სიახლეები

მთავარისიახლეები

გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანისა და ლილი ვებსტერის ვიზიტი კენ ვოლკერის კლინიკაში

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ა.წ.  მაისის თვეში,

USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპევტების გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანისა და  ლილი ვებსტერის ვიზიტი.

სტუმრებმა კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტებისათვის ჩაატარეს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი: “მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირებამდე და ენდოპროტეზირების შემდგომი რეაბილიტაცია”, „სქოლიოზი, სქოლიოზის რეაბილიტაცია“ და  „ ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების კლინიკურ-ფუქნციური შეფასება და ნეირორებილიტაციის ძირითადი ასპექტები“.  ტრენინგი მოცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ პრე და პოსტტესტირება, მიღებული ცოდნის შეფასების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სპეციალისტები ასევე აკვირდებოდნენ კლინიკის მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდის პაციენტებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესს, მონაწილეობდნენ გუნდურ განხილვებსა და სარეაბილიტაციო გეგმების დასახვის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ  ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპევტები, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში" 3 წლის განამვლობაში პერიოდულად ახორციელებდნენ  კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტების გადამზადებას, სამუშაო პროცესზე დაკვირვებას. მაისის ვიზიტის საბოლოო ანგარიშის წარდგენისას კლინიკის თერაპევტებმა მიიღეს  მაღალის შეფასება.


© 2020