კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა

კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ სრულ სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურებას როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

კენ ვოლკერის კლინიკა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

კენ ვოლკერის კლინიკა ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერია.

კლინიკის მთავარი ხედი

Kwclinic.ge

განვითარებული შესაძლებლობები

ვოლკერის კლინიკა

მიმართულებები

ბავშვთა რეაბილიტაცია

18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპეციალისტების გუნდი გთავაზობთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის - სხვადასხვა ნევროლოგიური, ორთოპედიული, პოსტოპერაციული მდგომარეობების რეაბილიტაციისა და ზოგადგამაჯანსაღებელ - პროგრამას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ზრდასრულთა რეაბილიტაცია

სხვადასხვა ნევროლოგიური თუ ორთოპედიული პრობლემის მქონე ზრდასრულ პირებს გთავაზობთ სრულფასოვან რეაბილიტაციას მულტიდისციპლინური პროგრამით.

დამხმარე საშუალებების ლაბორატორია

მომსახურების სრულ პაკეტში შედის: ხელისა და ფეხის ორთეზების, ეტლისა და ადაპტირებული ავეჯის ინდივიდუალური შერჩევა, დამზადება, მორგება და გამოყენების სწავლება.

გარემოს მორგება და ადაპტაცია

გთავაზობთ საჯარო დაწესებულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ბინისა და სახლის მორგებას/ადაპტაციას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

სპორტული რეაბილიტაცია

მიმართულება გთავაზობთ ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის ჯანმრთელობის სკრინინგს, ტრავმული დაზიანებების პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

სიახლეები

ყველა სიახლე(58)

