებებს და სპეციფიკურ საჭიროებებს. ამ სტატიაში განვიხილავთ რეაბილიტაციის ეტაპებს, აღდგენის მეთოდებს და მივცემთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება პაციენტებს და მათ ახლობლებს გაუმკლავდნენ ინსულტის შედეგებს და გააუმჯობესონ მათი ცხოვრების ხარისხი. რა არის ინსულტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ინსულტი არის “კლინიკური სინდრომი, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში და მოიცავს თავის ტვინის ფუნქციების ლოკალური (ან კომის შემთხვევაში - გლობალური) დარღვევის კლინიკურ ნიშნებს. გამოყოფენ ინსულტის ორ განსხვავებულ ფორმას - იშემიური (რომელსაც წინ უძღვის არტერიის შევიწროება, ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება) და ჰემორაგიული (დაკავშირებული სისხლძარღვის დაზიანებასთან ან სრულ გასკდომასთან). იშემიური ინსულტის რეაბილიტაცია მოიცავს აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვას და მათ შესრულებას. რეაბილიტაციის პროგრამის სტრუქტურა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქსოვილების დაზიანების ხარისხსა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებდეს ქირურგიულ ჩარევას. თუმცა ორივე სახის ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის მეთოდები და პრინციპები ერთნაირია. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია სიტყვა რეაბილიტაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან habilitas, რაც „შესაძლებლობას“ ნიშნავს. ამგვარად, რეაბილიტაცია - „შესაძლებლობათა აღდგენაა“. რეაბილიტაცია არის კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების შემცირებაზე, სიცოცხლის ხარისხისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია მიმართულია პიროვნების ფიზიოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფუნქციების აღდგენისკენ, მისი ყოფით და სოციალურ გარემოში ოპტიმალურად ინტეგრაციისთვის. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ მხარდაჭერას სთავაზობს პირს; ეხმარება მას, შეძლებისდაგვარად აღიდგინოს დამოუკიდებლობა და გაიუმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი; ხელს უწყობს ჯანმრთელობის, ფუნქციონირებისა და კეთილდღეობის მაქსიმალური შესაძლო დონის მიღწევაში. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა გთავაზობთ მაღალი ხარისხის სრულ სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურებას მულტიდისციპლინური პროგრამით. ინსულტით გამოწვეული დაზიანებები ინსულტმა შეიძლება მრავალი სხვადასხვა სახის შეზღუდვა გამოიწვიოს, რომლებიც 5 ძირითად კატეგორიად შეიძლება დავაჯგუფოთ: მოძრაობითი ფუნქციის მოშლა: ნაწილობრივი ან სრული დამბლა, რომელიც ჩვეულებრივ სხეულის ერთ მხარეს, კერძოდ კი - თავის ტვინის დაზიანების საპირისპირო მხარეს ვითარდება წონასწორობის დარღვევა ყლაპვის პრობლემები მგრძნობელობის მოშლა (მაგ. შეხების, ტკივილის, ტემპერატურის შეგრძნების დარღვევა). ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ტკივილი, რაც უფრო ხშირად კიდურის უმოძრაობით არის გამოწვეული. მეტყველებასთან, ან მოსმენილის გაგებასთან დაკავშირებული პრობლემები . აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემები. ემოციური აშლილობა (დეპრესია, შფოთვა). ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ეხმარება პირს, სრულად ან ნაწილობრივ აღიდგინოს ინსულტის შედეგად დარღვეული ფუნქციები, თავიდან აითვისოს დაკარგული უნარები, დაეუფლოს ფუნქციონირების ახალ გზებს. რეაბილიტაციის გუნდი ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა პირი, მისი ოჯახი და რეაბილიტაციის დაწესებულების პერსონალი ერთ გუნდად მუშაობენ. გუნდი ეხმარება პაციენტს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვაში, რომლებიც შეიძლება დაკორექტირდეს რეაბილიტაციის პროცესში. რეაბილიტაციის დაწესებულების გუნდი სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებისგან შედგება, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენირება ნევროლოგიაში ან გააჩნიათ ნევროლოგიური დაავადებებით შეპყრობილ ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილება. ესენი არიან: ექიმი: ნევროლოგი ან რეაბილიტოლოგი ფიზიკური თერაპევტი (ეხმარება პაციენტს სიარულის, წონასწორობის და სხვა მოძრაობითი ფუნქციების აღდგენაში) ოკუპაციური თერაპევტი (ეხმარება პაციენტს საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, კვების და სხვა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების აღდგენაში, აგრეთვე გარემოსთან ადაპტაციაში) მეტყველების თერაპევტი (კვებისა და კომუნიკაციის უნარების აღდგენაში) ფსიქოლოგი/ნეიროფსიქოლოგი (ეხმარება კოგნიტური უნარების აღდგენაში ან ახალი/ადაპტური უნარების დასწავლაში) ორთეზისტი (დამხმარე ორთოპედიული საშუალებების სპეციალისტი) რეაბილიტაციის მედდა დიეტოლოგი სოციალური მუშაკი და სხვ. მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდის ლიდერი, რომელიც კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს გუნდის მუშაობას არის ექიმი, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია (ექიმი-რეაბილიტოლოგი), ან ნევროლოგიაში/ბავშვთა ნევროლოგიაში (ექიმი ნევროლოგი/ბავშვთა ნევროლოგი), ასევე გავლილი აქვს სპეციალური ტრენირება სამედიცინო რეაბილიტაციაში ან გააჩნია ნევროლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილება. პაციენტის მდგომარეობის, საჭიროებებისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზნების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდის დამატებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წევრები არიან სოციალური მუშაკები, ფსიქიატრები, კარდიოლოგები, ხელოვნების თერაპევტები, ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ენდოკრინოლოგები და სხვ. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის ექიმების გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ატარებენ ინდივიდუალურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, თანამედროვე ტექნოლოგიების და მოწინავე მეთოდიკების გამოყენებით. როდის უნდა ჩატარდეს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ვინაიდან ინსულტი ფუნდამენტურად ქრონიკული მდგომარეობაა, მისი რეაბილიტაცია მოიცავს ჩარევებს როგორც ადრეულ ეტაპზე - მწვავე, ჰოსპიტალურ პერიოდში, ასევე მოგვიანებით - ამბულატორიულ ან სპეციალიზებულ კლინიკებში. რაც უფრო ადრე დაიწყება რეაბილიტაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. იდეალურ შემთხვევაში, რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს ინსულტის სპეციალიზებულ ან ნევროლოგიურ სტაციონარში, მწვავე მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე, რაც შეიძლება პირველ 48 საათშიც მოხდეს და შემდეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სტაციონარულ ან ამბულატორიულ პირობებში. სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობა განსაკუთრებით მაღალია ინსულტის განვითარებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში. სტაციონარის პირობებში, პირველადი სარეაბილიტაციო ჩარევა მიმართულია პაციენტის ადრეულ მობილიზაციაზე, ნაწოლების და სახსრებში კონტრაქტურების განვითარების პრევენციაზე, სპასტიურობის (კუნთების დაჭიმულობის) შემცირებაზე, მეტყველების, სუნთქვის, ყლაპვის და კვების პროცესების შეფასებასა და კორექტირებაზე. ნევროლოგიური განყოფილებიდან გაწერის შემდეგ, თუ პაციენტს შეუძლია დღეში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში ჩაერთოს აქტიურ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ის შესაძლოა გადაყვანილ იქნას სტაციონარულ სარეაბილიტაციო ცენტრში. შესაძლოა დაგეგმილი რეაბილიტაციის კურსი განხორციელდეს ამბულატორიულად, სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო კლინიკაში, რეაბილიტაციის განყოფილებაში, ან სახლის პირობებში. რეაბილიტაციის ცენტრი, სტაციონარულ ან ამბულატორიულ პირობებში, უნდა უზრუნველყოფდეს ინტენსიურ, ინტერდისციპლინურ სარეაბილიტაციო დახმარებას, ექიმი-რეაბილიტოლოგის პირდაპირი მეთვალყურეობით. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დღეში სულ მცირე 3-საათიანი სარეაბილიტაციო თერაპია (საჭიროებისა და რეაბილიტაციის მიზნების შესაბამისად - ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია და სხვ), კვირაში სულ მცირე 5 დღის განმავლობაში. პაციენტებს, რომლებიც ბინაზე ეწერებიან, მაგრამ სარეაბილიტაციო დახმარებას საჭიროებენ, ეს სერვისი უნდა მიეწოდოთ ამბულატორიულ სარეაბილიტაციო განყოფილებაში ან ბინაზე, გასვლითი მულტიდისციპლინური ჯგუფების საშუალებით (ექიმი, ფიზიკური, ოკუპაციური, მეტყველების თერაპევტები და სხვ). არასტაციონარული სარეაბილიტაციო თერაპია ასევე იმართება ექიმის მიერ, რომელიც ადგენს სარეაბილიტაციო გეგმას. ეს უკანასკნელი გადახედილი და განახლებული უნდა იქნას ყოველ 30 დღეში. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის მიზნები რეაბილიტაციის პროგრამის მიზნები, შინაარსი და ინტენსივობა მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაა: ინსულტის მიზეზი, დაზიანების ლოკალიზაცია თავის ტვინში, და მისი მასშტაბი ინსულტით გამოწვეული შეზღუდვების ტიპი და სიმძიმე პირის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერა რეაბილიტაცია უნდა მოერგოს თითოეული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაბამისად - ყველა სარეაბილიტაციო პროგრამა განსხვავებულია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ზოგადი მიზანი, რომლებიც საერთოა ყველა პროგრამისთვის: ძირითადი დაავადების მკურნალობა; გართულებების პრევენცია (როგორიცაა პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, თრომბოემბოლია და სხვ.); შეზღუდული შესაძლებლობების აღდგენა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესება; ადაპტაციური საშუალებების შერჩევა და გარემოს მორგება პირის საჭიროებებზე; პირისა და მისი ოჯახის წევრების განათლება, დახმარება ცხოვრების შეცვლილ წესთან ადაპტაციაში. სარეაბილიტაციო გეგმის შედგენისას გასათვალისწინებელია, რომ რეაბილიტაციის მიზნები იყოს: გონივრული და პაციენტის საჭიროებებზე მორგებული; აქტივობაზე და ჩართულობაზე ორიენტირებული; ზომიერად რთული, მაგრამ მიღწევადი; მოიცავდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ელემენტებს. პაციენტს და მის ოჯახს უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და მიეცეთ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ სერაბილიტაციო გეგმის შემუშავებაში. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის შინაარსი ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის მთავარი პრინციპია სწორად დაგეგმილი მოძრაობებისა და მოქმედებების მრავალჯერადი განმეორება. კვლევები გვიჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკის შედეგად, ნერვულ უჯრედებს შორის წარმოიქმნება ახალი კავშირები, რომლებიც ჩაანაცვლებს ძველ, დარღვეულ კავშირებს. ახალი კავშირებისა და გზების წარმოქმნის შედეგად კი, სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც თავის ტვინის დაზიანებული უბნიდან იმართებოდა, გადაეცემა თავის ტვინის სხვა, ჯანსაღ უბნებს. თავის ტვინის ამ უნიკალურ უნარს თავის ტვინის პლასტიურობა ანუ ნეიროპლასტიურობა ეწოდება და ის ნეირორეაბილიტაციის ნებისმიერი პროგრამის საფუძველს წარმოადგენს. ინსულტის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობა ძირითადად მიმართულია - მოძრაობის უნარის (ფიზიკური თერაპია), მეტყველების და ყლაპვის უნარის (მეტყვლების თერაპია), ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობის და საკუთარი თავის მოვლისა (ოკუპაციური თერაპია) და კოგნიტური, კომუნიკაციური და ფსიქოლოგიური პრობლემების (ფსიქოლოგიური დახმარება) მოგვარებაზე. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება დამოუკიდებელი მოძრაობის აღდგენის მცდელობით. ფიზიკური თერაპევტი ეხმარება პაციენტს, პასიური და აქტიური ვარჯიშის დახმარებით გააძლიეროს დასუსტებული კიდურები და გააუმჯობესოს მათი მოძრაობის უნარი. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს, თავიდან ისწავლოს საწოლში წამოჯდომა, საწოლიდან სკამზე გადაჯდომა, ადგომა, სიარული (დახმარებით ან დაუხმარებლად). ფიზიკური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ვარჯიში მოტორული (მოძრაობითი) უნარების გაუმჯობესებაზე, რაც მოიცავს კუნთთა ძალის, კოორდინაციის, სიარულის, წონასწორობის გაუმჯობესებას ვარჯიში მოძრაობის სიფართეზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სპასტიურობის (კუნთთა დაჭიმულობის) დაძლევის მცდელობებსაც გადაადგილების სწავლება. მას მიეკუთვნება გადაადგილების საშუალებების ათვისება, როგორიცაა ხელჯოხი, ყავარჯენი, სავარძელ-ეტლი, ასევე ე.წ. კოჭ-წვივის ორთეზი, რომელიც პაციენტს წვივისა და ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციაში და ნაბიჯის სწორად გადადგმაში ეხმარება. აკვა თერაპია, რაც გულისხმობს წყლის დახმარებით მთლიანი სხეულის მოძრაობის, ძალისა და გამძლეობის განვიუთარებას; ეხმარება ისეთი მოძრაობების შესრულებას, რომელთა კეთებაც ხმელეთზე ჯერ კიდევ უჭირს. მოძრაობის ანუ მოტორული ფუნქციის დარღვევა ინსულტის შემდეგ ხშირია და ვითარდება მაშინ, როცა დაზიანება მოიცავს კორტიკოსპინალურ სისტემას, ანუ თავის ტვინის ქერქის მოტორულ ზონას და კორტიკოსპინალურ გზას. კორტიკოსპინალური სისტემის დაზიანების ხარისხი და მასშტაბი პროგნოზულად ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობისა და მოტორული ფუნქციების აღდგენის ხარისხის პრედიქციისათვის. მობილობის ფუნქციებს მიეკუთვნება ადგომა, დაჯდომა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა, შემობრუნება, გადაჯდომა (მაგ. ეტლიდან საწოლზე ან საწოლიდან სკამზე), ეტლით გადაადგილება, სწრაფი სიარული, სიარული მოცემულ მანძილზე. ნებისმიერი ამ ფუნქციის დარღვევა დაკავშირებულია დაცემის გაზრდილ რისკთან. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინსულტისშემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სიარულის და მასთან დაკავშირებული ფუნქციების აღდგენა. მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ტრენირების საკვანძო პარამეტრებია: ორიენტაცია კონკრეტულ აქტივობებზე და ფუნქციურ დავალებებზე პრაქტიკის პროგრესულად გართულება სწორად შერჩეული ინტენსივობა, სიხშირე და ხანგრძლივობა სწორი დაგეგმვა დროში. მობილობის რეაბილიტაციის პროცესში, ფიზიკური თერაპიის დროს, შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა თერაპიული აღჭურვილობა - მარტივი (ბურთი, ორძელი, შვედური კედელი და ა.შ) და ასევე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები. ფუნქციური ელექტრული სტიმულაცია: ელექტრული დენის საშუალებით დასუსტებული კუნთების შეკუმშვა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ამ კუნთების გავარჯიშებამდე და მათ მიერ დაკარგული მოძრაობების ხელახლა ათვისებამდე. რობოტული ტექნოლოგია: რობოტული მოწყობილობები ეხმარება კიდურებს განმეორებითი მოძრაობების შესრულებაში, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მათი ძალის გაზრდამდე და ფუნქციის აღდგენამდე. ელექტრომექანიკური ანუ რობოტული დამხმარე მოწყობილობა გულისხმობს ტრედმილის ან ელიფსური (ე.წ. თხილამურის ტიპის) ტრენაჟორის კომბინაციას სხეულის წონის დამჭერ სისტემასთან. ასეთი სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ამცირებს ფიზიკური თერაპევტის ინტენსიური მონაწილეობის აუცილებლობას. ასეთი სისტემები განსაკუთრებით ეფექტურია ადრეულ ინსულტისშემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სიარული არ შეუძლიათ. კვლევებით ნაჩვენებია აგრეთვე წონასწორობის ფუნქციის გაუმჯობესება ამგვარი მოწყობილობების გამოყენების შედეგად. გამოიყენება აგრეთვე უშუალოდ ფეხზე სატარებელი, უნილატერალური ან ბილატერალური რობოტული ორთეზული მოწყობილობები (ე.წ. „ეგზოსკელეტები“). ზოგადად, რობოტული და ელექტრომექანიკური თერაპია ეფექტურად ითვლება სიარულის ტრენირების პროცესში, განსაკუთრებით ინსულტის განვითარების შემდგომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ვირტუალური რეალობა: ვიდეოთამაშებისა და სხვა კომპიუტერული სიმულაციების გამოყენება. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში ფუნციონირებს ფიზიკური თერაპიის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ტექნიკით, სადაც ფიზიკური თერაპევტი ეხმარება პაციენტს ფიზიკური შეზღუდვის დაძლევა-ადაპტაციაში ინდივიდუალურად შერჩეული აქტივობებით. ფიზიკური თერაპიის პროცესში წარმატებით გამოიყენება აკვა, რობოტო და ელექტროთერაპია. ოკუპაციური თერაპია ჯანმრთელობაზე ზრუნვის დარგია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანს შეუქმნას ყოველდღიური ცხოვრების, პროდუქტიულობისა და დასვენების აქტივობების შესრულების შესაძლებლობა, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების, აღდგენისა თუ კომპენსირების მეშვეობით. ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება პაციენტს, აღიდგინოს ყოველდღიური ცხოვრების საბაზისო აქტივობების შესრულების უნარი, როგორიცაა: დაბანა, ჩაცმა, საპირფარეშოთი სარგებლობა და ა.შ. ინსულტის შემდეგ პაციენტისათვის ოკუპაციური თერაპიის მომსახურების გაწევა ემსახურება იმ სირთულეების გადალახვას, რასაც ადამიანი პირადი აქტივობების შესრულებისას აწყდება. თერაპია შეიძლება შედგებოდეს აღდგენისა ანდა კომპენსატორული სტრატეგიებისაგან. აღდგენის სტრატეგიები მოიცავს: ცალმხრივი ნეგლექტის მქონე პაციენტებში იგნორირებული მხარისათვის ყურადღების მიქცევას პაციენტის წახალისებას სუსტი ზედა კიდურის შემთხვევაში ორივე ხელის გამოყენებისკენ ჩაცმის რუტინის შემუშავებას მათთვის, ვისაც ჩაცმისას სირთულეები ექმნება კონცენტრაციის, ცალი მხარის ნეგლექტის და დისპრაქსიის (კოორდინაციული დარღვევის) გამო. კომპენსატორული სტრატეგიები მოიცავს: ცალი ხელის ტექნიკით ჩაცმის სწავლებას ბანაობისა და ჩაცმის დამხმარე საშუალებების გამოყენების სწავლებას კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში ოკუპაციური თერაპევტი პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მის ოჯახთან შეთანხმებით განსაზღვრავს სხვადასხვა საქმიანობების შესრულებისათვის საჭირო ტექნიკებს და ასწავლის მათ როგორც პაციენტს, ისე მის გარემოცვას. ინსულტის შემდეგ დისფაგია (ყლაპვის გაძნელება) აღენიშნება პაციენტთა დაახლოებით 45-65%-ს, მათგან დაახლოებით ნახევარს კი უვითარდება ასპირაცია (სასუნთქ გზებში საკვების ან სითხის მოხვედრა). დისფაგიამ და ასპირაციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, კვებითი დეფიციტი, დეჰიდრატაცია, სხეულის მასის კლება და ზოგადად, სიცოცხლის ხარისხის გაუარესება. ასპირაცია შეიძლება იყოს „ფარული“ და კლინიკურად თვალშისაცემი არ იყოს. მისი ადრეული იდენტიფიკაცია სკრინინგის გზით ამცირებს ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების რისკს. დისფაგიის მართვა და მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ჩარევებს: ორალურ-მოტორული სავარჯიშოები (ყლაპვითი ვარჯიშები); რჩევა-დარიგება უსაფრთხო ყლაპვის შესახებ; დიეტის მოდიფიკაცია; გარემო პირობების მოდიფიკაცია (როგორიცაა მაგ. გამართული ჯდომა კვებისას). ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესებისა და ცხოვრებისეულ აქტივობებში აქტიური რეინტეგრაციის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის სტიმულირება მისი ძლიერი მხარეებისა და მისი კომპენსატორული სტრატეგიების იდენტიფიკაციით. კოგნიტური ფუნქცია პოსტინსულტური რეაბილიტაციის წარმატების მნიშვნელოვანი დეტერმინანტია და მისი დარღვევა ასოცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან და შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხის გაზრდასთან. კოგნიტური სფეროებიდან ყველაზე ხშირად ზიანდება მეხსიერება, ორიენტაცია, მეტყველება და ყურადღება. ინსულტის შემდეგ ხშირია კოგნიტური ფუნქციის სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა, როგორიცაა ყურადღება, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე, უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქცია, ვერბალური და მხედველობითი მეხსიერება, მეტყველება და აღქმა. კოგნიტური რეაბილიტაცია ზემოთაღნიშნული დარღვევების მკურნალობის არაფარმაკოლოგიური მეთოდია, რომელიც მიმართულია: კოგნიტური ფუნქციების აქტივობის გაუმჯობესება; დარღვეული კოგნიტური ფუნქციის საკომპენსაციო მექანიზმების ამუშავება; დამოუკიდებლობის ხასისხის გაზრდის/გაუმჯობესების მიზნით ადაპტაციური მეთოდების და აღჭურვილობების გამოყენებაზე. ბოლო დროს, დიდი ყურადღება ეთმობა ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის გამოყენებას კოგნიტური და ემოციური ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით. ფიზიკური ვარჯიშის კოგნიტურ ფუნქციაზე დადებითი ეფექტის ასასხსნელად შემოთავაზებულია რამდენიმე მექანიზმი: იზრდება თავის ტვინში სისხლის ცირკულაციის მოცულობა; ზრდის ფაქტორების, მაგ. თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის ექპსრესიის გაზრდა; პოზიტიური გავლენა დეპრესიულ სიმპტომებზე. ინსულტს ხშირად ახლავს კომუნიკაციური ფუნქციის დარღვევა. კომუნიკაცია აუცილებელია აქტივობათა უმრავლესობისთვის, ამიტომ მისმა დარღვევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. კომუნიკაციის დარღვევები შეიძლება შეეხოს კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა, წერა, ჟესტიკულაცია და პრაგმატიკა (საუბრის წარმართვის პრაქტიკული უნარი, კონტექსტის/სიტუაციის გათვალისწინებით). კომუნიკაციური დარღვევის არსებობა უარყოფითად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, სოციალურ ჩართულობასა და სიცოცხლის ხარისხზე. კომუნიკაციური დარღვევების შეფასებას და მკურნალობას, როგორც წესი, ატარებს მეტყველების სპეციალისტი. მკურნალობა მიზნად ისახავს კომუნიკაციის უნარის აღდგენას, პაციენტის დახმარებას საკომპენსაციო სტრატეგიების შემუშავებაში, ოჯახის წევრების კონსულტირებას და განათლებას დამხმარე კომუნიკაციური საშუალებების შესახებ, საბოლოოდ კი - პაციენტის იზოლაციის შემცირებას. კომპენსატორული და დამხმარე საშუალებები ვარირებს დაბალტექნოლოგიური სტრატეგიებიდან (ფანქარი და ქაღალდი, დაფები, წიგნები) მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებამდე (სმარტფონები და მეტყველების აპარატები). კვლევებით ნაჩვენებია აფაზიის (მეტყველების დარღვევის) სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობა როგორც ინსულტის უმწვავეს სტადიაზე (მე-3 დღიდან), ასევე ქრონიკულ სტადიაზე (6 თვის შემდეგ). თუმცა, მკურნალობის მოცულობის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის და დროში