მიმართულებები

აქვა თერაპია

აკვათერაპია ხელს უწყობს მთლიანი სხეულის მოძრაობის, ძალისა და გამძლეობის განვითარებას. წყლის დახმარებით შემსუბუქდება სხეულის წონა და პაციენტი ასრულებს იმ მოძრაობებს, რომელთა კეთებაც ხმელეთზე ჯერ კიდევ უჭირს. იმავდროულად, აკვათერაპიისას ყურადღება ექცევა სუნთქვის რეგულირებას, კუნთების მაღალი ტონუსის ნორმალიზებასა და მოძრაობების კოორდინირებულ შესრულებას.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აკვათერაპიის ჩართვა სარეაბილიტაციო მომსახურებების კომპლექსში არ შეიძლება, თუ პაციენტს აქვს უნებლიე შარდვისა და დეფეკაციის ეპიზოდები, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები, მიმდინარე ეპილეფსიური გულყრები, კანის დაზიანება (მაგ.: ღია ჭრილობები, ნაწოლები და ა.შ.) ან არის ალერგიული ქლორის მიმართ.


© 2024, kwclinic.ge