ინსულტის შემდგომი ვარჯიშები

ინსულტი თავის ტვინის სისხლი მიმოქცევის მოშლა, რომელიც ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების მიზეზი ხდება, სრულად ცვლის პაციენტისა და მისის ოჯახის წევრების ცხოვრებას. ინსულტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ინსულტის განვითარებისას, კიდურების სრული ან ნაწილობრივი მოძრაობის შეზღუდვის გარდა, ვლინდება მგრძნობელობის დაქვეითება ან სრული გაქრობა, უსიამოვნო შეგრძნებები, დაბუჟება, ტკივილი სახსრებში, კუნთთა დაჭიმულობა, მეტყველების და აღქმის დარღვევა. ერთ-ერთ ხშირ ჩივილის, ინსულტის განვითარების შემდეგ, წარმოადგენს ტკივილი პარეზულ/პლეგირებულ ზემო კიდურში, უპირატესად მხრის არეში, რაც უპირატესად ვლინდება კიდურის გამოძრავების მცდელობისას, თუმცა ზოგჯერ არის მოსვენებულ მდგომარეობაშიც. ინსულტი გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე, ამიტომ გამოჯანმრთელების პროცესი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და მედიკამენტების მიღებასთან ერთად მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს, როგორიცაა სწორი კვება ინსულტის დროს, ფიზიკური თერაპია, მასაჟები. ინსულტის შემდგომი ვარჯიშები წარმოადგენს ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რადგან იგი ეხმარება პაციენტს დაკარგული ფუნქციების აღდგენასა და ჩვეული ფიზიკური მდგომარეობის დაბრუნებაში. ინსულტის შედეგები სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა ძირითადი დარღვევები მოიცავს: კიდურების სისუსტე ან დამბლა; მგრძნობელობის დარღვევა; თითების მოტორული უნარების პრობლემა; ინსულტის შემდგომი სპასტიურობა; კუნთების ტონუსის დაქვეითება; მოძრაობების კონტროლის ან კოორდინაციის პრობლემები; მეტყველების და ყლაპვის პრობლემები; მომატებული დაღლილობა; ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება; ფსიქოლოგიური პრობლემები. იმისათვის, რომ ტვინმა ხელახლა ისწავლოს და შეძლოს ამ ამოცანების შესრულება, აუცილებელია ახალი ნერვული გზების ფორმირება. ეს მიიღწევა მუდმივად განმეორებადი დავალებების შესრულებით. მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპიის ვარჯიშები, ასევე აქვა თერაპია და ფსიქოთერაპია არის ეფექტური საშუალება, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი და გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ინსულტის შემდგომი ვარჯიშებით შესაძლებელია თავის მოვლისა და დამოუკიდებელი მოძრაობის უნარების დაბრუნება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ნორმალიზება და კოგნიტიური ფუნქციების აღდგენა. ინსულტის შემდგომი ვარჯიშები ინსულტით განპირობებული კუნთური სისუსტის გამო, ხდება მხრის სახსრის ნაწილობრივი ან სრული დისლოკაცია - სწორი მდებარეობის დარღვევა. მხრის სახსრის პოზიციონირების დარღვევა (მათ შორის ნაწილობრივ ან სრულ ქვეამოვარდნილობამდე) ვითარდება ინსულტის მწვავე ფაზაშივე, დიაგნოზის განვითარებით 1-3კვირაში და არასწორი ან დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში მძიმდება, სახსარში შეუქცევადი პროცესების განვითარებამდე. ინსულტის შემდგომ ზემო კიდურში გამოვლენილი კუნთური სისუსტე ხშირად თანმხლებია მომატებული დაჭიმულობით - სპასტიურობით, რომელიც ხელს უშლის კიდურისთვის სწორი პოზიციის შერჩევას. ასევე აღსანიშნავია პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში კიდურის სიმძიმე და მისი კონტროლის შეუძლებლობა, დაზიანება შეიძლება მოხდეს წოლის, ჯდომის ან წამოყენების დროს. აღწერილი გართულების თავიდან აცილების და პაციენტის მდგომარეობის სწრაფი ფუნქციური გაუმჯობესებისათვის, აუცილებელია დროული სწორი სარეაბილიტაციო ღონისძიებები განხორცილება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ პაციენტი გარკვეული მიზეზის გამო ვერ იწყებს სარეაბილიტაციო თერაპიას პროფესიონალ გუნდთან ერთად, მან და ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ ის მარტივი და სასარგებლო რჩევები, რაც თავიდან აარიდებთ მათ მსგავსი გართულების განვითარებისგან. ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი ადრეული და სწორი რეაბილიტაციის არის პაციენტის სწორი პოზიციონირება და მობილობა საწოლში: მცდარია ცნება იმის შესახებ, რომ პარეზულ ან პლეგირებულ მხარეს პაციენტის წოლა არ შეიძლება. პირიქით, აღნიშნული აუცილებელიცაა, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დაზიანებულ მხარეს წოლისას გათვალისწნებულ უნდა იქნას ხანგრძლივობა და სწორი პოზიცია. ე.წ დაზიანებულ მხარეს წოლის დრო მერყეობს 15-30წთ-მდე. საწოლში პოზიციის ცვლილების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა 1,5-2სთ-მდე დრო, თუმცა ეს დრო შეიძლება შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაწოლების განვითარების თავიდან აცილების მიზნით. პარეზულ/პლეგირებულ მხარეს წოლისას: თავი ეყრდნობა ბალიშს, პარეზული კიდური დევს წინ ხელისგულით ზემოთ, დაუზიანებელი კიდური თავსდება ბალიშზე, დაუზიანებელი ფეხი მოხრილი ბარძაყზე და მუხლზე, მოთავსებულია ბალიშზე, არ ედება პარეზულ ქვემო კიდურს, ბალიშები მოთავსებულია ზურგს უკან და ფეხებს შორის. დაუზიანებელ მხარეს წოლისას: თავი ეყრდნობა ბალიშს, პარეზული/პლეგირებული მკლავი ეყრდნობა 2 ბალიშს, ფეხი მოხრილი ბარძაყზე და მუხლზე, ბალიშები მოთავსებულია ზურგს უკან და ფეხებს შორის. აღნიშნული რჩევები გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ჯდომისას, დაზიანებული ზემო კიდურის დაცვის და ჯდომის სწორი პოზიციის მიღებისათვის. გახსოვდეთ პაციენტის სკამიდან ან ლოგინიდან წამოყენებისას, არასოდეს დაქაჩოთ დაზიანებული კიდური!!!! ასევე, აუცილებელია ისეთი დამხმარე საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ზემო კიდურის სწორ პოზიციონირებას მისი დგომისა და სიარულის დროს. მხრის ტკივილთან ერთად, ინსულტით გამოწვეული კუნთთა მომატებული ტონუსის გამო, ხშირად ვხდებით სხივ მაჯისა და თითების მოხრით პოზიციას. ამ შემთხვევაშიც დიდი როლი ექცევა კიდურის სწორ პოზიციონირებას! დამხმარე საშუალებების გამოყენება განუყოფელი ნაწილია პაციენტის ფუნქციური აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესის. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ აღნიშნული საშუალებების ეფექტური და სწორი გამოყენებისთვის მათი მორგება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სპეციალისტთან ერთად. ინსულტის დიაგნოზი არ არის განაჩენი. დროული და სწორი სარეაბილიტაციო ღონისძიებებით, დამხმარე საშულებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია პაციენტის მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის მიღწევა! გახსოვდეთ, რომ დროულად დაწყებული რეაბილიტაცია საშუალებას გაძლევთ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. მაშინაც კი, თუ არსებული ფიზიკური შეზღუდვის სრული აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.

