სიახლეები

მთავარისიახლეები

სარეაბილიტაციო სერვისები კენ ვოლკერის კლინიკაში

სარეაბილიტაციო სერვისები კენ ვოლკერის კლინიკაში

კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა 2020 წლიდან ფუნქციონირებს. კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებითა და პროფესიონალებით. აქ დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. შედეგად კლინიკა მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის ბავშვებსა და ზრდასრულებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი.

კენ ვოლკერის კლინიკაში ზრდასრულთა მიმართულება გთავაზობთ შემდეგი მდგომარეობების რეაბილიტაციასა და სერვისებს:

  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;
  • ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა;
  • ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობა;
  • ზურგის ტვინის სხვა დაზიანებები;
  • პარკინსონის დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის მონო და პოლინეიროპათია;
  • პერიფერიული ნერვების ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობა;
  • ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
  • ტკივილის სინდრომის მართვა, მათ შორის ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული კისრისა და წელის ტკივილი;
  • საცხოვრებელი და სამუშო გარემოს ადაპტირება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და სხვ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა.

კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4

კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე

ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულებით კენ ვოლკერის კლინიკა გვთავაზობს შემდეგი ტიპის მომსახურებას:

  • ნევროლოგისა და ექიმ რეაბილიტოლოგის კონსულტაციას;
  • ფიზიკურ თერაპიას;
  • ოკუპაციურ თერაპიას;
  • ენისა და მეტყველების თერაპიას;
  • ფსიქოთერაპიას;
  • ხელოვნების (არტ) თერაპიას;
  • ფსიქო-სოციალურ თერაპიას;
  • აქვათერაპიას;
  • რობოთერაპიას;
  • ე.წ. ელექტროთერაპიას
  • დამხმარე საშუალებების შერჩევას, დამზადებასა და გამოყენების სწავლებას;
  • საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მორგება-ადაპტირებას.

ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით კენ ვოლკერის კლინიკა გთავაზობთ შემდეგი მდგომარეობების რეაბილიტაციასა და სერვისებს:

  • განვითარების შეფერხება ბავშვებში;
  • ცერებრული დამბლა;
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები;
  • ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები;
  • ნერვკუნთოვანი დაავადებები;
  • განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები;
  • ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები;
  • სქოლიოზები

2023 წლიდან კენ ვოლკერის კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტები ფინანსდებიან 80%, 90% ან 100%-ით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად, პირველ ეტაპზე, საჭიროა კონსულტაცია ნევროლოგთან

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეაბილიტაცია ფინანსდება თუ:

ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემთხვევაში, თუ დიაგნოზიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი და პაციენტი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, რეაბილიტაციის კურსი დაფინანსდება.

100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ :

• სოციალურად დაუცველები
• ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები
• დევნილები
• მასწავლებლები
• სახალხო არტისტები
• ვეტერანები

90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ :
• ბ.ა-საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან )

80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:
• გ.ა-შშმ სტატუსის მქონე პირები
• გ.ბ-სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები)

იმ შემთხვევაში თუ პაციენტი პროგრამაში ვერ ჩაერთვება, ინდივიდუალური დაფინანსების მიღება შესაძლებელია მერიის, გამგეობისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან. ამისათვის საჭიროა ფორმა N100 და კალკულაცია, რომლებიც ელექტრონულად უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის პორტალზე.

რეგიონების მოსახლეობამ განაცხადი უნდა შეავსოს შესაბამისი რეგიონის მერიასა ან გამგეობაში. უმისამართო მოქალაქეების დაფიანსების მოთხოვნა იგზავნება თბილისის მერიაში.

-ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულების ნევროლოგები არიან:

ირაკლი ნატროშვილი- კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.პროფესიით არის ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.

მაია ტალახაძე-ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში, იმავდროულად, ადრეული და მოზარდი ასაკის ბავშვების ნევროლოგიურ დაავადებათა მართვაში.

ხათუნა დავითულიანი-ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 34-წლიანი სამუშაო გამოცდილება.საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციისა და საქართველოს ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის წევრი.

-ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ნევროლოგები არიან:

სოფიკო შაგიძე - კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი. პროფესიით ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის“ ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია.

თეონა სარიშვილი - განათლება მიღებული აქვს ბელარუსიის რესპუბლიკის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში (ბელმაპო)— კლინ. ორდინატურა ნევროლოგიის განხრით. 2011-2016 წლებში 2018-2020 წლებში ქალაქ მინსკის მე-5 კლინიკის ექიმი-კლინ.ორდინატორი-ნევროლოგი გახლდათ.

რუსუდან ქამხაძე - სერთიფიკატი-სპეციალობა ნევროლოგია. 2010-2018 წლებში მუშაობდა ქართულ-იტალიურ პოლიკლინიკაში, ნევროლოგის პოზიციაზე. 2023 წლიდან დღემდე კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის ნევროლოგ რეაბილიტოლოგი და კლინიკა „ჯერარსისა“ და „ღუდუშაურის“ გადაუდებელი მედიცინის ექიმია.


© 2024, kwclinic.ge