სიახლეები

მთავარისიახლეები

პირველად საქართველოში, ლოკო-სთეიშენ სისტემა კენ ვოლკერის კლინიკაში!

პირველად საქართველოში, ლოკო-სთეიშენ სისტემა კენ ვოლკერის კლინიკაში!

ამერიკული წარმოების ლოკო-სთეიშენ სისტემა სპეციალურად შეიქმნა სიარულის დარღვევის მქონე პირთათვის და თანაბარი ეფექტურობით გამოიყენება როგორც ბავშვთა, ასევე ზრდსარულთა რეაბილიტაციისათვის.


ლოკო-სთეიშენ სისტემა გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაზიანებების რეაბილიტაციაში, მაგალითად, ინსულტი, თავის ტვინის ტრავმა, ზურგის ტვინის არასრული დაზიანება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ სისტემა ეფექტურია კუნთთა მაღალი ტონუსის - სპასტიურობის მართვისათვის, მაშინაც კი, როდესაც ამ პრობლემის მართვა გართულებულია სპეციფიური მედიკამენტური მკუნალობით.

სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია:

  • სხეულის წონის და ქვემო კიდურებზე ყრდნობის სრული კონტროლი
  • დატვირთის შერჩევის შესაძლებლობა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით
  • სტატიური და დინამიური მართვის ფუნქცია
  • წონასწორობის ცენტრის ცვალებადობის მართვა
  • თერაპიული პროცესის სრულყოფილი უსაფრთხოება
  • სიმარტივე და ეფექტურობა
კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით.


© 2024, kwclinic.ge