სიახლეები
ინსულტის განვითარებისას, კიდურების სრული ან ნაწილობრივი მოძრაობის შეზღუდვის გარდა, ვლინდება მგრძნობელობის დაქვეითება ან სრული გაქრობა, უსიამოვნო შეგრძნებები, დაბუჟება, ტკივილი სახსრებში, კუნთთა დაჭიმულობა, მეტყველების და აღქმის დარღვევა.
ერთ-ერთ ხშირ ჩივილის, ინსულტის განვითარების შემდეგ, წარმოადგენს ტკივილი პარეზულ/პლეგირებულ ზემო კიდურში, უპირატესად მხრის არეში, რაც უპირატესად ვლინდება კიდურის გამოძრავების მცდელობისას, თუმცა ზოგჯერ არის მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
ინსულტი გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე, ამიტომ გამოჯანმრთელების პროცესი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და მედიკამენტების მიღებასთან ერთად მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს, როგორიცაა სწორი კვება ინსულტის დროს, ფიზიკური თერაპია, მასაჟები.
ინსულტის შემდგომი ვარჯიშები წარმოადგენს ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რადგან იგი ეხმარება პაციენტს დაკარგული ფუნქციების აღდგენასა და ჩვეული ფიზიკური მდგომარეობის დაბრუნებაში.
ინსულტის შედეგები სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა ძირითადი დარღვევები მოიცავს:
იმისათვის, რომ ტვინმა ხელახლა ისწავლოს და შეძლოს ამ ამოცანების შესრულება, აუცილებელია ახალი ნერვული გზების ფორმირება. ეს მიიღწევა მუდმივად განმეორებადი დავალებების შესრულებით. მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპიის ვარჯიშები, ასევე აქვა თერაპია და ფსიქოთერაპია არის ეფექტური საშუალება, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი და გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
ინსულტის შემდგომი ვარჯიშებით შესაძლებელია თავის მოვლისა და დამოუკიდებელი მოძრაობის უნარების დაბრუნება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ნორმალიზება და კოგნიტიური ფუნქციების აღდგენა.
ინსულტით განპირობებული კუნთური სისუსტის გამო, ხდება მხრის სახსრის ნაწილობრივი ან სრული დისლოკაცია - სწორი მდებარეობის დარღვევა.
მხრის სახსრის პოზიციონირების დარღვევა (მათ შორის ნაწილობრივ ან სრულ ქვეამოვარდნილობამდე) ვითარდება ინსულტის მწვავე ფაზაშივე, დიაგნოზის განვითარებით 1-3კვირაში და არასწორი ან დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში მძიმდება, სახსარში შეუქცევადი პროცესების განვითარებამდე.
ინსულტის შემდგომ ზემო კიდურში გამოვლენილი კუნთური სისუსტე ხშირად თანმხლებია მომატებული დაჭიმულობით - სპასტიურობით, რომელიც ხელს უშლის კიდურისთვის სწორი პოზიციის შერჩევას. ასევე აღსანიშნავია პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში კიდურის სიმძიმე და მისი კონტროლის შეუძლებლობა, დაზიანება შეიძლება მოხდეს წოლის, ჯდომის ან წამოყენების დროს.
აღწერილი გართულების თავიდან აცილების და პაციენტის მდგომარეობის სწრაფი ფუნქციური გაუმჯობესებისათვის, აუცილებელია დროული სწორი სარეაბილიტაციო ღონისძიებები განხორცილება.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ პაციენტი გარკვეული მიზეზის გამო ვერ იწყებს სარეაბილიტაციო თერაპიას პროფესიონალ გუნდთან ერთად, მან და ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ ის მარტივი და სასარგებლო რჩევები, რაც თავიდან აარიდებთ მათ მსგავსი გართულების განვითარებისგან.
ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი ადრეული და სწორი რეაბილიტაციის არის პაციენტის სწორი პოზიციონირება და მობილობა საწოლში:
მცდარია ცნება იმის შესახებ, რომ პარეზულ ან პლეგირებულ მხარეს პაციენტის წოლა არ შეიძლება. პირიქით, აღნიშნული აუცილებელიცაა, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დაზიანებულ მხარეს წოლისას გათვალისწნებულ უნდა იქნას ხანგრძლივობა და სწორი პოზიცია. ე.წ დაზიანებულ მხარეს წოლის დრო მერყეობს 15-30წთ-მდე. საწოლში პოზიციის ცვლილების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა 1,5-2სთ-მდე დრო, თუმცა ეს დრო შეიძლება შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაწოლების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
დაუზიანებელ მხარეს წოლისას:
აღნიშნული რჩევები გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ჯდომისას, დაზიანებული ზემო კიდურის დაცვის და ჯდომის სწორი პოზიციის მიღებისათვის.
გახსოვდეთ პაციენტის სკამიდან ან ლოგინიდან წამოყენებისას, არასოდეს დაქაჩოთ დაზიანებული კიდური!!!!
ასევე, აუცილებელია ისეთი დამხმარე საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ზემო კიდურის სწორ პოზიციონირებას მისი დგომისა და სიარულის დროს.
მხრის ტკივილთან ერთად, ინსულტით გამოწვეული კუნთთა მომატებული ტონუსის გამო, ხშირად ვხდებით სხივ მაჯისა და თითების მოხრით პოზიციას.
ამ შემთხვევაშიც დიდი როლი ექცევა კიდურის სწორ პოზიციონირებას!
დამხმარე საშუალებების გამოყენება განუყოფელი ნაწილია პაციენტის ფუნქციური აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესის. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ აღნიშნული საშუალებების ეფექტური და სწორი გამოყენებისთვის მათი მორგება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სპეციალისტთან ერთად.
ინსულტის დიაგნოზი არ არის განაჩენი. დროული და სწორი სარეაბილიტაციო ღონისძიებებით, დამხმარე საშულებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია პაციენტის მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის მიღწევა!
გახსოვდეთ, რომ დროულად დაწყებული რეაბილიტაცია საშუალებას გაძლევთ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. მაშინაც კი, თუ არსებული ფიზიკური შეზღუდვის სრული აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.