18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპეციალისტების გუნდი გთავაზობთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის - სხვადასხვა ნევროლოგიური, ორთოპედიული, პოსტოპერაციული მდგომარეობების რეაბილიტაციისა და ზოგადგამაჯანსაღებელ - პროგრამას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
სხვადასხვა ნევროლოგიური თუ ორთოპედიული პრობლემის მქონე ზრდასრულ პირებს გთავაზობთ სრულფასოვან რეაბილიტაციას მულტიდისციპლინური პროგრამით.
მომსახურების სრულ პაკეტში შედის: ხელისა და ფეხის ორთეზების, ეტლისა და ადაპტირებული ავეჯის ინდივიდუალური შერჩევა, დამზადება, მორგება და გამოყენების სწავლება.
გთავაზობთ საჯარო დაწესებულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ბინისა და სახლის მორგებას/ადაპტაციას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.
მიმართულება გთავაზობთ ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის ჯანმრთელობის სკრინინგს, ტრავმული დაზიანებების პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული დაავადებაა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემართება მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, მათ შორის დიდი ნაწილი განმეორებითი ინსულტის რისკის ქვეშ იმყოფება. სტატისტიკის მიხედვით, პირველი ინსულტის გადატანის შემდეგ, თითქმის მეოთხედს ემართება განმეორებითი ინსულტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მაღალია რისკი პირველ წელს. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ინსულტის განმეორების თავიდან აცილებისთვის მისი გამომწვევი მიზეზების ეფექტური მართვა და თანდართული დაავადებების მეთავლყურეობა. რა არის გამეორებითი ინსულტი? განმეორებითი ინსულტი არის მდგომარეობა, როცა ინსულტი ვითარდება მას შემდეგ, რაც ადამიანმა უკვე გადაიტანა პირველი ინსულტი. მეორე ინსულტმა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი დაზიანებები, დაამძიმოს პაციენტის მდგომარეობა, გაზარდოს ინვალიდობის და სიკვდილის რისკი. ყოველი ინსულტი, რომელიც საწყისი ინსულტის შემდეგ ვითარდება, ითვლება განმეორებით ინსულტად. კვლევები აჩვენებს, რომ მრავალჯერადი ინსულტი იწვევს უფრო სერიოზულ დაზიანებებს, რაც ზრდის გართულებების რისკს. ფიზიკური შედეგების გარდა, როგორიცაა დამბლა და მობილობის შეზღუდვა, ბევრი პაციენტი აწყდება კომუნიკაციის სირთულეებს, მეხსიერების დაკარგვას და დეპრესიას, რაც გამოჯანმრთელებას რთულ გზად აქცევს. ინსულტის ძირითადი მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რაც ტვინის ქსოვილისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას ზღუდავს. არსებობს ინსულტის ორი ძირითადი ტიპი: იშემიური ინსულტი ვითარდება, როდესაც იბლოკება თავის ტვინის სისხლძარღვი და სისხლის მიწოდება წყდება. ჰემორაგიული ინსულტი ხდება სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის და სისხლჩაქცევის შედეგად. 80%-ზე მეტ შემთხვევაში ვითარდება იშემიური ინსულტი. განმეორებითი ინსულტი შეიძლება იყოს იგივე ან განხვავებული პირველი ინსულტის ტიპისგან. გამეორებითი ინსულტის გამომწვევი მიზეზები პირველი ინსულტი წარმოადგენს განმეორებითი ინსულტის რისკის ფაქტორს. ზოგადად, განმეორებითი ინსულტის მიზეზები ძირითადად ემთხვევა პირველის გამომწვევ მიზეზებს. მთავარი ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ინსულტის განმეორების რისკს შემდეგია: პირველადი ინსულტის ტიპი და სიმძიმე არაკონტროლირებადი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) არითმია და გულის დაავადებები შაქრიანი დიაბეტი თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ზედმეტი წონა ქოლესტერინის მაღალი დონე ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ასაკი გენეტიკური წინასწარგანწყობა გამეორებითი ინსულტის თავიდან აცილების გზები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმეორებითი ინსულტის რისკის ფაქტორების მართვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ხელახალი განვითარება. რეგულარული სამედიცინო შემოწმება საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს შესაძლო პრობლემები