სიახლეები
30 მაისი არის გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად თანამედროვე მსოფლიოს მიერ.
ეს არის დღე გლობალური სოლიდარობის, ცნობიერების ამაღლებისა და ერთიანობის გაფანტული სკლეროზის დამარცხების მიზნით!
რა უნდა ვიცოდეთ გაფანტულ სკლეროზზე?
გაფანტული სკლეროზი არის დავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები ჯერაც უცნობია, ის აზიანებს ნერვული ბოჭკოების მიელინის გარს, რომლითაც ხორციელდება იმპულსის გადაცემა და ყველა შესაძლო გონებრივი თუ ფიზიკური აქტივობის შესრულება.
გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკ ფაქტორებია:
გაფანტული სკლეროზის ძირითადი სახეებია:
დაავადების სიმპტომებია:
აღწერილი სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკა ხორციელდება ექიმის მიერ ჩატარებული კლინიკურ-ფუნქციური შეფასების, თავის და ზურგის ტვინის რადიოლოგიური კვლევის, თავზურგტვინის სითხის, გამოწვეული პოტენციალების კვლევის შედეგების საფუძველზე.
მკურნალობა:
სამკურნალო თერაპია მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ, ასვე სარეაბილიტაციო თერაპიას. მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად:
სარეაბილიტაციო თერაპია;
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტის რეაბილიტაცია უნდა იყოს განხორციელდეს დარგის სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით: ფიზიკური, ოკუპაციური, ენისა და მეტყველების, ჰიდრო, ფსიქო და ნეიროფსიქოთერპევტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექიმ ნევროლოგთან ერთად განხორციელებული ღონისძიებებით, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტს შეამციროს ან აღმოფხვრას დიაგნოზით გამოწვეული ფუნქციური შეზღუდვა, გაზარდოს მისი დამოუკიდებლობა და გააუმჯობესოს სისოცხლის ხარისხის.
კენ ვოლკერის კლინიკაში გახსნის დღიდან ხორციელდება გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით! ჩვენ მზად ვართ კლინიკის ადამიანური და ტექნიკური რესურსი სრულფასოვნად გამოვიყენოთ თქვენს დასახმარებლად!