პარტნიორი ორგანიზაციები

მთავარიპარტნიორი ორგანიზაციები
Emory-ს უნივერსიტეტი
Emory-ს უნივერსიტეტი დაარსდა 1836 წელს ატლანტაში. ესაა საერთაშორისოდ აღიარებული, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუცია ჯანდაცვის სისტემასა და კვლევის სფეროში.
USAID
USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობებისა და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის, ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ფორსაით ინვესტმენტ გრუპ • Foresight Investment Group
ფორსაით ინვესტმენტ გრუპი ერთ-ერთი პირველი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა საქართველოში. ფორსაით ინვესტმენტ გრუპის მისია საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობაა. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ წარმატებით შექმნა და დაარეგისტრირა დახურული ტიპის ფონდი - სს ფორსაით კაპიტალი (JSC Foresight Capital), რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. ფორსაით ინვესტმენტ გრუპი, მის მიერ დაფუძნებული და მართული ფონდების მეშვეობით: 1. შექმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს დამზოგველებისა და ინვესტორებისთვის; 2. უზრუნველყოფს უფრო მოქნილ დაფინანსებას ქართული ბიზნესისთვის.
პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის
პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის (PfiD) არის ექიმების, ექთნების, მეცნიერებისა და მკვლევრების კოალიცია, რომელიც Emory-ს უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, განსაკუთრებით კი - ჯანდაცვის სფეროში.
თსსუ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაში. აქ გაზრდილი თაობები მუშაობენ ბევრ წამყვან კლინიკასა და დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მასშტაბით.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დაარსდა 2015 წელს. კლინიკის მთავარი პრიორიტეტია სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება, კლინიკური გამოცდილების გაზიარება და მოსახლეობისათვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
© 2024, kwclinic.ge