ზრდასრულთა რეაბილიტაცია

მთავარიმიმართულებებიზრდასრულთა რეაბილიტაცია

კენ ვოლკერის კლინიკის მაღალკვალიფიციური გუნდის მიზანია, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო რეაბილიტაცია.

რას არის რეაბილიტაცია?

ცხოვრების მანძილზე ადამიანს ასაკის, ქრონიკული დაავადების, ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო ექმნება სხვადასხვა ფუნქციური შეზღუდვა. სწორედ ამ დროს იჩენს თავს სარეაბილიტაციო ღონისძიებების საჭიროება.

რეაბილიტაცია გულისხმობს გარკვეული აქტივობების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება არსებული შეზღუდვის აღმოფხვრის ან ადაპტირებისაკენ. ამით კი პაციენტს საშუალება მიეცემა, დაუბრუნდეს ყოველდღიურ საქმიანობას, გახდეს კვლავ აქტიური და დამოუკიდებელი. სამედიცინო რეაბილიტაციის მთავარი ამოცანაა ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

რეაბილიტაციის პროცესის წარმატება განპირობებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწორი გუნდური მუშაობით.

სამუშაო პროცესი მოიცავს:

შესაბამისი გუნდის მიერ პაციენტის სრულ კლინიკურ-ფუნქციურ შეფასებას;

სარეაბილიტაციო გეგმის შედგენას ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე;

სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, ენისა და მეტყველების თერაპიას და სხვა;

პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების განათლებას;

დამხმარე საშუალებების შერჩევა/მორგებასა და მოხმარების სწავლებას;

საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მორგება/ადაპტაციას;

ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას;

სარეაბილიტაციო გეგმის შედგენას სახლში გაწერისას.

ჩვენს კლინიკაში მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი:

ნევროლოგი;

ექიმი რეაბილიტოლოგი;

ფიზიკური თერაპევტი;

ოკუპაციური თერაპევტი;

ენისა და მეტყველების თერაპევტი;

ნეიროფსიქოლოგი;

ხელოვნების (არტ) თერაპევტი;

ორთოპედტექნოლოგი.

საჭიროების შემთხვევაში, გუნდურ განხილვასა და სარეაბილიტაციო გეგმის შედგენაში ჩაერთვებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები: ორთოპედები, კარდიოლოგები, ანგიოლოგები და სხვა.

კენ ვოლკერის კლინიკა გთავაზობთ შემდეგი მდგომარეობების რეაბილიტაციას:

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;

ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა;

ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობა;

ზურგის ტვინის სხვა დაზიანებები;

პარკინსონის დაავადება;

სიმპტომური პარკინსონიზმი: მათ შორის ინტოქსიკაციით, მეტაბოლიზმის მოშლით, მედიკამენტების და სხვა ნივთიერებების (მანგანუმის პარკინსონიზმი) ჭარბი მიღებით გამოწვეული პარკინსონიზმი;

გაფანტული სკლეროზი;

სხვადასხვა ეტიოლოგიიის მონო და პოლინეიროპათია;

პერიფერიული ნერვების ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობა;

ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;

ტკივილის სინდრომის მართვა, მათ შორის ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული კისრისა და წელის ტკივილი;

საცხოვრებელი და სამუშო გარემოს ადაპტირება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და სხვა.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

ნევროლოგისა და ექიმ რეაბილიტოლოგის კონსულტაციას;

ფიზიკურ თერაპიას;

ოკუპაციურ თერაპიას;

ენისა და მეტყველების თერაპიას;

ფსიქოთერაპიას;

ხელოვნების (არტ) თერაპიას;

ფსიქო-სოციალურ თერაპიას;

აქვათერაპიას;

რობოთერაპიას;

ე.წ. ელექტროთერაპიას (ფუნქციური ელექტროსტიმულაცია, TENS - ტრანსკუტანეური ელექტროსტიმულაცია, დიადინამიკური დენი, ულტრაბგერითი თერაპია და ა.შ.);

დამხმარე საშუალებების შერჩევას, დამზადებასა და გამოყენების სწავლებას;

საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მორგება-ადაპტირებას.

© 2021