სიახლეები

მთავარისიახლეები

ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და რეაბილიტაციის შესახებ კენ ვოლკერის კლინიკაში

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტებისთვის ჩატარდა ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის" მიერ ორგანიზებული შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებმა მიიღეს უფრო მეტი თეორიული ცოდნა მხედველობის სტიმულაციის, გამცილებლის ტექნიკისა და განვითარების თავისებურებების შესახებ. მონაწილე სპეციალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სიმულაციური სათვალის საკუთარ თავზე მორგებით გამოეცადათ, როგორ აღიქვამენ უსინათლო ან მცირე მხედველი ადამიანები გარესამყაროს.

"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით.

კლინიკას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ერთობლივი პროექტი - "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში". პროექტის ფარგლებში უწყვეტად მიმდინარეობს კლინიკის პერსონალის მომზადება/გადამზადება.

"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" მოსახლეობას სთავაზობს როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა სარეაბილიტაციო მომსახურებას.


თბილისი: გუდამაყარის ქ. N4.

☎ +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916

ბათუმი: ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40)

☎ +995 577 777 052

© 2024, kwclinic.ge