სიახლეები

მთავარისიახლეები

კონსულტაციები ბათუმში

კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი ირაკლი ნატროშვილი და ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი სოფო შაგიძე კონსულტაციების ჩასატარებლად ქ. ბათუმს ეწვევიან!

კონსულტაციები ჩატარდება 18 და 19 ივნისს.

წინასწარი ჩაწერა აუცილებელია:
+995 577 777 052
ბათუმი, ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40)

ირაკლი ნატროშვილი - პროფესიით ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. კენ ვოლკერის კლინიკისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქვს 25 წლიანი კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეირორეაბილიტაციაში.

სოფიკო შაგიძე - ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

კონსულტაციები ჩატარდება შემდეგი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის და ზრდასრულებისათვის:

-ბავშვის განვითარების შეფერხება
-ცერებრული დამბლა და სხვა ქრონიკული მდგომარეობები
-თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა
-ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა
-პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები
-ნერვკუნთოვანი დაავადებები
-განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები
-ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა
-სქოლიოზები
-ტერფმრუდობა და ბრტყელტერფიანობა
-ინსულტი
-გაფანტული სკლეროზი
-პარკინსონი
-თავის ტვინის ტრავმა
-ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმა

© 2024, kwclinic.ge