პროგრამები

მთავარიპროგრამები
  • ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა

კურსი ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პაციენტის საჭიროებაზე მორგებულ კომპლექსურ პროცედურების განსაზღვრულ რაოდენობას. ექიმის მეთვალყურეობას, ფიზიკურ თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ოკუპაციური თერაპიას, საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ან მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

  • ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა მიმართულია ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე, რაც გულისხმობს ფიზიკური, ემოციური, შემეცნებითი და სოციალურ-კომუნიკაციური უნარების ერთობლივ, შეთანხმებულ განვითარებას.

  • კოჭ-წვივს სახსრის ორთეზით უზრუნველყოფის პროგრამა

ორთეზი ორთოპედიული დამხმარე საშუალებაა, რომელიც გამოიყენება კიდურის მობილიზაციისათვის, ფიზიოლოგიური ან ფიზიოლოგიურთან მაქსიმალურად მიახლოებული პოზიციონირებისათვის და კიდურის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად.

  • საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლით უზრუნველყოფის პროგრამა

კლინიკაში პედიატრიული სავრძელ-ეტლის მომსახურება შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ხარისხის სტანდარტს. ჩვენ კლინიკაში მოგემსახურებათ მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადამზადებული სპეციალისტები.

მომსახურებაში შედის ბავშვის შეფასება, ეტლის შერჩევა, ბავშვისა და მეურვის საჭიროებებზე ეტლის მორგება და შემდგომ არსებული ეტლის გამოყენება/მოვლის სწავლება. მომსახურებაში ასევე შედის მიყოლის სერვისი, რაც მოიცავს პერიოდულობით გადაფასებასა და საჭიროებიდან გამომდინარე, მორგება/შეკეთებას

საქართველოს მთავრობის დადგენილება N558, ,, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა’’, 29 დეკემებრი, 2023

ბმული:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/6060396?publication=0

  • ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ კომპლექსურ სარეაბილიტაციო კურსს. კენ ვოლკერის კლინიკა რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერია.

დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა, დიაგნოზის ხანდაზმულობა არ აღემატებოდეს 24 თვეს. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღო დაფინანსება 100%-, 90%-, 80%- ან 70%-იანი თანაგადახდით.

საქართველოს მთავრობის დადგენილება N522, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ 9 ნოემბერი, 2022

ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5611328?publication=0

 

© 2024, kwclinic.ge