ნეიროფსიქოლოგიური მომსახურება მოიცავს ზრდასრულთა ნეიროფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას, კონსულტაციას, აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას. შეფასებისას მიზანშეწონილია კოგნიტური დისფუნქციის არსებობის (თავის ტვინის დაავადებების ან დაზიანების შედეგად გამოწვეული), ხასიათისა და სიმძიმის დადგენა, რაც მნიშვნელოვანია შემდგომი თერაპიული მიდგომების ხასიათის განსაზღვრისათვის. მისი მიზანია ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაც სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, პროფესიული და სხვა სერვისების უკეთ წარსამართავად. ზრდასრულთა ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგი სფეროებისა და მათი სხვადასხვა მახასიათებლის შეფასებას - ენა და მეტყველება, აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება, აღქმა, წერა-კითხვა, ქცევა, ემოციური სფერო.