ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებაა, ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს ღირსების გრძნობას, საკუთარი თავის რწმენასა და უადვილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. ამისათვის კი მას და მის ოჯახს უნდა ჰქონდეს საჭირო და ხელმისაწვდომი მხარდაჭერა (ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 23).
კენ ვოლკერის კლინიკაში ვემსახურებით ნებისმიერი ასაკის ბავშვსა და მოზარდს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი პატივს სცემს ბავშვისა და მისი ოჯახის უნიკალურობასა და ინდივიდუალურ, განსხვავებულ საჭიროებებს.
შესაბამისად, ჩვენ ვქმნით აბილიტაციის თუ რეაბილიტაციის პროგრამას ბავშვთან და მის ოჯახთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ინდივიდუალური მიდგომა გვეხმარება შევარჩიოთ თერაპიათა შესაბამისი ნაკრები და მომსახურების ის ტიპი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური იქნება კონკრეტული ბავშვისთვის და დაეხმარება მას ჩაერთოს სასურველ აქტივობებში.
განვითარების შეფერხება ბავშვებში;
ცერებრული დამბლა;
თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები;
ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები;
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები;
ნერვკუნთოვანი დაავადებები;
განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები;
ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები;
სქოლიოზები.
კონსულტაცია;
მუშაობა მიზნობრივ მცირე ჯგუფებში;
ინდივიდუალური მუშაობა;
შეფასება/დიაგონოსტიკა;
დისტანციური მომსახურება;
ადგილზე ვიზიტი (ბინა, საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ.).