რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტს შეუძლია ისარგებლოს კლინიკაში დარჩენის სერვისით. სასტუმროს ტიპის ოთახები ადაპტირებული და კომფორტულია. იმავე სივრცეში შესაძლებელია ადაპტირებული სამზარეულოს გამოყენება. ხოლო სოციალიზაციის, დასვენებისა და განტვირთვისათვის კლინიკა გთავაზობთ გასართობ/დასასვენებელ სივრცეს, ეზოსა და რეკრეაციულ ზონას. მოცემული მომსახურება ხელს უწყობს პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, ოპტიმალურად გამოიყენონ რესურსი და დრო.
დარჩენის მომსახურება მოიცავს:
დარჩენის სერვისი მოიცავს დღეში სამჯერ მედდის მომსახურებასაც: პაციენტის არტერიული წნევის, პულსის, სატურაციისა და ტემპერატურის კონტროლს; საკვების მიწოდებას; საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების აღმოჩენასა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებას.