ბავშვთა კონსულტაციას ჩაატარებენ კლინიკის დირექტორი ირაკლი ნატროშვილი, მაია ტალახაძე და ხათუნა დავითულიანი. მოზრდილთა კონსულტაციას გაუძღვება სოფო შაგიძე, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ექიმები ელზა თათარაძე, თამარ სვანიშვილი, მარიამ სოფრომაძე და ზეინაბ სოფრომაძე.
ბავშვთა მიმართულება გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილთა რეაბილიტაციას:
- განვითარების შეფერხება ბავშვებში;
- ცერებრული დამბლა;
- თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა;
- ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა;
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები;
- ნერვკუნთოვანი დაავადებები;
- განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები;
- ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
- სქოლიოზები.
მოზრდილთა მიმართულება გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილთა რეაბილიტაციას:
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;
- ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა;
- ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობა;
- ზურგის ტვინის არატრავმული დაზიანებები;
- პარკინსონის დაავადება;
- გაფანტული სკლეროზი;
- ნეიროპათია;
- პერიფერიული ნერვების დაზიანების შემდგომი მდგომარეობა;
- ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მგდომარეობა;
- ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი: კისრის, წელისა და სხვა ტკივილი.
ჩაეწერეთ წინასწარ +995 32 2 11 20 20
თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.