ფიზიკური თერაპევტი ინდივიდუალურად შერჩეული აქტივობებით ეხმარება პაციენტს ფიზიკური შეზღუდვის დაძლევა-ადაპტაციაში.
ფიზიკური თერაპევტი მართავს ტკივილს, ახდენს ნაწოლებისა და კონტრაქტურების (მყესის დამოკლება ან სახსრის ჩაკეტვა) პრევენციას, ზრუნავს ფუნქციური დამოუკიდებლობისა და მოძრაობის აღდგენა-შენარჩუნებაზე. შედეგად პაციენტი ახერხებს სწორ პოზიციონირებასა და მობილობას, იზრდება მისი ძალა და მოძრაობათა სიფართე, უმჯობესდება წონასწორობა და კოორდინაცია.
წარმატებული ფიზიკური თერაპია მიიღწევა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მათ შორის, აღსანიშნავია პროპრიოცეპტული ნეირომუსკულარული ხელშეწყობა (PNF-Proprioceptive Neuromuscular Facilitation) და ნეიროგანვითარებაზე დაფუძნებული მეთოდები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური მდგომარეობების რეაბილიტაციისას.
ფიზიკური თერაპიის პროცესში წარმატებით გამოიყენება აკვა, რობოტო და ელექტროთერაპიაც.