არასწორად
შერჩეული ეტლი ხდება სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი სირთულეების გაჩენის მიზეზი, კერძოდ:
- იზღუდება ან სრულად შეუძლებელი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობებში დამოუკიდებლად ჩართვა, როგორიცაა: პირადი ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, საკვების მომზადება და მიღება, თამაში, მაღაზიაში წასვლა და ა.შ.
- რთულდება ეტლის მოხმარება და ეტლით გადაადგილება არ არის უსაფრთხო;
- არასწორად მორგებული ეტლი ხელს უშლის ადამიანს ჯდომის სწორი პოზის შენარჩუნებაში, რაც თავის მხრივ იწვევს დისკომფორტს, ტკივილს, სწრაფად დაღლას და ზრდის ნაწოლების გაჩენის რისკს. ასევე შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის დეფორმაციები - სქოლიოზი ან კიფოზი, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, სუნთქვის გართულება და ა.შ.
- ეტლის მართვა მოითხოვს მომხმარებლისაგან მეტი ენერგიის დანახარჯს;
- ეტლის ყოველდღიური მოხმარება (მაგალითად: დაკეცვა/გაშლა და ტრანსპორტირდება) რთულდება და/ან არააპრაქტიკული ხდება.
შესაბამისად კარგად შერჩეული და მორგებული ეტლი ხელს უწყობს მომხმარებლის ფუნქიური დამოუკიდელობის გაზრდას - შესაბამისად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციას..
როდის
უნდა მივმართოთ ეტლის სპეციალისტს?
უმეტესად ეტლის მომსახურების სპეციალისტს მიმართავენ როდესაც ეტლის მომხმარებელი მიიღებს ან იყიდის ეტლს, თუმცა მოცემული მომსახურების სპეციალისტის ჩართვა, მეტად ხელსაყრელია არა იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი მიიღებს ეტლს, არამედ იმ დროიდან როდესაც პირს გაეწევა ეტლის გამოყენების რეკომენდაცია. ეს შესაძლებლობას მისცემს სპეციალისტსა და ეტლის მომხმარებელს შესაბამისი ეტლის შერჩევის და შემდგომ მისი, ადამიანის საჭიროებებზე უფრო ეფექტურად მორგებას.
რა
ნიშნავს ეტლის მორგების მომსახურება?
ეტლის მომსახურება გულისხმობს, ეტლის მომხმარებლის (დახმარებას არსებული ხელმისაწვდომი ეტლებიდან მისთვის შესაბამისი ეტლის მოძებნაში. ის შედგება 8 საფეხურისაგან, ესენია:
- მომართვა და შეხვედრა, მომართვის შემდეგ სპეცილისტი ხვდება ეტლის მომხმარებელსა და მის წარმომადგენელს. ატარებს პირველად ინტერვიუს და ადგენს მომართვის მიმზეზსა და საჭიროებებს; აგროვებს ინფორმაციას, იმ გარემოს შესახებ, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.
- შეფასება - ინტერვიუს ჩატარების შემდგომ სპეციალისტი აფასებს ეტლის მომხარებელის ფიზიკურ შესაძლებლობებს (სხეულის პოზა, სახსრების მოძრაობის სიფართეს, წონასწორობა და ა.შ.); ასევე აფასებს არსებული ეტლისა და ბალიშის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მდგომარეობასა და თვისებებს.
- შერჩევა - შეფასების შემდეგ ეტლის მომხმარებელი და მომსახურების სპეციალისტი ერთად შეარჩევენ ეტლს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით (სურვილისამებრ ქვეყნის გარეთ) ხელმისაწვდომია და მაქსიმალურად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს (პირის შესაძლებლობების, გარემოსა და ფუნქციური დატვირთვის).
- დაფინანსება და შეკვეთა - იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ეტლის ტიპი ხელმისაწვდომია ქვეყნის მაშტაბით, სპეციალისტი აკვალიანებს თუ როგორ არის შესაძლებელი მოცემული ეტლის ვაუჩერის ან დაფინანსების მიღება. თუ შერჩეული ეტლი ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებში და ეტლის მომხმარებელს სურს საკუთარი ფინანსებით შერჩეული ეტლის მიღება, სპეციალისტი, საჭიროებიდან გამომდინარე, ეხმარება მოცემულ პროცესის (მიმოწერის, მოლაპარაკების) განხორციელებაში.
- პროდუქტის მომზადება - ეტლის მიღების/შეძენის შემდგომ, სპეციალისტი შეაფასებს, არის თუ არა რაიმე ტიპის ქარხნული წუნი; მოამზადებს ეტლს აღებული სხეულის ზომების შესებამისად (მაგალითად ხსეულის ზომის შესაბამისად დაარეგულირებს სატერფულებს, ეტლის ხახელურებს და ა.შ.) და მოარგებს შერჩეულ ბალიშს.
- მორგება - გამზადებული და ზომაზე დაყენებული ეტლს სპეციალისტი არგებ უკვე უშუალოდ პირს. ეტლში ჩაჯდომის და მოსინჯვის შემდგომ სპეციალისტი განიხილავს ეტლის მომხმარებელთან ერთად თუ რამდენად კომფორტული და პრაქტიკულია ეტლი მისთვის; აფასებს თუ რამდენად ზომის შესაბამისია და რამდენად ფუნქციურად იყენებს ეტლის მომხმარებელი ახლად მორგებულ ეტლს. საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები, მანამ სანამ პირი არ იქნება კმაყოფილი.
- ეტლის მომხმარებლის ტრენინგი - მორგების ეტაპის დასრულების შემდეგ სპეციალისტი ასწავლის ეტლის მომხმარებელს, თუ როგორ მართოს სწორად ეტლი, გადალახოს მინიმალური ბარიერები უსაფრთხოდ და როგორ გადაჯდეს ეტლის ზედაპირიდან სხვა (მაგ: ლოგინზე, სავარძელზე ან მანქანაში) ზედაპირზე. ასევე ეტლის მომხმარებელსა და ოჯახის წევრებს ასწავლის კიბეზე ეტლის მომხმარებლის უსაფრთხოდ აყვანისა და ჩამოყვანის ტექნიკებს.
- მოვლა შეკეთება და გადაფასება
- და ბოლოს ასწავლის ეტლის/ბალიშის მოვლისა და შეკეთების ტექნიკებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ეტლისა და ბალიშის ნაადრევად დაზიანებასა მწყობრიდან გამოსვლას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეტლის მომსახურება ამ ეტაპზე არ მთავრდება. ეტლის მომხმარებლის სახლში გაშვების შემდგომ, სპეციალისტი გარკვეული პერიოდულობით ეხმიანება ეტლის მომხმარებელსა და ან მის ოჯახის წევრს და ადგენს თუ როგორ მოიხმარენ მათ მიერ შერჩეულს და მორგებულ ეტლს. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი კიდევ ერთხელ ხვდება მათ და შეაქვს ცვლილებები, წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე.
სად
შეიძლება მოცემული მომსახურების მიღება?
არსებული მომსახურება შესაძლებელია იმ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომელსაც ყავს ეტლის მომსახურების სერტიფიცირებული სპეციალისტი.
კენ ვოლკერის კლინიკაში შესაძლებელია ინდივიდუალური საჭიროებების გათავალისწინებით, არსებული მომსახურების მიღება.