კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის
საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. კლინიკა ფუნქციონირებს 2020 წლიდან.
კლინიკის შენობა საგანგებოდ დაპროექტდა სარეაბილიტაციო სერვისის საჭიროებისათვის. მისი შიდა და გარე სივრცეების გეგმარება სრულად ითვალისწინებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის შენობა და ეზო კეთილმოწყობილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თერაპიული ოთახები და დარბაზები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ავეჯით. კლინიკის შიდა ფართი 8,000 მ2-ია, ეზოს უჭირავს 5,000 მ2. აქ ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი, პარკინგი და დასარჩენი/სასტუმრო ოთახები პაციენტებისათვის.
კენ ვოლკერის კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებითა და პროფესიონალებით. აქ დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. შედეგად კლინიკა მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის ბავშვებსა და ზრდასრულებს. კლინიკაში ფუნქციონირებს სპორტული რეაბილიტაციის ცენტრიც. ჩვენთან ყოველდღიურად შესაძლებელია სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო მომსახურების ჩატარება 500-მდე პაციენტისათვის.
ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარების პროექტი საქართველოში“) ფარგლებში კლინიკის პერსონალმა აშშ-ის Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტების ხელმძღვანელობით 3 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაიარა პროფესიული უნარების დახვეწისა და ამაღლების ტრენინგები.
კლინიკა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებთან და მუდმივად ზრუნავს პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ქალაქ ბათუმში ფუნქციონირებს კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ფილიალი, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს.
ხედვა
კლინიკაში მაღალი ხარისხის მულტიპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით.
კლინიკა რეაბილიტაციის დარგში რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების ზრდას, მოსახლეობაში დროული რეაბილიტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მისია
ჩვენ ვნერგავთ რეაბილიტაციის მომსახურების უმაღლეს დონეს კვალიფიციური გუნდის, ინოვაციური სერვისების, განათლების ხელშეწყობის, კველევების გახორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მეშვეობით.