ვაკანსიები

მთავარივაკანსიები

რეაბილიტაციის კლუბის დამხმარე

"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" თბილისის ფილიალის აცხადებს ვაკანსიას რეაბილიტაციის კლუბის დამხმარის პოზიციაზე რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები ძირითადად ორიენტირებულია მომხმარებელთა უშუალო მოვლაზე, უსაფრთხოებისა და აქტიური თანამონაწილეობის ხელშეწყობაზე. მოვალეობები: ** დახვედრა და გაცილება: მომხმარებლის მიღება რეჰაბ კლუბში შემოსვლისას და მათი უსაფრთხო გაცილება დღის ბოლოს. ** კვებაში დახმარება: საკვების მიწოდება, მაგიდის გაწყობა და იმ ბენეფიციარების უშუალო გამოკვება, რომლებსაც აღენიშნებათ დამოუკიდებლად კვების სირთულეები. ** ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დახმარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისას. ** გასართობ აქტივობებში ჩართულობა: კოორდინატორთან ერთად დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობისას კლუბის მომხმარებლების წახალისება და დახმარება. ** ემოციური მხარდაჭერა: მომხმარებლებთან თბილი, პატივისცემით კომუნიკაციის დამყარება, მათი მოსმენა და პოზიტიური განწყობის შექმნა. ** გადაადგილებაში დახმარება: მობილობისათვის დამხმარე საშუალებების მომხმარებელ პირთა დახმარება სივრცეში გადაადგილებისას ** გარემოს წესრიგი: დასასვენებელი სივრცეების სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი ** კოორდინატორის ინსტრუქციების შესრულება: დღის მანძილზე წარმოქმნილი მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ყურადღებიანი და მობილიზებული ** მოტივირებული მოცემულ სფეროში მუშაობით ** პოზიტიური და კეთილგანწყობილი ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი ** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალიზირებულ ტრენინგების გავლას. ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს. სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08.00-17.00 სთ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ასისტენტის პოზიცია.

დამლაგებელი

"კენ ვოლკერის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე. მოვალეობები: ** სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი რეაბილიტაციის ცენტრის ტერიტორიაზე; ** ჰიგიენური საშუალებებით სანიტარულ კვანძების მომარაგება ** თერაპიული ოთახების, საერთო სივრცეების და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება, როგორც ყოველდღიურად ასევე გენერალურად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ყურადღებიანი და მობილიზებული ** პოზიტიური და კეთილგანწყობილი ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი ** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს. სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - 5 სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 8 საათიანი დატვირთვა დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დამლაგებელი.

© 2024, kwclinic.ge