ნევროლოგიური და ორთოპედიული პრობლემების დროს სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტური და ხარისხიანი წარმართვისათვის აუცილებელია ორთოპედტექნიკოსის ჩართულობაც.
ორთოპედტექნიკოსისა და ორთეზისტის მიერ შერჩეული დამხმარე საშუალებები (ხელისა და ფეხის ორთეზები ან/და ფიქსატორები, კორსეტები და სუპინატორები) გამოიყენება კუნთთა მომატებული ტონუსის მართვისა და ხანგრძლივი უმოძრაობით გამოწვეული მთლიანი კიდურის ან მისი ცალკეული სეგმენტის სწორი პოზიციონირებისა და კონტრაქტურების რისკის შესამცირებლად. შედეგად მიიღწევა კიდურების ბიომექანიკური პარამეტრების გაუმჯობესება, უსაფრთხო დგომა და სიარული.