ფიზიკური თერაპევტი ეხმარება ბავშვს, ეფექტურად მართოს სხეული და შეასრულოს სხვადასხვა მოძრაობა მოქნილად და კოორდინირებულად.
ფიზიკური თერაპევტი იყენებს კონკრეტული პაციენტისათვის შერჩეული ვარჯიშების ნაკრებსა და სპორტულ თამაშებს, რათა გააუმჯობესოს ბავშვის მოძრაობების შესრულების ხარისხი, პოზა, კუნთების ძალა, დაჭიმულობა, გამძლეობა და შეთანხმებული მოძრაობა.