ვაკანსიები

მთავარივაკანსიები

ფიზიკური თერაპევტი

კენ ვოლკერის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა და მოზარდთა შეფასება;
** მშობელთა კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ფუნქციური მობილობის განვითარების შესახებ; ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სავალდებულო მოთხოვნები:

** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე:  hr@kwclinic.ge  

 სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელებაფიზიკური თერაპევტის პოზიცია 


© 2024, kwclinic.ge