სიახლეები
კენ ვოლკერის კლინიკაში ქალბატონი ელიკო ხოხაშვილის კომპლექსური რეაბილიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდა.
ქალბატონმა ინსულტი 2022 წლის ოქტომბერში გადაიტანა. პაციენტის კლინიკურ ფუნქციური შეფასების შემდეგ დაიგეგმა და ჩატარდა ამბულატორიული სარეაბილიტაციო თერაპიის კურსი, გამოვლინდა დადებითი ფუნქციური დინამიკა: ბალანსის გაუმჯობესების კუთხით, შეუძლია დამოუკიდებლად სიარული ხელ-ჯოხის გარეშე მოიმატა მოძრაობის და ძალის სიფართემ კიდურებში. მაქსიმალური დამოუკიდებლობა ტრანსფერის კუთხით. გაუმჯობესდა კოგნიტური ფუნქციები, აქვს დადებითი დინამიკა მეხსიერების და მეტყველების მხრივ.
როგორც ქალბატონი ელიკო ამბობს "ოქტომბრის თვეში გადავიტანე ინსულტი,მიჭირდა გადაადგილება.მიმკურნალეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,მაგრამ მკურნალობის შემდეგ მაინც მიჭირდა გადაადგილება. დავდიოდი ჯოხით,შემდეგ სოციალურ ქსელში წავიკითხე სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, მივმართე კლინიკას , მივიღე სახელმწიფო დაფინანსება და უკვე მესამე თვეა დავდივარ კლინიკაში , შედეგი სახეზეა . ინსულტი არ არის განაჩენი! ასე,რომ ნუ შეგეშინდებათ ინსულტის"