სიახლეები
ინსულტი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარი მწვავე დარღვევით. ლათინური სიტყვა "insultus" ნიშნავს "დარტყმას" ან "შეტევას".
დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირება, რის შედეგადაც ტვინის ქსოვილს არ მიეწოდება ჟანგბადი და აუცილებელი საკვები ნივთიერებები. სისხლის ნაკადის შეჩერებამ თუნდაც რამდენიმე წამით შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედების დაზიანება.
დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია სისხლის ნაკადის დარღვევის არეალზე. შესაძლებელია მოხდეს ტვინის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, ან დიდმა ტერიტორიულმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრმა შეუქცევადი შედეგები.
ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:
სტატისტიკურად, უფრო გავრცელებულია ინსულტის იშემიური ფორმა, ვიდრე ჰემორაგიული.
ინსულტის რისკ-ფაქტორებია:
ინსულტის
ამოცნობა სწრაფი
რეაგირებისათვის კრიტიკულად
მნიშვნელოვანია.
ყველაზე გავრცელებული
ნიშნებია:
ინსულტის ადრეული ამოცნობისთვის გამოიყენება F.A.S.T. მეთოდი:
ინსულტის პრევენციისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და რისკ-ფაქტორების ეფექტური მართვა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის რისკს:
სამედიცინო კონტროლი გადამწყვეტია ინსულტის რისკის შემცირებაში:
ინსულტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კვლევის სხვადასხვა მეთოდები. მათ შორის: კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ასახავს ტვინის დაზიანებას ან სისხლდენას; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) აჩვენებს უფრო დეტალურ სურათს ტვინის დაზიანების შესახებ; ანგიოგრაფია გამოიყენება სისხლძარღვების მდგომარეობის შეფასებისთვის.
პირველი საათები ინსულტის მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. იშემიური ინსულტის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას თრომბოლიზური თერაპია, რომელიც ხელს უწყობს დახშობილი სისხლძარღვების გახსნას. ჰემორაგიული ინსულტის დროს, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ჩარევა სისხლდენის შესაჩერებლად ან დაზიანებული სისხლძარღვების აღსადგენად.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია მიზნად ისახავს პაციენტის შესაძლებლობათა აღდგენას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ყოველდღიურ აქტივობებში დაბრუნების ხელშეწყობას.
რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტებია:
გარდა ამისა გამოიყენება:
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა პირი, მისი ოჯახი და რეაბილიტაციის დაწესებულების მრავალფუნქციური გუნდი ერთად მუშაობენ.
ინსულტის გრძელვადიანი ფიზიკური და კოგნიტური გართულებებია: მოძრაობის შეზღუდვა, დამბლა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები, მეტყველების და კომუნიკაციის სირთულე, ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულეები.
ინსულტის გავლენა ვრცელდება არა მხოლოდ პაციენტზე, არამედ მის ახლობლებზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების განათლება და მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში.
კენ ვოლკერის კლინიკა ახორციელებს ინსულტგადატანილი პაციენტების სრულ სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურებას მულტიდისციპლინური პროგრამით. ჩვენ პროფესიონალი ექიმებისა და თერაპევტების გუნდი მუშაობს, რათა დაგეხმაროთ სწრაფად და ეფექტურად აღიდგინოთ ჯანმრთელობა ინდივიდუალურად შერჩეული თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
ინსულტი სერიოზული გამოწვევაა, თუმცა დროული რეაგირება, სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.
კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: თბილისი: +995 32 211 2020 , ბათუმი: +995 577 777 052