სიახლეები
კვება ინსულტის დროს გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან სწორად შერჩეული რაციონი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის აღდგენის პროცესში და ხელს უწყობს განმეორებითი ინსულტის პრევენციას იგი შეირჩევა ინდივიდუალურად. მიუხედავად ინსულტის სახისა(იშემიური, ჰემორაგიული) კვება მსგავსია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვების რაციონი, საკვების კონსისტენცია, მიღების სახეები და ა.შ უნდა იყოს განსაზღვრული პაციენტის მდგომარეობის, ღეჭვისა და ყლაპვის შესაძლებლობების მიხედვით. ინდივიდუალური კვების გეგმას ადგენს ექიმი რომელიც ითვალისწინებს პაციენტის ორგანიზმის ყველა მახასიათებელს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ჩვენს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები!
ინსულტის დროს, არ არის რეკომენდებული შემდეგი პროდუქტები:
რეკომენდებული პროდუქტები:
დაავადების საწყის ეტაპზე ჩვეული კვება შეიძლება იყოს შეზღუდული ან სრულიად შეუძლებელი. ამ პერიოდში გამოიყენება დაბალანსებული და ადვილად ათვისებადი სპეციალური საკვები ნარევები, რომელიც ყლაპვის ფუნქციის დაქვეითებისას პაციენტს მიეწოდება სამედიცინო ზონდით.
ღეჭვის და ყლაპვის ფუნქციის ეტაპობრივი გაუმჯობესების პარალელურად იცვლება საკვების კონსინტენცია (მაგ.დაბლენდერებული მასიდან - დაკეპილამდე, და ა.შ), აღნიშნული ეტაპების გავლაში აქტიურად ჩართულია ოკუპაციური და ენისა და მეტყველების თერაპევტები.
ორგანიზმის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია წყლის მიღების რეჟიმი. დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა მიიღოს საკმარისი სითხე სხეულის ნორმალური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. საკვებიდან მიღებული სითხის გარდა დღის განმავლობაში მიღებული სუფთა წყალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,5 ლიტრს. ინდივიდუალურად საჭირო რაოდენობა უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.
ინსულტის შემდეგ სათანადო კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის აღდგენასა და რისკების შემცირებაში. საკვების რაციონის მიმართ სწორ მიდგომა ხელს უწყობს სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტურობას.
კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052
თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა.
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4
კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი -ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე