ენისა და მეტყველების თერაპევტი ეხმარება ბავშვს, დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, დაძლიოს მეტყველების განვითარებასა და კვებასთან დაკავშირებული სირთულეები.
ენისა და მეტყველების თერაპევტი იყენებს საკომუნიკაციო სიტუაციებსა და თამაშებს, ინფორმაციის გაცვლის მრავალფეროვან მეთოდსა და საშუალებას, რათა ბავშვმა გაიუმჯობესოს ენა (ლექსიკა, სემანტიკა, მორფო-სინტაქსი და პრაგმატიკა), მეტყველება (ტუჩების, ენისა და ყბის მოძრაობები სამეტყველო ბგერების წარმოსათქმელად, ხმა, სუნთქვა) და კვების პროცესი (წოვა, ღეჭვა, ყლაპვა, კბეჩა და სხვა).