ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით ფინანსდებიან პაციენტები ,რომლებსაც გადატანილი აქვთ ინსულტი ან მიღებული აქვთ თავისა და ზურგის ტვინის ტრავმა არა უმეტეს 2 წლის მანძილზე. ფინანსებიან 80%,90% ან 100%ით , იმის მიხედვით თუ რა სტატუსის მატარებელია პაციენტი . იმ შემთხვევაში თუ პაციენტი პროგრამაში ვერ ჩაერთვება, კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო ,ინდივიდუალური დაფინანსების მიღება შესაძლებელია მერიის, გამგეობისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან. ამისათვის საჭიროა ფორმა N100 და კალკულაცია, რომლებიც ელექტრონულად უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის პორტალზე. ამასთან ერთად, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი აბარებს ჩვენ მიერ გაცემულ ხელმოწერილ მოთხოვნის ფურცელს გამგეობასა და ჯანდაცვის სამინისტროში. ქალაქის მერია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას არ საჭიროებს. განაცხადი ეგზავნება: გამგეობას (1 000 ლარამდე თანხის მოთხოვნის შემთხვევაში) მერიას (1 000 ლარის ზემოთ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ნებისმიერ თანხაზე). თბილისის მერია განაცხადს მიიღებს მხოლოდ თბილისში ჩაწერილი მოქალაქეებისგან. რეგიონების მოსახლეობამ განაცხადი უნდა შეავსოს შესაბამისი რეგიონის მერიასა ან გამგეობაში. უმისამართო მოქალაქეების დაფიანსების მოთხოვნა იგზავნება თბილისის მერიაში.
კლინიკა მდებარეობს თბილისში, სანზონის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N4 (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეზო). კლინიკის ფილიალი მდებარეობს ბათუმში, ბაქოს ქუჩის N8 (ყოფილი გოგებაშვილის N40).
კლინიკის სამუშაო საათებია ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00. შაბათი— 09:00-15:00
დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს Instagram,facebook-სა და ვებგვერდს, სადაც მუდმივად განახლდება ინფორმაცია აქტიური ვაკანსიების შესახებ. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზეც: hr@kwclinic.ge. გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
კლინიკის დირექტორია პროფესიით ექიმი, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ბატონი ირაკლი ნატროშვილი.
ზრდასრულთა ასაკის პაციენტებისათვის კლინიკა გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებებს:
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://kwclinic.ge/ka/mimartulebebi/zrdasrulta-reabilitacia
კლინიკა გთავაზობთ შემდეგი სპეციალისტების მომსახურებას:
• ექიმის მეთვალყურეობა
• ფიზიკური თერაპია
• ოკუპაციური თერაპია
• ენისა და მეტყველების თერაპია
• ფსიქოლოგის მომსახურება
• სპეციალური პედაგოგის მომსახურება
• ხელოვნების (არტ) თერაპია
• აკვათერაპია
ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალისტებთან შესაძლებელია დაიგეგმოს:
• კონსულტაცია
• მუშაობა მცირე მიზნობრივ ჯგუფებში
• ინდივიდუალური მუშაობა
• შეფასება/დიაგნოსტიკა
• დისტანციური მომსახურება
• ადგილზე ვიზიტი (ბინა, საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ.).
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://kwclinic.ge/mimartulebebi/bavshvta-reabilitacia
ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულება ფიზიკური რეაბილიტაციაა. თუმცა, თუ ფიზიკურ შეზღუდვებს თან ახლავს ქცევის დარღვევა ან/და აუტისტური სპექტრის მდგომარეობა, მაშინ ჩვენი კლინიკა ემსახურება ბავშვს და მის ოჯახს.
სარეაბილიტაციო თერაპია ტარდება შემდეგი ორთოპედიული მდგომარეობების მქონე პაციენტებისათვის:
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა , რომელიც აფინანსებს ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციას.
კენ ვოლკერის კლინიკა გთავაზობთ ჰიდროთერაპიას როგორც ნევროლოგიური (მაგ.: ინსულტი და ცერებრული დამბლის), ისე ორთოპედიული (მაგ.: ტანმდეგობის კორექცია) პრობლემების დროს. კლინიკა დამატებით გთავაზობთ ცურვის შემსწავლელ კურსებს ბავშვებისა და ზრდასრულებისათვის, აკვათერაპიის კურსებს ზრდასრულებისათვის.