ფსიქოლოგი ეხმარება ბავშვს, გამოხატოს და მართოს საკუთარი ემოციები, შეიცნოს საკუთარი თავი და გახდეს უფრო თავდაჯერებული.
ფსიქოლოგი იყენებს ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარებისა თუ ქცევის შეფასების მრავალფეროვან მეთოდსა და სტანდარტიზებულ ტესტებს. მიღებული შედეგების საფუძველზე არჩევს ბავშვის განვითარების წახალისებისა და ქცევის რეგულირების ეფექტურ სტრატეგიებს, ასწავლის ოჯახსა და ბავშვთან მომუშავე სხვა პირებს ამ სტრატეგიების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.