განაწილების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. მკურნალობის მეთოდებად შემოთავაზებულია ინდივიდუალური მუშაობა მეტყველების თერაპევტთან, ჯგუფური თერაპია, კომპიუტერიზებული ტრენინგი, ასევე კომუნიკაციური პარტნიორების (ოჯახის წევრების) ტრენირება. ინსულტის შემდეგ გამოხატული მეტყველების დარღვევები ხელს უშლის ნორმალურ კომუნიკაციას და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ინდივიდის სოციალურ ჩართულობაზე და სიცოცხლის ხარისხზე. ამრიგად, მისი უარყოფითი ფსიქოსოციალური ეფექტი შეიძლება არაპროპორციულად აღემატებოდეს სუფთა ფიზიოლოგიური დაზიანების სიმძიმეს. აქედან გამომდინარე, ქცევითი მართვის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და კონსულტაციას, ასევე კომუნიკაციური პარტნიორების განათლებას და გარემოს მოდიფიკაციას (მაგ. ხმაურის დონის შემცირება). კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში ენისა და მეტყველების თერაპევტის მიერ სპეციალური ინსტრუმენტებისა და მეთოდების საშუალებით ხდება ყლაპვისა და მეტყველების უნარის შეფასება და შესაბამისი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება. ინსულტის შემდეგ მაქსიმალური დამოუკიდებლობის მისაღწევად პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილს ესაჭიროება დამხმარე-ადაპტაციური საშუალებები, ორთეზები, სასიარულო მოწყობილობები, სავარძელ ეტლები. ადაპტაციური საშუალებები გამოიყენება კვების, დაბანის, მოწესრიგების, ჩაცმის პროცესის გასაადვილებლად ფუნქციური დეფიციტის მქონე პაციენტებისთვის. ეს შეიძლება იყოს სპეციალურად ადაპტირებული ჭურჭელი, დანა-ჩანგალი, აბაზანის გრძელტარიანი ღრუბლები, შხაპის და აბაზანის სკამები, უნიტაზის ასამაღლებლები და ა.შ. ხშირად, ადაპტაციური საშულებები პაციენტებს ესაჭიროებათ რეაბილიტაციის ადრეულ სტადიაზე, მაგრამ არა გრძელვადიან პერსპექტივაში. ინსულტი გავლენას ახდენს პაციენტის სიარულის პატერნზე და ზრდის დაცემის რისკს. აქედან გამომდინარე, პაციენტთა ნახევარზე მეტს ესაჭიროება დამხმარე საშუალება - ხელჯოხი, ყავარჯენი, სასიარულო ჩარჩო, ეტლი. სასიარულო მოწყობილობები ზრდის საყრდენი ბაზის ფართობს პაციენტის სიმძიმის ცენტრის ირგვლივ, აუმჯობესებს ბალანსს და ამცირებს სიარულისთვის საჭირო ფიზიკურ დაძაბულობას. პაციენტთა გამოკითხვები ცხადყოფას, რომ მათ ურჩევნიათ დაიწყონ სიარული დამხმარე მოწყობილობის საშუალებით, ვიდრე დაელოდონ სიარულის ნორმალური უნარის აღდგენას. თუ პაციენტს უსაფრთხოდ სიარული არ შეუძლია დამხმარე მოწყობილობის გამოყენებითაც კი, მისი მობილობის უნარის გაზრდა შეიძლება სავარძელ ეტლით. ეტლის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების და გარემოს პირობების გათვალისწინებით და პაციენტს და მომვლელებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ტრენინგი. ქვედა კიდურის მოტორული პრობლემების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება ორთეზები, პირველ რიგში კოჭ-წვივის ორთეზი. კვლევებით ნაჩვენებია კოჭ-წვივის ორთეზის დადებითი ეფექტი სიარულის ტემპზე. ნაბიჯის სიგრძეზე და წონასწორობაზე. თუმცა, კვლევათა უმრავლესობა ეხება მოკლევადიან ეფექტებს, რომლებიც ვლინდება უშუალოდ ორთეზის ტარების პროცესში. გრძელვადიანი პერსპექტივის განსაზღვრისთვის, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა პაციენტს ორთეზის მუდმივად ტარების სურვილი, უნდა შემოწმდეს არის თუ არა ის სწორად და კომფორტულად მორგებული და პაციენტისთვის ვიზუალურად მისაღები. ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისათვის დამხმარე საშუალებების (ორთეზი, ხელჯოხი, სასიარულო ჩარჩო, სავარძელ-ეტლი და სხვ.) შერჩევის, მორგებისა და გამოყენების სწავლების სერვისის უზრუნველყოფა. საცხოვრებლის ადაპტირების ხარისხის შეფასება და შეძლებისდაგვარად მისი მაქსიმალურად მორგება ინსულტის შემდგომ ჩამოყალიბებულ (დროებით ან ხანგრძლივად) შესაძლებლობებზე. გარდა ჩამოთვლილისა, რეაბილიტაცია ასწავლის პაციენტს, როგორ მოახდინოს იმ შეზღუდვების კომპენსაცია, რომელთა გამოსწორებაც ვერ მოხერხდა სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად. მაგალითად, პაციენტს შეიძლება დავეხმაროთ, ისწავლოს დაბანა და ჩაცმა მხოლოდ ერთი ხელის გამოყენებით; ან აითვისოს კომუნიკაცია დამხმარე საშუალებების გამოყენებით, თუ მეტყველების რეაბილიტაციის პროცესი ნელი ტემპით ან რთულად მიმდინარეობს. ინსულტის შემდგომი, შედეგზე ორიენტირებული რეაბილიტაცია გულისხომობს სარეაბილიტაციო ღონისძიებების კომპლექსს რომელსაც ატარებენ დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდები. მხოლოდ კომპლექსური და მულტიდისციპლინური ჩარევის შემთხვევაში არის მოსალოდნელი კარგი ეფექტი. ფაქტორები, რომლებიც ახდენენ გავლენას რეაბილიტაციის გამოსავალზე ზოგადად, დღეისათვის, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგნოზი შედარებით უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე წარსულში იყო, რაც მკურნალობასა და რეაბილიტაციაში მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული. თუმცა, გამოჯანსაღების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა პაციენტს შორის და წინასწარ ძნელია განისაზღვროს, რომელი ფუნქცია აღდგება ამა თუ იმ პაციენტში, და როდის. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: კლინიკური ფაქტორები: ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი დარღვევების სიმძიმე ემოციური ფაქტორები: პირის განწყობა, მოტივაცია, მისი უნარი - გააგრძელოს სარეაბილიტაციო ღონისძიებები სარეაბილიტაციო ცენტრს გარეთაც სოციალური ფაქტორები: ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა თერაპიული ფაქტორები: რეაბილიტაციის ადრეული დაწყება და სარეაბილიტაციო გუნდის კვალიფიკაცია ჩვეულებრივ, აღდგენის ტემპი განსაკუთრებით მაღალია ინსულტის შემდეგ პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომ აღდგენა შეიძლება გაგრძელდეს ინსულტის განვითარებიდან 24 თვის შემდეგაც კი. ოჯახის წევრების განათლება ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უნდა მიიღონ ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი ცვლილებების შესახებ, რათა უკეთ დაეხმარონ პაციენტს ფუნქციონირების ოპტიმალური დონის მიღწევაში. ინსულტის შემდეგ, დიდი ალბათობით, პიროვნების ქცევა შეცვლილი იქნება. ის შეიძლება გაღიზიანებული იყოს, ბრაზობდეს და ზოგჯერ არალოგიკურადაც იქცეოდეს. ეს ბრაზი და საყვედურები ხშირად ოჯახის წევრებისკენ შეიძლება იყოს მიმართული, მაგრამ ოჯახის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკის შეცვლა ინსულტის ზემოქმედების შედეგია, არ მიიღონ საკუთარ თავზე და არ გაუნაწყენდნენ პაციენტს. გვახსოვდეს, რომ რეაბილიტაციისა და აღდგენის პროცესთან ერთად, პირი დიდი ალბათობით აღიდგენს თავის ადრინდელ პიროვნულ თვისებებსაც. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებასა და პოზიტიურ განწყობას. ოჯახის წევრებს და მეგობრებს რამდენიმე გზით შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტს გამოჯანსაღების პროცესში: დაეხმარონ ფიზიკური თერაპიის ვარჯიშების შესრულებაში სახლში გაუწიონ ემოციური მხარდაჭერა, დაეხმარონ ოპტიმიზმის შენარჩუნებაში აღუძრან მოტივაცია: აღნიშნონ თითოეული, თუნდაც უმნიშვნელო წარმატება, შეაქონ და წაახალისონ შეეცადონ, მოერგონ პირის საჭიროებებს, მაგალითად - ნელა ისაუბრონ, თუ პაციენტს მოსმენილის გაგების პრობლემა აქვს განმეორებითი ინსულტის თავიდან აცილების გზები: არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) კონტროლი თამბაქოს მოწევის შეწყვეტა რეგულარული ვარჯიში და სხეული წონის კონტროლი სისხლში ქოლესტეროლის დონის დაქვეითება დიაბეტის მართვა კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052 თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4 კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი -ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე
არტ თერაპია, თავისი არსით, პროცესით, არის ცოცხალი მოქმედი ძალა, რომელიც ფსიქოთერაპიის ნაწილია და ხელოვნების საშუალებით გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ხელოვნებითი თერაპიის პროცესში ადამიანი ქმნის საკუთარ შემოქმედებით გზას, სადაც ცხადად ჩანს მისი საჭიროებები, ის ეხმარება ადამიანს წონასწორობის, მთლიანობის აღდგენაში და მასთან ერთად განვლილი, დაწყებული გზა თერაპიის დასრულების შემდეგაც მოქმედებს, როგორც ცოცხალი ძალა, აღმდგენი-მთლიანობისთვის. უძველესი დროიდან ადამიანი ხატავდა და ქმნიდა განცდილსა თუ განვლილს. ასე გამოჰქონდა მას თავისი ემოცია, ნაფიქრი, ტკივილი თუ სიხარული და ამოთქმულით თავისუფლდებოდა... არტ თერაპია, ეს არის შექმნის პროცესი, სადაც გამოყენებულია ბუნებრივი მასალები: თიხა, საღებავი, საპნის ქაფი, ფერადი მატყლი, ნახშირი და ა.შ. ყველა ეს მასალა ადამიანის საჭიროებას ერგება, მისი არჩევანიდან იწყება პროცესი, რომელიც იცვლის ფერსაც და ფორმასაც. საკუთარი შესაძლებლობებით გამოწვეული ემოცია, გარედან გვანახებს ჩვენს პიროვნებას და საბოლოოდ იქმნება განსაკუთრებული, ინდივიდუალური გზა, წონასწორობაში მოსვლით, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურ-ემოციურად. პროცესი, რომელიც იწყება და ვითარდება, აერთიანებს ადამიანის აზრს, შეგრძნებას, ჩამოდის ფიზიკურში და საბოლოოდ განიცდის თავისუფლებას, ეხება უხილავს და მთლიანდება საკუთარ თავში. არტ თერაპია ადამიანის არაცნობიერს, გარდაქმნის ცნობიერში და აძლევს ძალას, წინ ნაბიჯის გადასადგმელად. არტ თერაპიის პროცესის უკეთ შეცნობისთვის და მეტი თვალსაჩინოებისთვის, გთავაზობთ ერთ-ერთი მოზარდის განვლილ, გზას, სადაც მან თვითონ განიცადა მეტამორფოზი, შეკუმშვიდან - ამოსუნთქვამდე. რა იგულისხმება ამაში: თერაპიის დასაწყისში ის მეტად მორიდებული, უკანდახეული, საკუთარ თავში შეყუჟული, ჩუმი ახალგაზრდა იყო, უნდობლად მომზირალი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ყოველი თერაპიული პროცესის დროს სჭირდებოდა დახმარება წასახალისებლად, როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად, რომ დაეჯერებინა შეუძლია შექმნას, დახატოს, სათქმელი ფერებით გამოხატოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თავისუფლება იგრძნოს ამ ყველაფერთან ერთად. თერაპია იყო ხანგრძლივი, სიჩუმიდან ამოთქმამდე. და დაიწყო პროცესი რომელმაც არამარტო ფიზიკურად იმოქმედა არამედ ემოციურადაც. ეს ნამუშევარი ხელოვნებითი თერაპიული პროცესის დროს თიხაზე მუშაობისას შეიქმნა. სადაც თვალნათლივ ჩანს ცვლილებების და გარდატეხის ასაკი. ამ დროს რომანტიკული ურთიერთობებიც წინა პლანზე გამოდის. მეგობრები, წრეები, მიკუთვნებულობა რომელიმე ჯგუფთან, სამეგობროსთან მნიშვნელოვანია მათთვის... ქაფში ხატვისას, როდესაც მოძრაობაა ფერებით, ახალი განცდა და აღმოჩენაა. შედეგად არაკონკრეტულიდან თავისთავად ქმნის კონკრეტულს და ერქმევა შეგრძნებიდან სახელი. მინდორი - დღისით და საღამოს. თერაპიის მიწურულს ქაფში საღებავების საშუალებით შექმნა ბუნების ოთხ სეზონში მეტამორფოზული გარდაქმნა. ამ პროცესის მსვლელობაში, აღმოაჩენთ, თუ როგორ მთლიანდება სულიერი ფიზიკურში, გარდაიქმნება, შეკუმშვა ამოსუნთქვით, ადამიანი და საზღვრებში მოქცეული თავისუფლდება... ხელოვნებითი თერაპიული პროცესის დროს შექმნილი გაზაფხული ....ამოძრავებული, აყვავებული, ახალგაზრდა ხე ....ლაღი და თავისუფალი. თერაპიული გზის დასაწყისიდან .... აყვავებულ გაზაფხულამდე.
