ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება ბავშვს, ჩაებას მისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა: თამაში, სწავლა, საკუთარი თავის მომსახურება (ჭამა, ჩაცმა-გახდა, პირადი ჰიგიენის დაცვა), თანატოლებთან ურთიერთობა და გართობა.
ოკუპაციური თერაპევტი იყენებს ბავშვისათვის საინტერესო აქტივობებსა და თამაშებს, არგებს გარემოს ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესებს, არჩევს დამხმარე საშუალებებს და ასწავლის მათ გამოყენებას ბავშვსა და ოჯახს.
ეს დარგი ხელს უწყობს შესაძლებლობებისა და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას. იმავდროულად, იზრდება ბავშვის დამოუკიდებლობის, კეთილდღეობისა და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი.