კენ ვოლკერის კლინიკა

განვითარებული შესაძლებლობები

მიმართულებები

ბავშვთა რეაბილიტაცია

18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპეციალისტების გუნდი გთავაზობთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის - სხვადასხვა ნევროლოგიური, ორთოპედიული, პოსტოპერაციული მდგომარეობების რეაბილიტაციისა და ზოგადგამაჯანსაღებელ - პროგრამას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ზრდასრულთა რეაბილიტაცია

სხვადასხვა ნევროლოგიური თუ ორთოპედიული პრობლემის მქონე ზრდასრულ პირებს გთავაზობთ სრულფასოვან რეაბილიტაციას მულტიდისციპლინური პროგრამით.

დამხმარე საშუალებების ლაბორატორია

მომსახურების სრულ პაკეტში შედის: ხელისა და ფეხის ორთეზების, ეტლისა და ადაპტირებული ავეჯის ინდივიდუალური შერჩევა, დამზადება, მორგება და გამოყენების სწავლება.

გარემოს მორგება და ადაპტაცია

გთავაზობთ საჯარო დაწესებულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ბინისა და სახლის მორგებას/ადაპტაციას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

სპორტული რეაბილიტაცია

მიმართულება გთავაზობთ ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის ჯანმრთელობის სკრინინგს, ტრავმული დაზიანებების პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

სიახლეები

ყველა სიახლე(19)

გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანისა და ლილი ვებსტერის ვიზიტი კენ ვოლკერის კლინიკაში

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ა.წ.  მაისის თვეში, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპევტების გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანისა და  ლილი ვებსტერის ვიზიტი. სტუმრებმა კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტებისათვის ჩაატარეს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი: “მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირებამდე და ენდოპროტეზირების შემდგომი რეაბილიტაცია”, „სქოლიოზი, სქოლიოზის რეაბილიტაცია“ და  „ ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების კლინიკურ-ფუქნციური შეფასება და ნეირორებილიტაციის ძირითადი ასპექტები“.  ტრენინგი მოცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ პრე და პოსტტესტირება, მიღებული ცოდნის შეფასების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სპეციალისტები ასევე აკვირდებოდნენ კლინიკის მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდის პაციენტებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესს, მონაწილეობდნენ გუნდურ განხილვებსა და სარეაბილიტაციო გეგმების დასახვის პროცესში. აღსანიშნავია, რომ  ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპევტები, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში" 3 წლის განამვლობაში პერიოდულად ახორციელებდნენ  კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტების გადამზადებას, სამუშაო პროცესზე დაკვირვებას. მაისის ვიზიტის საბოლოო ანგარიშის წარდგენისას კლინიკის თერაპევტებმა მიიღეს  მაღალის შეფასება.

ჯგუფური ფიზიკური თერაპიის მიზანი და მნიშვნელობა

ონლაინ ლექცია! ჯგუფური ფიზიკური თერაპიის მიზანი და მნიშვნელობა - არსებული პროგრამა, როგორც ინოვაცია საქართველოში. ლექციას გაუძღვებიან: ნინო რუხაძე - კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელი. ელისო მურვანიძე - კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა მიმართულების ფიზიკური თერაპევტი. დაინტერესებულ პირებს გეძლევათ საშუალება სპიკერისთვის განკუთვნილი თქვენი შეკითხვები პოსტის ქვეშ, კომენტარების სახით დაგვიტოვოთ, ან მოგვწეროთ გვერდის პირად შეტყობინებებში. ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 2 ივნისს, 16:00 საათზე.

ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

1 ივნისიდან კენ ვოლკერის კლინიკა იწყებს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელებას. არსებულ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით კენ ვოლკერის კლინიკის ნომერზე: +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 პროგრამაში ჩასართავად დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს: +995 568 12 02 26 ნაბო ქაჯაია

© 2020