LIVE ჩართვა - სპორტული რეაბილიტაცია! განხილვას გაუძღვება ვალერი ახალკაცი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორი. აუდიტორიასთან განხილული იქნება შემდეგი თემები: -სპორტსმენებისა და ფიზიკური აქტივობით დაკავებული ადამიანების გულსისხლძარღვთა სისტემის სკრინინგის მნიშვნელობა -ვისთვის და როდის არის საჭირო სპორტული რეაბილიტაცია -ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკა და პრევენცია დაინტერესებულ პირებს გეძლევათ საშუალება სპიკერისთვის განკუთვნილი თქვენი შეკითხვები მოგვწეროთ გვერდის პირად შეტყობინებებში. დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 15 ივლისს, 15:00 საათზე.
კენ ვოლკერის კლინიკის 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით! -15% ფასდაკლება ყველა მომსახურებაზე! კლინიკაში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები: -ბავშთა რეაბილიტაცია -ზრდასრულთა რეაბილიტაცია -დამხმარე საშუალებების ლაბორატორია -გარემოს მორგება და ადაპტაცია კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. ფასდაკლება მოქმედებს 12 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. ფასდაკლების მისაღებად გთხოვთ რეგისტრაციისას წარმოადგინოთ არსებული ფეისბუქ/ინსტაგრამ პოსტი https://www.facebook.com/kenwalkerclinic/photos/a.562956434210396/1157096278129739/ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია: თბილისი; გუდამაყრის ქ. N4. +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 ბათუმი; ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40) +995 577 777 052
სქოლიოზი - არის ხერხემლის ისეთი დეფორმაცია, როდესაც ხერხემლის სვეტი ფრონტალურ (კორონარულ) სიბრტყეში არის გადახრილი გვერდზე (ლატერალურად). სქოლიოზის გამოვლინება ძირითადად ხდება ბავშვობის ან მოზარდობის (სიყმაწვილის) პერიოდში. საგიტალურ სიბრტყეში ხერხემლის სვეტს აქვს სამი ფიზიოლოგიური სიმრუდე - კისრის ლორდოზი, გულმკერდის კიფოზი და წელის ლორდოზი. ეს ფიზიოლოგიური ნადრეკები მუშაობენ როგორც ამორტიზატორები. მიუხედავად ზემოთ მოყვანილი განმარტებისა, რომ სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის გადახრა გვერდზე, რეალურად, რთული სქოლიოზების დროს ხშირად ადგილი აქვს ხეხემლის გადახრას სამივე - ფრონტალურ, საგიტალურ და აქსიალურ სიბრტყეებში, რაც თავისთავად კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. სქოლიოზის სიხშირე პოპულაციაში მერყეობს 2-3 % -ს შორის. თუ ამ საერთაშორისო სტატისტიკას დავეყრდნობით, საქართველოში დაახლოებით 70 000 დან 100 000 მდე ადამიანს აქვს სქოლიოზის პრობლემა. სქოლიოზი თანაბრად შეიძლება განვითარდეს ორივე სქესის ბავშვებში, თუმცა, გოგონებში სქოლიოზის პროგრესირება და მძიმე ფორმების განვითარება ხდება 8 - 9 ჯერ უფრო ხშირად ბიჭებთან შედარებით (National Scoliosis Foundation 2007). ეტიოლოგიის, ანუ გამომწვევი მიზეზის მიხედვით, სქოლიოზი კლასიფიცირდება როგორც - იდიოპათიური, კონგენიტალური და ნეირომუსკულარული წარმოშობის სქოლიოზები. იდიოპათიური - ეწოდება სქოლიოზს, როდესაც სხვა მიზეზები სქოლიოზის განვითარების - კონგენიტალური და ნეირომუსკულარული არის გამორიცხული. იდიოპათიური ტიპი შეადგენს სქოლიოზების საერთო რაოდენბის 80%-ს. მოზარდთა (ყმაწვილთა) იდიოპათიური სქოლიოზი არის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ტიპი სქოლიოზებისა და მისი გამოვლინება ხდება პრეპუბერტატულ - ანუ სქესობრივი მომწიფების წინა პერიოდში. კონგენიტალური - სქოლიოზი განპირობებულია მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული ხერხემლის სვეტის სხვადასხვა მალფორმაციებით - ანუ განვითარების დეფექტებით. ნეირომუსკულარული სქოლიოზი - ძირითადად არის მეორადად განვითარებული სქოლიოზი რომლის განვითარების მიზეზი არის კუნთოვანი ან ნევროლოგიური დაავადებები. სქოლიოზის ნიშნები არსებობს რამოდენიმე ნიშანი, რომელთა აღმოჩენა შეუძლიათ მშობლებს. ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს ნიშნების: მხრების დგომა არის ასიმეტრიული, ბეჭის ძვალი არის ერთ მხარეს უფრო გამოწეული მეორე მხარესთან შედარებით; თავის დგომა არ არის სწორი და თავი არ დგას მენჯის შუა ხაზის საპროექციო ხაზზე; მხრის ძვალი ერთ მხარეს არის უფრო აწეული; ნეკნების რკალები დგას სხვადასხვა სიმაღლეზე; წელის ხაზის სიმეტრია დარღვეულია; ზურგზე შეცვლილია კანის ფერი ან აღენიშნება მომატებული თმიანობა; სხეულის შუა ხაზი გადახრილია ერთ მხარეს. იმის გამო, რომ სქოლიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის და ტორსის დეფორმაცია, ძალიან ხშირად ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ ჩივილები გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ. სქოლიოზის დიაგნოზი სქოლიოზის დიაგნოზი ეყრდნობა ფიზიკალურ გასინჯვასა და პარაკლინიკურ გამოკველევებს - რენტგენოლოგიურ კვლევას, ხერხემლის კტ-ს და მრტ-ს. მიელოგრაფიას. გადახრის კუთხე იზომება ე.წ კობის მეთოდით. ფიზიკალური გასინჯვის დროს ძალიან ინფორმატიურლი და თვალსაჩინოა ადამსის ტესტი. ამ დროს პაციენტს ვთხოვთ დადგეს ფეხზე, ზურგით ექიმისაკენ, ფეხები შეატყუპოს და გადაიხაროს წინ 90 გრადუსიან კუთხემდე (შეეხოს ხელებით იატაკს). სქოლიოზის არსებობის შემთხვევაში ზურგის ასიმეტრია (ხერხემლის სვეტის გადახრა გვერდზე) ამ ტესტის შესრულებისას ძალიან თვალნათლივ ვლინდება. ეს არის ტესტი რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას სკრინინგისათვის, მაგრამ დეფორმაციის ხარისხის ზუსტი განსაზღვრისათვის აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება. რენტგენოლოგიური კვლევით მიღებული შედეგების მიხედვით სქოლიოზი შემდეგნაირად კლასიფიცირდება: I ხარისხის სქოლიოზი - ხერხემლის სვეტის გადახრა არის 10 გრადუსემდე. ამ დროს შესაძლოა გამოვლინდეს ბეჭების და მხრების დგომის მსუბუქი ასიმეტრია. II ხარისხის სქოლიოზი - ხერხემლის სვეტის გადახრა შეადგენს 25-30 გრადუსს. ამ დროს ასიმეტრიასთან ერთად რომელიც მეტად აშკარაა და ბეჭების და მხრების დგომასთანს ერთად ვლინდება მენჯის და ბარძაყების არასწორ დგომაში. ასევე შესაძლოა გაჩნდეს ე.წ კუნთოვანი გამობერილობა ერთ რომელიმე მხარეს. III ხარისხის სქოლიოზი - ხერხემლის სვეტის გადახრა შეადგენს 30-45 გრადუსს. ამ დროს ერთი მხარი ბევრად მაღლა დგას მეორესთან შედარებით, ერთი ფეხი უფრო მოკლეა (ცრუ სიმოკლე) მეორესთან შედარებით. III ხარისხის სქოლიოზს, გულმკერდის და მუცლის ღრუს დეფორმაციების გამო, შესაძლოა ახლდეს ჩივილები შინაგანი ორგანოების მხრიდან. IV ხარისხის სქოლიოზი - ყველაზე რთული ფორმა სქოლიოზისა, ხერხემლის სვეტის გადახრა შეადგენს 45 გრადუსზე მეტს, ჩნდება კუზი და მკვეთრად უარესდება ზოგადი მგდომარეობა. ბავშვებში სქოლიოზის კლასიფიკაცია ხდება აგრეთვე მისი განვითარების ასაკის მიხედვით - 0-3 წელი - ინფანტილური ანუ მცირე ასაკის ბავშვთა სქოლიოზი; 3-10 წელი - იუვენილური ანუ ბავშვთა ასაკის სქოლიოზი 10-18 წელი - მოზარდობის (ყმაწვილობის) პერიოდის სქოლიოზი, რომლის გამოვლინება ძირითადად ხდება სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე. მკურნალობა: სქოლიოზის მკურნალობის ტაქტიკის და გეგმის შემუშავებამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: ხერხემლის სვეტის სიმწიფე და მისი ზრდის საკითხები. როგორია ზრდის ტემპი და ა.შ რომელი ხარისხის სქოლიოზთან გვაქვს საქმე და რამდენად ზემოქმედებს ის პაციენტის ცხოვრების ხარისხზე და წესზე? სქოლიოზის ლოკალიზაცია - მთელი რიგი ექსპერტები თვლიან რომ გულ-მკერდის სეგმენტის სქოლიოზი მეტად მიდრეკილია პროგრესირებისაკენ ვიდრე ხერხემლის სხვა სეგმენტებში განვითარებული სქოლიოზები. სქოლიოზის პროგრესირების დინამიკა - რამდენად სწრაფად პროგრესირებს? ამბულატორიული მკურნალობა - გულისხმობს ფიზიკურ თერაპიას (ვარჯიში, ცურვა, ცხენოსნობა და ა.შ), პოზის და ტანდეგობის გასწორება ჯდომისა და წოლის დროს. აუცილებელია დაკვირვება დინამიკაში და კონსულტაცია სპეციალისტთან ყოველ 4-6 თვეში ერთხელ. კორსეტი - ეფექტური იმ პაციენტებთან რომლებმაც ჯერ არ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკს (სიმაღლეში ზრდის პროცესი გრძელდება) და ხერხემლის გადახრის კუთხე არის 25 დან 40 გრადუსამდე. კორსეტი (ძირითადად გამოიყენება ე.წ. ბოსტონის კორსეტი) აჩერებს სქოლიოზის პროგრესირებას და სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ კარგად მორგებული და კორსეტის ეფექტურობა არის 80% მდე იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი უნდა მას ატარებს დღეში 16-23 საათის განმავლობაში. ქირურგიული მკურნალობა - თუ ხერხემლის დეფორმაცია არის 40 % და მეტი და არის მისი პროგრესირების ნიშნები, რეკომენდირებულია ქირურგიული ოპერაციული ჩარევა, რომელიც ისახავს ორ მიზანს: ხერხემლის დეფორმაციის ხარისხის შემცირება; სქოლიოზის პროგრესირების შეჩერება.
USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა სპეციალისტმა, ფიზიკურმა თერაპევტმა გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანმა ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარა პრაქტიკული სახის ტრენინგი - „ვარჯიშები სქოლიოზის დროს". სწავლების მიზანი იყო მოქმედი ფიზიკური თერაპევტებისთვის ამ მიმართულებით უნარების განვითარება. სქოლიოზის დროს შესაბამისი ვარჯიშების შერჩევისა და განხორციელების უახლესი მეთოდების შესახებ პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკურმა თერაპევტებმა „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკიდან”, ზუგდიდში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრიდან, „თანაზიარიდან“ და დარგის მომავალმა სპეციალისტებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა. ემორის უნივერსიტეტის სპეციალისტი, ფიზიკური თერაპევტი გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანი საქართველოში 1 თვით იმყოფებოდა. ამერიკელი სპეციალისტი პროექტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას პირველად 2017 წელს ეწვია. იგი 1 წლის განმავლობაში უძღვებოდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ პროფესიულ სწავლებას. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ზრდასრულთა მიმართულებით მომუშავე ფიზიკური თერაპევტების კლინიკურ სწავლებაში. „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში" 2017 წლიდან მიმდინარეობს აშშ განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის მთავარი განმახორციელებელი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაა საქართველოში მოქმედ მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: -კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის" (PFID), -„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" (CIL), -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU). USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის აქტივობების მიზანია საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობა სარეაბილიტაციო სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე. პროექტი ხელს უწყობს გრძელვადიან მიზანს, - შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.
ონლაინ ლექცია! "სქოლიოზი ბავშვთა ასაკში" ლექციას გაუძღვება ირაკლი ნატროშვილი - კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი, პროფესორი, თსსუ-ს სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: - სქოლიოზის განვითარების მიზეზები - სიმპტომები - დიაგნოზი - მკურნალობა ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 21ივნისს, 17:00 საათზე.
კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი ირაკლი ნატროშვილი და ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი სოფო შაგიძე კონსულტაციების ჩასატარებლად ქ. ბათუმს ეწვევიან! კონსულტაციები ჩატარდება 18 და 19 ივნისს. წინასწარი ჩაწერა აუცილებელია: +995 577 777 052 ბათუმი, ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40) ირაკლი ნატროშვილი - პროფესიით ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. კენ ვოლკერის კლინიკისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქვს 25 წლიანი კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეირორეაბილიტაციაში. სოფიკო შაგიძე - ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი. კონსულტაციები ჩატარდება შემდეგი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის და ზრდასრულებისათვის: -ბავშვის განვითარების შეფერხება -ცერებრული დამბლა და სხვა ქრონიკული მდგომარეობები -თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა -ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა -პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები -ნერვკუნთოვანი დაავადებები -განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები -ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა -სქოლიოზები -ტერფმრუდობა და ბრტყელტერფიანობა -ინსულტი -გაფანტული სკლეროზი -პარკინსონი -თავის ტვინის ტრავმა -ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმა
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ა.წ. მაისის თვეში, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპევტების გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანისა და ლილი ვებსტერის ვიზიტი. სტუმრებმა კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტებისათვის ჩაატარეს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი: “მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირებამდე და ენდოპროტეზირების შემდგომი რეაბილიტაცია”, „სქოლიოზი, სქოლიოზის რეაბილიტაცია“ და „ ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების კლინიკურ-ფუქნციური შეფასება და ნეირორებილიტაციის ძირითადი ასპექტები“. ტრენინგი მოცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ პრე და პოსტტესტირება, მიღებული ცოდნის შეფასების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სპეციალისტები ასევე აკვირდებოდნენ კლინიკის მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდის პაციენტებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესს, მონაწილეობდნენ გუნდურ განხილვებსა და სარეაბილიტაციო გეგმების დასახვის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპევტები, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში" 3 წლის განამვლობაში პერიოდულად ახორციელებდნენ კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტების გადამზადებას, სამუშაო პროცესზე დაკვირვებას. მაისის ვიზიტის საბოლოო ანგარიშის წარდგენისას კლინიკის თერაპევტებმა მიიღეს მაღალის შეფასება.
ონლაინ ლექცია! ჯგუფური ფიზიკური თერაპიის მიზანი და მნიშვნელობა - არსებული პროგრამა, როგორც ინოვაცია საქართველოში. ლექციას გაუძღვებიან: ნინო რუხაძე - კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელი. ელისო მურვანიძე - კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა მიმართულების ფიზიკური თერაპევტი. დაინტერესებულ პირებს გეძლევათ საშუალება სპიკერისთვის განკუთვნილი თქვენი შეკითხვები პოსტის ქვეშ, კომენტარების სახით დაგვიტოვოთ, ან მოგვწეროთ გვერდის პირად შეტყობინებებში. ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 2 ივნისს, 16:00 საათზე.
1 ივნისიდან კენ ვოლკერის კლინიკა იწყებს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელებას. არსებულ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით კენ ვოლკერის კლინიკის ნომერზე: +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 პროგრამაში ჩასართავად დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს: +995 568 12 02 26 ნაბო ქაჯაია
ყველას ვისაც აწუხებს ქრონიკული ტკივილი (კისერი, გულ-მკერდი, წელი), 24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, კენ ვოლკერის კლინიკა გთავაზობთ: ტკივილის მართვის თანამედროვე მულტიდისციპლინური შეფასებისა და მკურნალობის პროგრამას. დიაგნოსტიკასა და მკურნალობას გაუძღვება აშშ-ს ქ. სან-ფრანცისკოს Kaiser Permanente-ს ჰოსპიტალის ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელი ბ-ნი გიორგი მიქელაძე. პროგრამა განხორციელდება შემდეგ დღეებსა და საათებში: ● 24 მაისი 10:00-დან 14:00 საათამდე ● 27 მაისი 10:00-დან 13:00 საათამდე ● 1 ივნისი 10:00-დან 12:00 საათამდე ● 3 ივნისი 10:00-დან 13:00 საათამდე ● 4 ივნისი 10:00-დან 13:00 საათამდე ჩაეწერეთ წინასწარ +995 32 2 11 20 20 თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა აცხადებს ჯგუფური ფიზიკური თერაპიის პროგრამას ბავშვებისათვის. პროგრამის დაწყების თარიღი - 18 მაისი შეხვედრების დღეები - სამშაბათი - პარასკევი პროგრამის დაწყების დრო - 17.00 საათი თერაპიის ხანგრძლივობა - 60 წთ. კურსის საფასურია 130 ლარი (4 შეხვედრა). დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.
მეტყველების გზით ბავშვი ამყარებს ურთიერთობას სხვებთან, გამოხატავს საკუთარ აზრებისა და სურვილებს. კომუნიკაციისას ბავშვი იგებს სხვების აზრს, მითითებასა თუ დამოკიდებულებას. ყოველივე ეს კი ეხმარება მას როგორც სამყაროს შეცნობაში, უკეთ გაგებაში, ისე სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. რაც მთავარია მეტყველება ეხმარება ბავშვს საკუთარი და სხვისი ქცევის რეგულირებაში. როგორც ვიცით მეტყველებისას აქტიურად არის ჩართული მოტორული მხარე, კერძოდ პირისა და ენის მოძრაობა. ზოგიერთ ბავშვსა თუ მოზარდს, რომელსაც აქვს ცერებრული დამბლის დიაგნოზი, ნატიფი მოტორული აქტივობების განხორციელება ხშირად გართულებული აქვთ. რის გამოც მათ აღენიშნებათ სირთულეები ღეჭვა-ყლაპვისას, ასევე მეტყველებისას. მათ უჭირთ სწორედ საკუთარი აზრებისა და სურვილების გამოხატვა, ხშირად მათი ლაპარაკი გაუგებარია ან სიტყვების წარმოთქმისას დიდ ენერგიასა და ძალისხმევას ანდომებენ. შედეგად ბავშვს შესაძლოა ნაკლები შესაძლებლობა ქონდეს სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, ვერ ახერხებდეს საკუთარი სურვილებისა თუ საჭიროებების გამოხატვას და ამავდროულად უჭირდეს საკუთარი ქცევის მართვა. ასეთ დროს, შესაძლებელია ბავშვისა და მშობლისათვის ალტერნატიული კომუნიკაციის გზის შეთავაზება. ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემა არის დამხმარე გზა, რომელიც ანაცვლებს, ავსებს ან ეხმარება ვერბალურ კომუნიკაციას. მისი გამოყენება ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აძლევს განათლების, მეგობრების შეძენისა და სოციალური კავშირების დამყარების შესაძლებლობას. ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემები იყოფა სამ ნაწილად. 1. ტექნოლოგიების გარეშე საკომუნიკაციო სისტემა, რომელშიც მოიაზრება, მიმიკები, ჟესტები, ჟესტური ენა, თვალებით კომუნიკაცია (მაგ: თვალების დახუჭვა თანხმობის დროს და სხვა) და ა,შ, 2. დაბალტექნოლოგიური საკომუნიკაციო სისტემები: ეს არის სისტემა, სადაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნა მთელი რიგი ფორმები. იგულისხმება ისეთი მასალის გამოყენება, რასაც არ სჭირდება ელემენტი ფუნქციონირებისათვის. დაბალტექნოლოგიური სისტემის მაგალითებია: კალამი და ფურცელი, დასურათებული ბარათები, ფოტოები, საგნობრივი სიმბოლოები და სხვა. 3. მაღალტექნოლოგიური სისტემა, ანუ ის, რაც დამოკიდებულია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე. მისი მაგალითებია: ელექტრონული დაფა, რომლის ხელის დაჭერით ხმოვანდება სიმბოლო/სურათი, პლანშეტი, სათამაშო ან წიგნი, რომელიც იწყებს ლაპარაკს შეხებისას, კომპიუტერი, სადაც ჩაწერილია პროგრამა და მრავალი სხვა. საქართველოში ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ბარათების გაცვლით კომუნიკაციის მეთოდი. მას ასევე „პეკს“ (PECS-Picture Exchange Communication Systems), მისი აბრევიატურიდან გამომდინარე უწოდებენ. მოცემული მეთოდი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დაბალტექნოლოგიური, ისე მაღალტექნოლოგიური სისტემის გამოყენებით. მისი ბარათები შესაძლოა დამზადდეს, ბავშვის შესაძლებლობებისა და რესურსების გათვალისწინებით. ასევე შესაძლებელია PECS-ის პროგრამის პლანშეტსა და კომპიუტერში ჩაწერა და შემდგომ მისის გამოყენების სწავლება. ამ მეთოდის სწავლებისათვის საჭიროა ისეთი სპეციალისტის მოძიება, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი და მოცემული მეთოდის სწავლებისა და გამოყენების კვალიფიკაცია გააჩნია. გავრცელებულია მითი, რომ არსებული მეთოდებისა და სისტემების გამოყენება აფერხებს ბავშვისა თუ მოზარდის მეტყველების განვითარებას; აზარმაცებს ბავშვს, რომ ილაპარაკოს და ა.შ. თუმცა არსებობს მრავალი კვლევა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფაქტი, რომ მოცემული სისტემისა და მეთოდის გამოყენება პირიქით ხელს უწყობს სიტყვების მარაგის გაზრდასა და მეტყველების განვითარებას.
