სიახლეები

მთავარისიახლეები

უფასო გასინჯვების კვირეული

კენ ვოლკერის კლინიკაში, ნოემბერი ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამიტომ კლინიკა გთავაზობთ უფასო გასინჯვების კვირეულს.

ზრდასრულებს უფასო კონსუტლაციის გავლა შეგეძლებათ 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით.

მსოფლიოში ყოველდღიურად 15 000 000-მდე ადამიანს ემართება ინსულტი. საქართველოში ინსულტის დიაგნოზი წლის განმავლობაში დაახლოებით 17000 ადამიანს უფიქსირდება.

აღნიშნული შემთხვევების თითქმის ნახევარი, იწვევს შეზღუდულ შესაძლებლობას, ასევე მაღალია ამ დიაგნოზით გარდაცვალების რიცხვი.

პრობლემის აქტუალურობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ა.წ. ნოემბრის თვე გამოაცხადა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ.

ჩვენი კლინიკაც უერთდება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და შეეცდება დაგეხმაროთ ინსულტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაში.

ინსულტს წარმოადგენს სისიხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რაც იწვევს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანებას და ვლინდება სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით.

ინსულტის განვითარების ძირითადი ნიშნები:

  • სახის ასიმეტრია
  • კიდურების დაბუჟება/ძალის დაკარგვა
  • მეტყველების გაძნელება/მოშლა

მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას არ დაკარგოთ დრო, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

დროულად აღმოჩენილი დახმარება და სწორი მკურნალობა გადაარჩენს თქვენს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს და შემაცირებს შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების რისკს.

ინსულტის კლინიკური ნიშნებია ასევე:

  • თავის ტკივილი, თავბრუ
  • გულისრევა, ღებინება
  • მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა
  • მხედველობის ველის გამოვარდნა
  • წონასწორობის დარღვევა
  • ემოციური ლაბილობა
  • ცნობიერების დაბინდვა
  • და ა.შ

რა არის ინსულტის რისკ-ფაქტორები?

  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები( არტერიული ჰიპერტენზია, სხვადასხვა ტიპის არითმია და ა.შ);
  • დიაბეტი
  • სიმსუქნე
  • მაღალი ქოლესტერინი
  • 65 წელზე მაღალი ასაკი
  • შავკანიანი რასა
  • დატვირთული ოჯახური ანამნეზი
  • თამბაქო/ალკოჰოლი/ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება
  • ძილის აპნოე
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • ანამნეზში გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორულ იშემიური შეტევა (TIA)
  • სიხლის შედედების სხვადასხვა ტიპის დარღვევები, სხვა ჰემატოლოგიუირ პათოლოგიები
  • სისხლძარღვოვანი ანომალიები (AVM,კავერნომა,ანევრიზმა ).

ჩაეწერეთ წინასწარ +995 32 2 11 20 20

თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.

© 2024, kwclinic.ge