სიახლეები
სტატისტიკის მიხედვით, პირველი ინსულტის გადატანის შემდეგ, თითქმის მეოთხედს ემართება განმეორებითი ინსულტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მაღალია რისკი პირველ წელს.
ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ინსულტის განმეორების თავიდან აცილებისთვის მისი გამომწვევი მიზეზების ეფექტური მართვა და თანდართული დაავადებების მეთავლყურეობა.
განმეორებითი ინსულტი არის მდგომარეობა, როცა ინსულტი ვითარდება მას შემდეგ, რაც ადამიანმა უკვე გადაიტანა პირველი ინსულტი. მეორე ინსულტმა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი დაზიანებები, დაამძიმოს პაციენტის მდგომარეობა, გაზარდოს ინვალიდობის და სიკვდილის რისკი.
ყოველი ინსულტი, რომელიც საწყისი ინსულტის შემდეგ ვითარდება, ითვლება განმეორებით ინსულტად. კვლევები აჩვენებს, რომ მრავალჯერადი ინსულტი იწვევს უფრო სერიოზულ დაზიანებებს, რაც ზრდის გართულებების რისკს. ფიზიკური შედეგების გარდა, როგორიცაა დამბლა და მობილობის შეზღუდვა, ბევრი პაციენტი აწყდება კომუნიკაციის სირთულეებს, მეხსიერების დაკარგვას და დეპრესიას, რაც გამოჯანმრთელებას რთულ გზად აქცევს.
ინსულტის ძირითადი მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რაც ტვინის ქსოვილისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას ზღუდავს. არსებობს ინსულტის ორი ძირითადი ტიპი:
80%-ზე მეტ შემთხვევაში ვითარდება იშემიური ინსულტი. განმეორებითი ინსულტი შეიძლება იყოს იგივე ან განხვავებული პირველი ინსულტის ტიპისგან.
პირველი ინსულტი წარმოადგენს განმეორებითი ინსულტის რისკის ფაქტორს. ზოგადად, განმეორებითი ინსულტის მიზეზები ძირითადად ემთხვევა პირველის გამომწვევ მიზეზებს. მთავარი ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ინსულტის განმეორების რისკს შემდეგია:
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმეორებითი ინსულტის რისკის ფაქტორების მართვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ხელახალი განვითარება. რეგულარული სამედიცინო შემოწმება საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს შესაძლო პრობლემები და დაიწყოს მათი დროული მკურნალობა. ცხოვრების წესის შეცვლამ, როგორიცაა ჯანსაღი დიეტა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, სტრესის მართვა, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს განმეორებითი ინსულტის რისკი.
პრევენცია წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს ინსულტის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ინსულტი, სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმეორებითი ინსულტის თავიდან აცილებისთვის. რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უწყობენ განმეორებითი ინსულტის რისკის შემცირებას, მოიცავს:
განმეორებითი ინსულტის სიმპტომები შეიძლება იყოს პირველი ინსულტისას გამოვლენილი ნიშნების მსგავსი, როგორიცაა უეცარი სისუსტე, კიდურების დაბუჟება, მეტყველების გაძნელება, მხედველობის პრობლემები, თავბრუსხვევა და ინტენსიური თავის ტკივილი.
ინსულტის დროს დროული რეაგირება კრიტიკულია. სწრაფი მოქმედება, სწორი დიაგნოზი და მკურნალობა შეიძლება დაეხმაროს ტვინის ქსოვილის გადარჩენას და შედეგების შესუსტებას.
ინსულტის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება სხვადასხვა გამოკვლევი და პაციენტის ისტორია. მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), ასევ ანგიოგრაფია რომელიც გამოიყენება სისხლძარღვების მდგომარეობის დასადგენად.
ინსულტის მკურნალობაში პირველი საათები უმნიშვნელოვანესია. იშემიური ინსულტის დროს იყენებენ თრომბოლიზის მედიკამენტებს თრომბის დასაშლელად, ხოლო თრომბექტომია არის პროცედურა მათი ქირურუგიული გზით მოცილები მიზნით. ორივე მეთოდს შეუძლია სისხლის ნაკადის აღდგენა და ტვინის დაზიანების შეზღუდვა. ჰემორაგიული ინსულტის დროს კი, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ქირურგიული ოპერაციები სისხლდენის შესაჩერებლად ან დაზიანებული სისხლძარღვების აღსადგენად.
ინსულტის გადატანის შემდეგ, სრულფასოვანი რეაბილიტაცია აუცილებელია. თერაპიის ძირითადი კომპონენტები მოიცავს:
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც პაციენტი, მისი ოჯახი და ექიმები ერთიან გუნდად მუშაობენ. ეს თანამშრომლობა ეხმარება პაციენტს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების დასახვაში და მათი მიღწევის პროცესში.
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფესიის კვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები ნევროლოგიის მიმართულებით და აქვთ ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება.
კლინიკაში ხორციელდება ინსულტის დიაგნოზის მქონე პაციენტების სრული სარეაბილიტაციო მომსახურება მულტიდისციპლინური პროგრამით, მათი ინდივიდუალური მდგომარეობასა და საჭიროებებების გათვალისწინებით. ექიმებისა და თერაპევტების გუნდი მუშაობს, რათა პაციენტებმა სწრაფად და ეფექტურად გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა თანამედროვე მეთოდებისა და მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.
კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052