ონლაინ ლექცია! "ადრეული განვითარების მნიშვნელობა და პროგრამის ძირითადი პრინციპები". ლექციას გაუძღვება ნაბო ქაჯაია - ოკუპაციური თერაპევტი, ადრეული განვითარების სპეციალისტი. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: - რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებრივ გარემოში თერაპიის განხორციელება - მშობლის და სოციალური გარემოს ჩართულობა - პროგრამის როლი ბაღში/სკოლაში ტრანზიციის პროცესში - ვის და როგორ შეუძლია პროგრამაში ჩართვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ საშუალება სპიკერისთვის განკუთვნილი თქვენი შეკითხვები პოსტის ქვეშ, კომენტარების სახით დაგვიტოვოთ, ან მოგვწეროთ გვერდის პირად შეტყობინებებში. ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 23 აპრილს, 17:00 საათზე.
ბავშვის განვითარება ყველაზე სწრაფად სწორედ პირველი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ განვითარებას რამე ხელს უშლის, ბავშვის დახმარება სწორედ ამ ასაკშია ყველაზე ეფექტური. ბავშვის განვითარებას ხელი შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანებამ შეუშალოს. არსებობს მგომარეობები, რომლის დროსაც შესაძლებელია ნერვული სისტემა დაზიანდეს: დღენაკლობა, რთული მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა დაბადებისას და ა.შ. ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის და ადრეული რეაბილიტაციისთვის, რასაც მკურნალობის მაქსიმალურად კარგი შედეგი მოაქვს, მნიშვნელოვანია განვითარების სირთულეების ადრეული ამოცნობა. მშობლის როლი ბავშვის განვითარების შეფერხების პირველი ნიშნების ამოცნობაში გადამწყვეტია, რათა შემდეგ ბავშვის განვითარების სრულფასოვანი შეფასებისათვის მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან განვითარების პედიატრს. რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება? ქვემოთ წარმოდგენილია წლამდე ბავშვის ტიპური ე.წ. ნორმალური განვითარების ნიშნები. თუ თქვენი ბავშვი შესაბამის ასაკში ამ უნარებს არ ავლენს, უმჯობესია მდგომარეობის გადასამოწმებლად მიმართოთ სპეციალისტს, რათა არ დაიკარგოს განვითარების წახალისების ყველაზე ხელსაყრელი პეროდი. 2 თვის ბავშვი: კარგად წოვს ძუძუს ან საწოვარას, კარგად ყლაპავს, საკვები არ სცდება მტევანზე შეხებისას ხელს სტაცებს საგანს იწყებს თავის დაჭერას, გაკონტროლებას 4 თვის ასაკში: ხელი მიაქვს პირთან და იდებს პირში სათამაშოს ან სატყუარას იჭერს ხელში და მიაქვს პირთან კარგად იჭერს, აკონტროლებს თავს თვალს აყოლებს მოძრავს საგანს აბრუნებს თავს სათამაშოს მოძრაობის ან ხმის მიმართულებით ხელები მიაქვს სხეულის შუა ხაზთან და ერთმანეთს კიდებს ხელებს 6 თვის ასაკში: საკვებს იღებს კოვზით მუცელზე წოლისას ეყრდნობა ხელებს და ცოტა ხანი ჩერდება ასეთ პოზაში მოხერხებულად იღებს სათამაშოს ემზადება ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნებისთვის, იწყებს წელის მყარად „დაჭერას“, გაკონტროლებას 9 თვის ასაკში: ზის დამოუკიდებლად: ინარჩნებს წონასწორობას ისე, რომ ხელებზე დაყრდნობა აღარ სჭირდება და თამაშობს ორივე ხელის გამოყენებით იღებს პატარა ზომის საგნებს ცერა და საჩვენებელი თითებით გადააქვს საგანი ერთი ხელიდან მეორე ხელში სურვილისამებრ იღებს და დებს საგნებს 12 თვის ასაკში: ხელში უჭირავს, პირთან მიაქვს და კბეჩს მყარ საკვებს იღებს ყუთიდან სათამაშოებს ან სხვადასხვა საგნებს ესმის საუბარი, ინსტრუქციები გამოხატავს საკუთარ სურვილებს, მაგალითად: საჩვენებელი თითით მიანიშნებს სასურველ საგანზე უჭირავს ჭიქა ორივე ხელით, მიაქვს პირთან და სვამს წყალს ჭიქიდან დგება ფეხზე რაიმე საყრდენის დახმარებით, მიჰყვება საყრდენს
ლუკა 2 წლისაა. ყველაზე კარგად თავს დედის კალთაში გრძნობს. უყვარს, როდესაც უმღერიან და პარკში ასეირნებენ. ლუკას მოძრაობა უჭირს: დამოუკიდებლად ვერ დადის და ვერ ზის, სათამაშოები ხშირად უვარდება, სიტყვების წარმოთქმისას რთულია მისი ნათქვამის გაგება. შეწუხებულმა მშობლებმა ლუკას დასახმარებლად კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდს მიმართეს. აქამდე მათ არასდროს ჰქონიათ ამდენ სხვადასხვა სპეციალისტთან შეხება. ახალ გარემოში მიმდინარე პროცესის გაცნობისა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დაწყებისას მშობლებიც და ლუკაც, მართალია, დაინტერესებულები არიან, თუმცა, იმავდროულად, დაძაბულები ჩანან. თითოეული ბავშვი უნიკალურია ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და საჭიროებებით, ინტერესებითა და გამოცდილებებით, ჩვევებითა და ხასიათის თვისებებით, გარემომცველ სამყაროზე რეაგირების ტემპითა და ტემპერამენტით. როდესაც ბავშვს ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში სპეციალისტების დახმარება სჭირდება, ის ოჯახთან ერთად აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესში ერთვება. პირველი კონტაქტი და ურთიერთგაგების ჩამოყალიბება პირველ კონტაქტსა და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ბავშვს, მისი ოჯახის წევრებსა და სპეციალისტების გუნდს შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაყოფიერი სარეაბილიტაციო პროცესის წარსამართავად. უცხო გარემოს გაცნობას, ადამიანებთან ურთიერთნდობის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხოების განცდის დაუფლებას, განსაკუთრებით ბავშვისათვის, დრო და ორმხრივი მონდომება სჭირდება. ზოგ შემთხვევაში ეს უფრო სწრაფად, ზოგ შემთხვევაში კი შედარებით ნელა ხდება. ბავშვისათვის პირველი სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების გამარტივება მისი წინასწარი მომზადებით შეიძლება. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს თქვენი ნათქვამის შინაარსი არ ესმის ან ნაკლებად აინტერესებს, ამის მიუხედავად, ესაუბრეთ მას. უამბეთ ბავშვს, რომ თქვენ ერთად აპირებთ წასვლას იქ, სადაც ბევრი ბავშვი დადის, ელიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მისი გაცნობა, ერთად ითამაშებენ და საინტერესო რაღაცებს გააკეთებენ. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს, მაგალითად, თინეიჯერს, აუხსენით, რომ მასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტი იმუშავებს, რათა უფრო ადვილად შეძლოს იმის კეთება, რაც სურს და აინტერესებს. მოინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც ბავშვს, თქვენ ან ოჯახის სხვა წევრებს გაინტერესებთ რეაბილიტაციის პროცესისა და მასში მონაწილე ადამიანებისაგან. ამაზე საუბრის წამოწყება რეაბილიტაციის გუნდს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის თქვენი ოჯახის მოლოდინებზე. უშუალოდ წამოსვლისას შეგიძლიათ ბავშვს აარჩევინოთ ან თქვენ წამოიღოთ ის სათამაშო ან ნივთი, რომელიც ძალიან უყვარს და ამშვიდებს. ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთგაგებისა და ნდობის ჩამოყალიბება დამოკიდებულია თავად ახალ გარემოში მიღებულ შთაბეჭდილებებზეც. კომფორტული და მიმზიდველი გარემოს უზრუნველყოფით, ბავშვის რეაქციების მიმართ სენსიტიურობით, ბავშვისა და მისი მზრუნველის მიმართ კეთილგანწყობითა და პატივისცემით, მათთან ურთიერთობისას ინდივიდუალური ტემპისა და საჭიროებების გათვალისწინებით კლინიკა ზრუნავს პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებაზე. იმავდროულად, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკის, მისი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებების შეცნობაც, წარსული გამოცდილებებისა და იმ მომენტში არსებული გუნება-განწყობის, მშობლის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაც. მაგალითად, თუ ბავშვს შია, ეძინება, მშობელი ღელავს ან დაძაბულია, შეიძლება უცხო გარემოში მან თავი მშვიდად ვერ იგრძნოს. ხოლო დაძაბულ და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისათვის თერაპიის პროცესი ნაკლებ ეფექტურია. ამიტომ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები ცდილობენ, რამდენადაც ეს ბევრ ბავშვთან მუშაობის პირობებშია შესაძლებელი, ერთი მხრივ, მოერგონ თითოეულის განსხვავებულ რუტინას: კვების, ძილის, მედიკამენტების მიღებისა თუ ოჯახის ფუნქციონირების განრიგს; ხოლო, მეორე მხრივ, მშობელთან სიახლოვისა და დისტანციის მართვისას ბავშვის რეაქციებისა და ინდივიდუალური ტემპის პატივისცემით, საინტერესო და სახალისო ურთიერთობითა და სამუშაო პროცესით ბავშვისათვის თერაპია გახადონ სასიამოვნო. განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვის შემთხვევაში სპეციალისტები ცდილობენ, თანდათან მიუახლოვდნენ ბავშვს, დაიწყონ მუშაობა მშობლის კალთაში ან მის სიახლოვეს, თამაშ-თამაშით შეაჩვიონ ახალ მოძრაობებსა თუ აქტივობებს. როდესაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, ის მეტად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, გაბედულად იმოქმედებს და უკეთ აითვისებს ახალ უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ბავშვის კარგი განწყობის მისაღწევად საკმარისი დროისა და შემოქმედებითობის გამოყენება ეფექტური რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თერაპევტი ლუკას და მის მშობლებს ღიმილით შეეგება და გაეცნო. დაათვალიერებინა გარემო. დაინტერესდა ლუკას ყოველდღიური ცხოვრების რუტინით, მისი საყვარელი ნივთებითა და საქმიანობებით. ამ დროს ლუკა დედის კალთაში იჯდა და თაროზე სათამაშოებს აკვირდებოდა. თერაპევტმა თვალი ლუკას მზერას გააყოლა, საინტერესო სათამაშო ჩამოიღო და ლუკას გაუწოდა. ცოტა ხანს ადროვა და, როდესაც შეატყო, რომ ლუკა დედას უფრო მიეკრა, სათამაშო მასთან ახლოს დადო, უდნავ უკან დაიხია და გაუღიმა. საკმაოდ ნელი ტემპითა და ფრთხილად, თუმცა თანმიმდევრული ნაბიჯებით, თერაპევტი ცდილობდა ლუკას ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას მის რეაქციებზე დაკვირვებითა და მშობლების სიახლოვის გამოყენებით. თამაშ-თამაშით ლუკა დედის კალთიდან მის გვერდით, თუმცა ზურგით დედაზე მიყრდნობილი, სავარძელზე ჩამომჯდარი აღმოჩნდა. მის გვერდით თერაპევტი იჯდა. სათამაშოს, რომელსაც ლუკა პერიოდულად ხელს უშვებდა, ხან თერაპევტი და ხან მამა აწოდებდნენ. დედამ თერაპევტისგან ისწავლა, როგორ წაეხალისებინა ლუკა, რათა ჯდომისას წონასწორობის შესანარჩუნებლად მეორე ხელის იდაყვს დაყრდნობოდა. პირველი დღის შედეგით თერაპევტიც და ოჯახიც კმაყოფილები დარჩნენ: ლუკამ გაიცნო კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდის წევრები, მიიღო გამოცდილება, რომ მას არავინ მოულოდნელად არ დააშორებს მშობლებს, სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს ახალ ადამიანებთან. საბოლოოდ, ურთიერთგაგების ჩამოყალიბება ბავშვს, მის მზრუნველებსა და რეაბილიტაციის დარგის პროფესიონალებს შორის პროცესია, რომელიც პირველი შეხვედრისას იწყება და თანდათან ვითარდება. ამ პროცესში თავისი წვლილი ყველა მონაწილე მხარეს შეაქვს. ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვისა და თქვენს განცდებზე რეაბილიტაციის გუნდთან გულწრფელი საუბარი ყველასათვის ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რობოტო თერაპია, მათ შორის ე.წ ხელის ფუნქციის გაუმჯობესებაზე მიმართული რობოტები. რობოტო თერაპია წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდს ინსულტის შემდგომი მდგომარეობების რეაბილიტაციაში და კენ ვოლკერის კლინიკა ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ქვეყნის სარეაბილიტაციო სივრცეში. კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდი პაციენტთან ერთად ტანდემში მუშაობს ინსულტის განვითარების შემდგომი მდგომარების რეაბილიტაციაზე და შეზღუდვების მაქსიმალურ აღმოფხვრაზე. წარმოგიდგენთ ჩვენი პაციენტის შთაბეჭდილებებს და შეგრძნებებს, მისი თავალით დანახულ ერთი სარეაბილიტაციო თარაპიის კურსისა და რობოტო თერაპიის შესახებ. პაციენტი 45 წლის, მამაკაცი დიაგნოზი - იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი. ზედა კიდურში დაზიანება უპირატესად გამოხატულია მარჯვენა ხელის მტევანში. ინსულტის განვითარებიდან გასულია 4 თვე. პაციენტის პირველი ვიზიტი: მდგომარეობის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ექიმი ნევროლოგი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები. პაციენტი: „რამდენადმე გამაოცა კონსულტაციაზე სამი ადამიანის დანახვამ, მისმენდნენ ყურადღებით, მისვამდნენ სხვდასხვა კითხვებს, შემდეგ დაიწყეს ჩემი გასინჯვა და მდგომარეობის დეტალურად შეფასება. გაეცნენ ჩემს ისტორიას და კვლევების შედეგებს. მკითხეს - ჩემი აზრით, რა არის შეზღუდვის განმაპირობებელი ძირითადი პრობლემა?, რისი მიღწევა მინდა?, რომელი ფუნქციის გაუმჯობესება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული?. ესაუბრნენ მეუღლესაც. კონსულტაცია 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.“ ვიზიტი მეორე: „-წარმომიდგინეს სარეაბილიტაციო მკურნალობის სამუშაო გეგმა. გეგმა იყო დეტალურად გაწერილი დროში - მკურნალობის საბოლოო (გრძელვადიანი) მიზნისა და შუალედური (მოკლევადიანი) მიზნების მითითებით. ამიხსნეს ყველა პუნქტი. რაღაცეები შევცვალეთ კიდეც. გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრებები და სურვილები“. დღეს ვხვდები ორ სპეციალისტს, ვიმუშავე 2 საათი, ცოტა დავიღალე, თუმცა მგონი განწყობა გამომიკეთდა, ვნახოთ რა იქნება შემდეგ ვიზიტზე“ ვიზიტი მესამე: „-გრძელდება მუშაობა თერაპევტებთან, დღეს პროცესში ჩაერთო რობოტი, საინტერესო მოწყობილობაა, ხელის ფუნქცია უნდა გამიუმჯობესოს, ვნახოთ“ „- ისევ ამიღეს ზომები, შეამოწმეს ძალა ხელში, თითებში, დამიმაგრეს ხელი, მეუბნებიან , რომ მოძრაობის პარალელურად უნდა გამიტარონ ელექტრული იმპულსი, ცოტა დავიძაბე, თუმცა აღმოჩნდა, რომ სულაც არაა საშიში პროცედურა. საინტერესოა რა გამოვა?!“ რობოტის შეფასება: „-ცოტა უცნაურად გამოიყურება, ბევრი სამაგრი აქვს, თუმცა უხმაუროდ, მუშაობს თავისთვის, საკმაოდ კომფორტულად მიდევს ხელი, მოძრაობისას არ ვგრძნობ არავითარ დისკომფორტს, დაჭიმულობას ან ტკივილის, იმპულსის გატარებაც არ ყოფილა საშიში“. ვიზიტი მეშვიდე: „- გრძელდება თერაპია, მომცეს დავალებები სახლში სამუშაოდ. მართალი გითხრათ რობოტო თერაპია ყველაზე მეტად მომწონს. შედეგი ნამდვილად ჩანს, აშკარად შესამჩნევია, დავიწყე მცირე დამოუკიდებლად თითების მოძრაობა. შევძელი მტევნის მოხრა და გაშლა მაჯის სახსარში“. ვიზიტი მეთხუტმეტე: ”თითებს და მტევანს უკეთ ვიმორჩილებ. პირველად 4 თვის მანძილზე შევძელი დამოუკიდებლად ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, დღეს ვცადე გაპარსვა, რთულია და ცოტა ადრეა, ხელი სწრაფად მეღლება, მაგრამ ჭამას უკვე ვახერხებ დამოუკიდებლად. თერაპევტები მეუბნებიან, რომ გაუმჯობესება მათი და რობოტის ერთობლივი მუშაობის შედეგია. მგონი ასე მართლაც. ვაგრძელებ ბრძოლას, ეხლა კიდევ უფრო მეტად მინდა ვნახო რა შემიძლია მივაღწიო“. ვიზიტი მეოცე: „- სრულიად დამოუკიდებლად გავიპარსე, ნახევარი სახე, მაგრამ დამოუკიდებლად, სკოლის მოსწავლესავით მიხარია თერაპევტის შეფასება. ნამდვილად ვხედავ რისი გაკეთება და მიღწევა შემიძლია, ვიცი როგორ და ამაში მეხმარებიან, უკვე თითქმის 3 საათი ვმუშაობ დღეში, სწრაფად აღარ ვიღლები“. „ხვალიდან ახალ რობოტზე გადავალ, სტიმულაციის სახეც იცვლებაო მითხრეს, ახალი მოძრაობები უნდა განვავითარო, ველოდები.„
როგორია შესაბამისი ეტლი? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად შესაბამისი სავარძელეტლი უნდა პასუხობდეს კონკრეტული პირის (ეტლის მომხმარებლის და ან მისი მომვლელის) საჭიროებებს, იმ გარემოს სადაც ის ცხოვრობს და უზრუნველყოფდეს ეტლის მომხმარებლის უსაფრთხოებას. არასწორად შერჩეული ეტლი ხდება სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი სირთულეების გაჩენის მიზეზი, კერძოდ: იზღუდება ან სრულად შეუძლებელი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობებში დამოუკიდებლად ჩართვა, როგორიცაა: პირადი ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, საკვების მომზადება და მიღება, თამაში, მაღაზიაში წასვლა და ა.შ. რთულდება ეტლის მოხმარება და ეტლით გადაადგილება არ არის უსაფრთხო; არასწორად მორგებული ეტლი ხელს უშლის ადამიანს ჯდომის სწორი პოზის შენარჩუნებაში, რაც თავის მხრივ იწვევს დისკომფორტს, ტკივილს, სწრაფად დაღლას და ზრდის ნაწოლების გაჩენის რისკს. ასევე შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის დეფორმაციები - სქოლიოზი ან კიფოზი, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, სუნთქვის გართულება და ა.შ. ეტლის მართვა მოითხოვს მომხმარებლისაგან მეტი ენერგიის დანახარჯს; ეტლის ყოველდღიური მოხმარება (მაგალითად: დაკეცვა/გაშლა და ტრანსპორტირდება) რთულდება და/ან არააპრაქტიკული ხდება. შესაბამისად კარგად შერჩეული და მორგებული ეტლი ხელს უწყობს მომხმარებლის ფუნქიური დამოუკიდელობის გაზრდას - შესაბამისად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციას.. როდის უნდა მივმართოთ ეტლის სპეციალისტს? უმეტესად ეტლის მომსახურების სპეციალისტს მიმართავენ როდესაც ეტლის მომხმარებელი მიიღებს ან იყიდის ეტლს, თუმცა მოცემული მომსახურების სპეციალისტის ჩართვა, მეტად ხელსაყრელია არა იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი მიიღებს ეტლს, არამედ იმ დროიდან როდესაც პირს გაეწევა ეტლის გამოყენების რეკომენდაცია. ეს შესაძლებლობას მისცემს სპეციალისტსა და ეტლის მომხმარებელს შესაბამისი ეტლის შერჩევის და შემდგომ მისი, ადამიანის საჭიროებებზე უფრო ეფექტურად მორგებას. რა ნიშნავს ეტლის მორგების მომსახურება? ეტლის მომსახურება გულისხმობს, ეტლის მომხმარებლის (დახმარებას არსებული ხელმისაწვდომი ეტლებიდან მისთვის შესაბამისი ეტლის მოძებნაში. ის შედგება 8 საფეხურისაგან, ესენია: მომართვა და შეხვედრა, მომართვის შემდეგ სპეცილისტი ხვდება ეტლის მომხმარებელსა და მის წარმომადგენელს. ატარებს პირველად ინტერვიუს და ადგენს მომართვის მიმზეზსა და საჭიროებებს; აგროვებს ინფორმაციას, იმ გარემოს შესახებ, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. შეფასება - ინტერვიუს ჩატარების შემდგომ სპეციალისტი აფასებს ეტლის მომხარებელის ფიზიკურ შესაძლებლობებს (სხეულის პოზა, სახსრების მოძრაობის სიფართეს, წონასწორობა და ა.შ.); ასევე აფასებს არსებული ეტლისა და ბალიშის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მდგომარეობასა და თვისებებს. შერჩევა - შეფასების შემდეგ ეტლის მომხმარებელი და მომსახურების სპეციალისტი ერთად შეარჩევენ ეტლს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით (სურვილისამებრ ქვეყნის გარეთ) ხელმისაწვდომია და მაქსიმალურად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს (პირის შესაძლებლობების, გარემოსა და ფუნქციური დატვირთვის). დაფინანსება და შეკვეთა - იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ეტლის ტიპი ხელმისაწვდომია ქვეყნის მაშტაბით, სპეციალისტი აკვალიანებს თუ როგორ არის შესაძლებელი მოცემული ეტლის ვაუჩერის ან დაფინანსების მიღება. თუ შერჩეული ეტლი ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებში და ეტლის მომხმარებელს სურს საკუთარი ფინანსებით შერჩეული ეტლის მიღება, სპეციალისტი, საჭიროებიდან გამომდინარე, ეხმარება მოცემულ პროცესის (მიმოწერის, მოლაპარაკების) განხორციელებაში. პროდუქტის მომზადება - ეტლის მიღების/შეძენის შემდგომ, სპეციალისტი შეაფასებს, არის თუ არა რაიმე ტიპის ქარხნული წუნი; მოამზადებს ეტლს აღებული სხეულის ზომების შესებამისად (მაგალითად ხსეულის ზომის შესაბამისად დაარეგულირებს სატერფულებს, ეტლის ხახელურებს და ა.შ.) და მოარგებს შერჩეულ ბალიშს. მორგება - გამზადებული და ზომაზე დაყენებული ეტლს სპეციალისტი არგებ უკვე უშუალოდ პირს. ეტლში ჩაჯდომის და მოსინჯვის შემდგომ სპეციალისტი განიხილავს ეტლის მომხმარებელთან ერთად თუ რამდენად კომფორტული და პრაქტიკულია ეტლი მისთვის; აფასებს თუ რამდენად ზომის შესაბამისია და რამდენად ფუნქციურად იყენებს ეტლის მომხმარებელი ახლად მორგებულ ეტლს. საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები, მანამ სანამ პირი არ იქნება კმაყოფილი. ეტლის მომხმარებლის ტრენინგი - მორგების ეტაპის დასრულების შემდეგ სპეციალისტი ასწავლის ეტლის მომხმარებელს, თუ როგორ მართოს სწორად ეტლი, გადალახოს მინიმალური ბარიერები უსაფრთხოდ და როგორ გადაჯდეს ეტლის ზედაპირიდან სხვა (მაგ: ლოგინზე, სავარძელზე ან მანქანაში) ზედაპირზე. ასევე ეტლის მომხმარებელსა და ოჯახის წევრებს ასწავლის კიბეზე ეტლის მომხმარებლის უსაფრთხოდ აყვანისა და ჩამოყვანის ტექნიკებს. მოვლა შეკეთება და გადაფასება - და ბოლოს ასწავლის ეტლის/ბალიშის მოვლისა და შეკეთების ტექნიკებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ეტლისა და ბალიშის ნაადრევად დაზიანებასა მწყობრიდან გამოსვლას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეტლის მომსახურება ამ ეტაპზე არ მთავრდება. ეტლის მომხმარებლის სახლში გაშვების შემდგომ, სპეციალისტი გარკვეული პერიოდულობით ეხმიანება ეტლის მომხმარებელსა და ან მის ოჯახის წევრს და ადგენს თუ როგორ მოიხმარენ მათ მიერ შერჩეულს და მორგებულ ეტლს. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი კიდევ ერთხელ ხვდება მათ და შეაქვს ცვლილებები, წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე. სად შეიძლება მოცემული მომსახურების მიღება? არსებული მომსახურება შესაძლებელია იმ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომელსაც ყავს ეტლის მომსახურების სერტიფიცირებული სპეციალისტი. კენ ვოლკერის კლინიკაში შესაძლებელია ინდივიდუალური საჭიროებების გათავალისწინებით, არსებული მომსახურების მიღება.
ონლაინ ლექცია! “ფიზიკური რეაბილიტაცია კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ “ ლექციას გაუძღვება სოფიკო შაგიძე, კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა მიმართულების ხელმძღვანელი, ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: - კოვიდ ინფექციის გადატანის შემდგომი გართულებები - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ ფიზიკურ რეაბილიტაციის საჭიროების შესახებ - პრაქტიკული რჩევები ფიზიკური რეაბილიტაციისათვის ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 16 მარტს, 17:00 საათზე.
პირველად საქართველოში, ლოკო-სთეიშენ სისტემა კენ ვოლკერის კლინიკაში! ამერიკული წარმოების ლოკო-სთეიშენ სისტემა სპეციალურად შეიქმნა სიარულის დარღვევის მქონე პირთათვის და თანაბარი ეფექტურობით გამოიყენება როგორც ბავშვთა, ასევე ზრდსარულთა რეაბილიტაციისათვის. ლოკო-სთეიშენ სისტემა გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაზიანებების რეაბილიტაციაში, მაგალითად, ინსულტი, თავის ტვინის ტრავმა, ზურგის ტვინის არასრული დაზიანება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სისტემა ეფექტურია კუნთთა მაღალი ტონუსის - სპასტიურობის მართვისათვის, მაშინაც კი, როდესაც ამ პრობლემის მართვა გართულებულია სპეციფიური მედიკამენტური მკუნალობით. სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: სხეულის წონის და ქვემო კიდურებზე ყრდნობის სრული კონტროლი დატვირთის შერჩევის შესაძლებლობა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით სტატიური და დინამიური მართვის ფუნქცია წონასწორობის ცენტრის ცვალებადობის მართვა თერაპიული პროცესის სრულყოფილი უსაფრთხოება სიმარტივე და ეფექტურობა კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით.
ონლაინ ლექცია! "რეაბილიტაცია და მენტალური ჯანმრთელობა". ლექციას გაუძღვება ნინა მენაღარიშვილი - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ქრონიკული პროცესის გამწვავების პრევენცია: • პრევენციის როლი ეკონომიურ ჯანდაცვაში და კერძოდ ფსიქიატრიაში • რას ემსახურება მენტალური ჯანმრთელობის რეაბილიტაცია და განყოფილების შექმნის მიზნები • ვისთვის არის ის განკუთვნილი და რა პირობებით • მისი საბოლოო მიზნები ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 24 თებერვალს, 18:30 საათზე.
„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტებისთვის ჩატარდა ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის" მიერ ორგანიზებული შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებმა მიიღეს უფრო მეტი თეორიული ცოდნა მხედველობის სტიმულაციის, გამცილებლის ტექნიკისა და განვითარების თავისებურებების შესახებ. მონაწილე სპეციალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სიმულაციური სათვალის საკუთარ თავზე მორგებით გამოეცადათ, როგორ აღიქვამენ უსინათლო ან მცირე მხედველი ადამიანები გარესამყაროს. "კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. კლინიკას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ერთობლივი პროექტი - "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში". პროექტის ფარგლებში უწყვეტად მიმდინარეობს კლინიკის პერსონალის მომზადება/გადამზადება. "კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" მოსახლეობას სთავაზობს როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა სარეაბილიტაციო მომსახურებას. თბილისი: გუდამაყარის ქ. N4. ☎ +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 ბათუმი: ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40) ☎ +995 577 777 052
კენ ვოლკერის კლინიკაში ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების ფარგლებში უფასო გასინჯვების კვირეული იწყება. უფასო კონსუტლაციის გავლა შეგეძლებათ 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. ბავშვთა კონსულტაციას ჩაატარებენ კლინიკის დირექტორი ირაკლი ნატროშვილი, მაია ტალახაძე და ხათუნა დავითულიანი. მოზრდილთა კონსულტაციას გაუძღვება სოფო შაგიძე, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ექიმები ელზა თათარაძე, თამარ სვანიშვილი, მარიამ სოფრომაძე და ზეინაბ სოფრომაძე. ბავშვთა მიმართულება გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილთა რეაბილიტაციას: განვითარების შეფერხება ბავშვებში; ცერებრული დამბლა; თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა; ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა; პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები; ნერვკუნთოვანი დაავადებები; განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა; სქოლიოზები. მოზრდილთა მიმართულება გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილთა რეაბილიტაციას: იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი; ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა; ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობა; ზურგის ტვინის არატრავმული დაზიანებები; პარკინსონის დაავადება; გაფანტული სკლეროზი; ნეიროპათია; პერიფერიული ნერვების დაზიანების შემდგომი მდგომარეობა; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მგდომარეობა; ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი: კისრის, წელისა და სხვა ტკივილი. ჩაეწერეთ წინასწარ +995 32 2 11 20 20 თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.
კენ ვოლკერის კლინიკაში, ნოემბერი ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამიტომ კლინიკა გთავაზობთ უფასო გასინჯვების კვირეულს. ზრდასრულებს უფასო კონსუტლაციის გავლა შეგეძლებათ 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. მსოფლიოში ყოველდღიურად 15 000 000-მდე ადამიანს ემართება ინსულტი. საქართველოში ინსულტის დიაგნოზი წლის განმავლობაში დაახლოებით 17000 ადამიანს უფიქსირდება. აღნიშნული შემთხვევების თითქმის ნახევარი, იწვევს შეზღუდულ შესაძლებლობას, ასევე მაღალია ამ დიაგნოზით გარდაცვალების რიცხვი. პრობლემის აქტუალურობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ა.წ. ნოემბრის თვე გამოაცხადა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ. ჩვენი კლინიკაც უერთდება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და შეეცდება დაგეხმაროთ ინსულტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაში. ინსულტს წარმოადგენს სისიხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რაც იწვევს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანებას და ვლინდება სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით. ინსულტის განვითარების ძირითადი ნიშნები: სახის ასიმეტრია კიდურების დაბუჟება/ძალის დაკარგვა მეტყველების გაძნელება/მოშლა მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას არ დაკარგოთ დრო, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დროულად აღმოჩენილი დახმარება და სწორი მკურნალობა გადაარჩენს თქვენს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს და შემაცირებს შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების რისკს. ინსულტის კლინიკური ნიშნებია ასევე: თავის ტკივილი, თავბრუ გულისრევა, ღებინება მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა მხედველობის ველის გამოვარდნა წონასწორობის დარღვევა ემოციური ლაბილობა ცნობიერების დაბინდვა და ა.შ რა არის ინსულტის რისკ-ფაქტორები? გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები( არტერიული ჰიპერტენზია, სხვადასხვა ტიპის არითმია და ა.შ); დიაბეტი სიმსუქნე მაღალი ქოლესტერინი 65 წელზე მაღალი ასაკი შავკანიანი რასა დატვირთული ოჯახური ანამნეზი თამბაქო/ალკოჰოლი/ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება ძილის აპნოე ორალური კონტრაცეპტივები ანამნეზში გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორულ იშემიური შეტევა (TIA) სიხლის შედედების სხვადასხვა ტიპის დარღვევები, სხვა ჰემატოლოგიუირ პათოლოგიები სისხლძარღვოვანი ანომალიები (AVM,კავერნომა,ანევრიზმა ). ჩაეწერეთ წინასწარ +995 32 2 11 20 20 თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.
პირველად საქართველოში აქტიური ჯგუფური რეაბილიტაციის პროგრამა ➡ ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე 6-დან 12 წლამდე და 13-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის. საახალწლო ტარიფი 250 ლარი 5̶0̶0̶ ლარის ნაცვლად. პროგრამაში შედის ადაპტირებული მოძრავი თამაშები. პროგრამას უძღვებიან: ფიზიკური თერაპევტები: ელისო მურვანიძე, ირინა ბრეგვაძე. ოკუპაციური თერაპევტები: რუსუდან ლორთქიფანიძე, ნინო რუხაძე. პროგრამა იწყება 16 ნოემბრიდან და მოიცავს: 16 შეხვედრას დარბაზსა და სპორტულ მოედანზე ➡ კვირაში ორჯერ, ერთსაათიანი ხანგრძლივობით. იჩქარეთ, კომპლექტდება ჯგუფები. ჯგუფში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 577 44 87 19 (ნინო) ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების ყველა რეგულაციას #COVID19
ზღაპრის თერაპია ➡ დაინტერესებული ან ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე 6-დან 12 წლამდე და 13-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის. საახალწლო ტარიფი 250 ლარი 5̶0̶0̶ ლარის ნაცვლად. პროგრამას უძღვებიან ართ თერაპევტები: შორენა შოთნიაშვილი, ნატა ლოგუა. პროგრამა იწყება 16 ნოემბრიდან და მოიცავს 10 შეხვედრას ➡ კვირაში ორჯერ, ერთსაათიანი ხანგრძლივობით. იჩქარეთ, კომპლექტდება ჯგუფები. ჯგუფში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 593 51 24 52 (ნატა) ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების ყველა რეგულაციას #COVID19