კვება ინსულტის დროს

კვება ინსულტის დროს გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან სწორად შერჩეული რაციონი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის აღდგენის პროცესში და ხელს უწყობს განმეორებითი ინსულტის პრევენციას იგი შეირჩევა ინდივიდუალურად. მიუხედავად ინსულტის სახისა(იშემიური, ჰემორაგიული) კვება მსგავსია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვების რაციონი, საკვების კონსისტენცია, მიღების სახეები და ა.შ უნდა იყოს განსაზღვრული პაციენტის მდგომარეობის, ღეჭვისა და ყლაპვის შესაძლებლობების მიხედვით. ინდივიდუალური კვების გეგმას ადგენს ექიმი რომელიც ითვალისწინებს პაციენტის ორგანიზმის ყველა მახასიათებელს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები! კვების წესები კვება უნდა იყოს რეგულარული, დღეში 4 ჯერ, მცირე ულუფებით, უმჯობესია ერთი და იგივე დროს. ძირითადი კალორიული დატვირთა უნდა მოდიოდეს დილის და შუადღის კვებაზე. ბოლო კვება დაძინებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე. საკვები არ უნდა იყოს ძალიან ცივი ან ცხელი. ჭამის დროს პაციენტი უნდა იყოს მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში. ჭამის შემდგომ სასურველია მინიმუმ 30 წთ განმავლობაში ნახევრად მჯდომარე მდგომარეობის შენარჩუნება. დღიურ რაციონში, კალორიების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2500კკალ-ს, პაციენტის ჭარბი წონის შემთხვევაში – არაუმეტეს 2000-2200 კკალ-ისა. დაბალი წონისას, შესაძლებელია კალორაჟის რამდენადმე ზრდა, 2800კკალ-მდე. ინსულტის დროს, არ არის რეკომენდებული შემდეგი პროდუქტები: შაქარი, მარილი კოფეინის შემცველი სასმელები( ყავა, შავი და მწვანე ჩაი, ენერგეტიკული სასმელები); ალკოჰოლური სასმელები; გაზიანი ტკბილი სასმელები; შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი; შემწვარი პროდუქტები; მარინადები, მწნილები(ფერმენტირებული ბოსტნეული); ცხარე საჭმელი და სანელებლები; ნახევარფაბრიკატები, კონსერვები; ცხიმიანი პროდუქტები (ღორის ქონი, ცხიმიანი ხორცი, ბეკონი, ნაღები, კარაქი); მაიონეზი, მარგარინი; სწრაფი კვების პროდუქტები. რეკომენდებული პროდუქტები: ვეგეტერიანული სუპები; უცხიმო ხორცი, მაგ. ქათმის და ინდაურის; უცხიმო თევზი; რძის ნაწარმი: დაბალი ცხიმიანობით:ხაჭო, მაწონი, კეფირი, ყველი(უმარილო); კვერცხის ცილა; ფაფები: წიწიბურის, შვრიის და ა.შ; ბოსტნეული, ხილი და მწვანილი; მიზანშეწონილია დღეში 400 გ-მდე, ბოსტნეულის და ხილის მიღება, ბოსტნეული უმჯობესია მომზადდეს ორთქლზე ან მოიხარშოს. გასათვალისწინებელია, თანმხლები დაავადებების არსებობა, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც გარკვეული სახის ხილი და პროდუქტები, საერთოდ არ არის რეკომენდებული, მაგ. ყურძენი, ლეღვი) - კვება ასეთ შემთხვევაში აუცილებლად თანხმდება ენდოკრინოლოგთან. ჩირი და თხილეულობა; საკვები ინსულტის დროს დაავადების საწყის ეტაპზე ჩვეული კვება შეიძლება იყოს შეზღუდული ან სრულიად შეუძლებელი. ამ პერიოდში გამოიყენება დაბალანსებული და ადვილად ათვისებადი სპეციალური საკვები ნარევები, რომელიც ყლაპვის ფუნქციის დაქვეითებისას პაციენტს მიეწოდება სამედიცინო ზონდით. ღეჭვის და ყლაპვის ფუნქციის ეტაპობრივი გაუმჯობესების პარალელურად იცვლება საკვების კონსინტენცია (მაგ.დაბლენდერებული მასიდან - დაკეპილამდე, და ა.შ), აღნიშნული ეტაპების გავლაში აქტიურად ჩართულია ოკუპაციური და ენისა და მეტყველების თერაპევტები. ორგანიზმის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია წყლის მიღების რეჟიმი. დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა მიიღოს საკმარისი სითხე სხეულის ნორმალური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. საკვებიდან მიღებული სითხის გარდა დღის განმავლობაში მიღებული სუფთა წყალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,5 ლიტრს. ინდივიდუალურად საჭირო რაოდენობა უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. ინსულტის შემდეგ სათანადო კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის აღდგენასა და რისკების შემცირებაში. საკვების რაციონის მიმართ სწორ მიდგომა ხელს უწყობს სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტურობას. კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052 თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4 კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი -ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე

გაფანტული სკლეროზის დღე

30 მაისი არის გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად თანამედროვე მსოფლიოს მიერ. ეს არის დღე გლობალური სოლიდარობის, ცნობიერების ამაღლებისა და ერთიანობის გაფანტული სკლეროზის დამარცხების მიზნით! რა უნდა ვიცოდეთ გაფანტულ სკლეროზზე? გაფანტული სკლეროზი არის დავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები ჯერაც უცნობია, ის აზიანებს ნერვული ბოჭკოების მიელინის გარს, რომლითაც ხორციელდება იმპულსის გადაცემა და ყველა შესაძლო გონებრივი თუ ფიზიკური აქტივობის შესრულება.  გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკ ფაქტორებია: ასაკი 20-40წელი, თუმცა არსებობს უფრო ახალგაზრდა და გვიანი დასაწყისიც სქესი: ქალებში განვითარების რისკი 3-ჯერ მაღალია; გაფანტული სკლეროზის ოჯახური ანამნეზი; რასა: უპირატესად ჩრდილოეთ ევროპა; ვიტამინ დ-ს დეფიციტი; ავტოიმუნური დაავადებების არსებობა; კლიმატი - გაფანტული სკლეროზი უფრო ხშირია ზომიერი კლიმატის ქვეყნებში - კანადის, შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრიისა და ევროპის ჩათვლით; ჭარბი წონა; თამბაქოს მოხმარება;    გაფანტული სკლეროზის ძირითადი სახეებია: რეციდიულ-რემისიული ფორმა; მეორადად პროგრესული ფორმა; პირველადად პროგრესული ფორმა.  დაავადების სიმპტომებია: მხედველობის დაბინდვა ან გაორება; დაბუჟების, სხვადასხვა არასასიამოვნო ტიპის შეგრძნებების, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა და ა.შ. გაჩენა სხეულის სხვადასხვა ნაწილში; ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა; ზოგადი სისუსტე, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები; კუნთური სპაზმი და დაჭიმულობა; ერთი ან რამდენიმე კიდურის ფუნქციური შეზღუდვა; სექსუალური, ნაწლავური და საშარდე ფუნქციის მოშლა; მეტყველებისა და არტიკულაციის გაძნელება. აღწერილი სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკა ხორციელდება ექიმის მიერ ჩატარებული კლინიკურ-ფუნქციური შეფასების, თავის და ზურგის ტვინის რადიოლოგიური კვლევის, თავზურგტვინის სითხის, გამოწვეული პოტენციალების კვლევის შედეგების საფუძველზე.  მკურნალობა: სამკურნალო თერაპია მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ, ასვე სარეაბილიტაციო თერაპიას. მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: გამწვავების დროს მკურნალობა; რემისიის პერიოდში ჩატარებული მკურნალობა, რომლისთვისაც გამოიყენება რამდენიმე სახის მედიკამენტი. სარეაბილიტაციო თერაპია; გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტის რეაბილიტაცია უნდა იყოს განხორციელდეს დარგის სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით: ფიზიკური, ოკუპაციური, ენისა და მეტყველების, ჰიდრო, ფსიქო და ნეიროფსიქოთერპევტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექიმ ნევროლოგთან ერთად განხორციელებული ღონისძიებებით, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტს შეამციროს ან აღმოფხვრას დიაგნოზით გამოწვეული ფუნქციური შეზღუდვა, გაზარდოს მისი დამოუკიდებლობა და გააუმჯობესოს სისოცხლის ხარისხის. კენ ვოლკერის კლინიკაში გახსნის დღიდან ხორციელდება გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით! ჩვენ მზად ვართ კლინიკის ადამიანური და ტექნიკური რესურსი სრულფასოვნად გამოვიყენოთ თქვენს დასახმარებლად!

© 2024, kwclinic.ge