და დაიწყოს მათი დროული მკურნალობა. ცხოვრების წესის შეცვლამ, როგორიცაა ჯანსაღი დიეტა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, სტრესის მართვა, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს განმეორებითი ინსულტის რისკი. პრევენცია წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს ინსულტის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ინსულტი, სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმეორებითი ინსულტის თავიდან აცილებისთვის. რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უწყობენ განმეორებითი ინსულტის რისკის შემცირებას, მოიცავს: არტერიული წნევის კონტროლი: წნევის რეგულარული მონიტორინგი. მაღალი წნევის დასასტაბილურებლად ექიმის რეკომენდაციით შესაბამისი მედიკამენტების მიღება. ასევე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა, ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება და, სადაც შესაძლებელია, აქტიური ცხოვრების წესის დანერგვა. ქოლესტერინის დონის შემცირება: ჯანმრთელი დიეტა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების მიღება. მოციმციმე არითმიის (არარეგულარული გულისცემის) მართვა: პერიოდული კვლევების ჩატარება და მედიკამენტების მიღება გულის ნორმალური რიტმის აღდგენისათვის. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული პროცედურა გულის ნორმალური რიტმის აღსადგენად. მავნე ჩვევებზე უარის თქმა: თამბაქოს მოხმარება აორმაგებს ინსულტის განვითარების რისკს, ამიტომ მისი მოხმარება უნდა შეწყდეს. ასევე, ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება ან გამორიცხვა ამცირებს ინსულტის რისკს. ჯანსაღი კვება და წონის მართვა: კვების რაციონში უნდა იყოს მეტი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, ასევე სახლში დამზადებული პროდუქტი, ნაკლები მარილი, შაქარი და ცხიმი. მარილის შემცირება ეხმარება არტერიული წნევის კონტროლს, ხოლო ცხიმის შემცირება ხელს უწყობს წონის კორექციას. წონის დაკლება დადებითად მოქმედებს არტერიული წნევაზე და სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებაზე. მოძრაობა და რეგულარული ფიზიკური აქტივობა: ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ყოველდღიურად. რეგულარული ვარჯიში აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ყოველდღიურად ნახევარი საათი ფეხით სიარული ამცირებს ინსულტის რისკს. დრო შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. დიაბეტის მართვა: სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და შესაბამისი დიეტა. სტრესის მართვა: დეპრესიისა და სტრესის მართვა ფსიქოლოგის დახმარებით და/ან მედიკამენების გამოყენებით. სამედიცინო კონტროლი: რეგულარული სამედიცინო ვიზიტები ექიმთან გადამწყვეტია. ეს საშუალებას მისცემს ექიმებს აკონტროლონ რისკის ფაქტორები და საჭიროებისამებრ შეცვალონ მკურნალობის გეგმები. ცვლილებების ადრეული გამოვლენა შეიძლება დაეხმაროს განმეორებითი ინსულტის თავიდან აცილებას. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია: პირველი ინსულტის გადატანის შემდგომ აუცილებელია სრულფასოვანი რეაბილიტაცია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია სპეციალურ კლინიკებში, მრავალფუნქციური გუნდის და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. ამ რეკომენდაციების დაცვა ამცირებს განმეორებითი ინსულტის რისკს და ხელს უწყობს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას. გამეორებითი ინსულტის სიმპტომები და დიაგნოზი განმეორებითი ინსულტის სიმპტომები შეიძლება იყოს პირველი ინსულტისას გამოვლენილი ნიშნების მსგავსი, როგორიცაა უეცარი სისუსტე, კიდურების დაბუჟება, მეტყველების გაძნელება, მხედველობის პრობლემები, თავბრუსხვევა და ინტენსიური თავის ტკივილი. ინსულტის დროს დროული რეაგირება კრიტიკულია. სწრაფი მოქმედება, სწორი დიაგნოზი და მკურნალობა შეიძლება დაეხმაროს ტვინის ქსოვილის გადარჩენას და შედეგების შესუსტებას. ინსულტის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება სხვადასხვა გამოკვლევი და პაციენტის ისტორია. მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), ასევ ანგიოგრაფია რომელიც გამოიყენება სისხლძარღვების მდგომარეობის დასადგენად. ინსულტის შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია ინსულტის მკურნალობაში პირველი საათები უმნიშვნელოვანესია. იშემიური ინსულტის დროს იყენებენ თრომბოლიზის მედიკამენტებს თრომბის დასაშლელად, ხოლო თრომბექტომია არის პროცედურა მათი ქირურუგიული გზით მოცილები მიზნით. ორივე მეთოდს შეუძლია სისხლის ნაკადის აღდგენა და ტვინის დაზიანების შეზღუდვა. ჰემორაგიული ინსულტის დროს კი, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ქირურგიული ოპერაციები სისხლდენის შესაჩერებლად ან დაზიანებული სისხლძარღვების აღსადგენად. ინსულტის გადატანის შემდეგ, სრულფასოვანი რეაბილიტაცია აუცილებელია. თერაპიის ძირითადი კომპონენტები მოიცავს: მედიკამენტოზური თერაპია და ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი, ახალი ინსულტის რისკის შესამცირებლად. ფიზიოთერაპია: სპეციალური სავარჯიშო პროგრამა მობილობი, მოძრაობის და ძალის აღდგენასა და გაძლიერებისთვის. ენისა და მეტყველების თერაპია: მეტყველებისა და ყლაპვის უნარების გაუმჯობესება. ოკუპაციური თერაპია: პაციენტის უნარების განვითარება ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად. ფსიქოლოთერაპია: ფსიქოლოგიური მხარდაჭერა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ემოციური სტრესის დაძლევაში. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც პაციენტი, მისი ოჯახი და ექიმები ერთიან გუნდად მუშაობენ. ეს თანამშრომლობა ეხმარება პაციენტს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების დასახვაში და მათი მიღწევის პროცესში. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფესიის კვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები ნევროლოგიის მიმართულებით და აქვთ ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება. კლინიკაში ხორციელდება ინსულტის დიაგნოზის მქონე პაციენტების სრული სარეაბილიტაციო მომსახურება მულტიდისციპლინური პროგრამით, მათი ინდივიდუალური მდგომარეობასა და საჭიროებებების გათვალისწინებით. ექიმებისა და თერაპევტების გუნდი მუშაობს, რათა პაციენტებმა სწრაფად და ეფექტურად გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა თანამედროვე მეთოდებისა და მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052
რა არის ინსულტი? ინსულტი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარი მწვავე დარღვევით. ლათინური სიტყვა "insultus" ნიშნავს "დარტყმას" ან "შეტევას". დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირება, რის შედეგადაც ტვინის ქსოვილს არ მიეწოდება ჟანგბადი და აუცილებელი საკვები ნივთიერებები. სისხლის ნაკადის შეჩერებამ თუნდაც რამდენიმე წამით შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედების დაზიანება. დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია სისხლის ნაკადის დარღვევის არეალზე. შესაძლებელია მოხდეს ტვინის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, ან დიდმა ტერიტორიულმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრმა შეუქცევადი შედეგები. ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური ინსულტი – გამოწვეულია თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით, რაც შესაძლოა თრომბმა გამოიწვიოს. ჰემორაგიული ინსულტი – გამოწვეულია თავის ტვინში სისხლჩაქცევით, როდესაც დაზიანებული სისხლძარღვის კედელი სკდება და იწყება ტვინში სისხლდენა. ეს შესაძლოა განვითარდეს მაღალი არტერიული წნევის, ანევრიზის გასკდომის ან სხვა კოაგულაციური დარღვევების შედეგად. სტატისტიკურად, უფრო გავრცელებულია ინსულტის იშემიური ფორმა, ვიდრე ჰემორაგიული. ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორები ინსულტის რისკ-ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) გულის დაავადებები შაქრიანი დიაბეტი ჭარბი წონა, კვებითი დარღვევები თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მაღალი ქოლესტერინი გენეტიკური წინასწარგანწყობა ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა კონტრაცეპტივების გამოყენება ქალბატონებში ძილის აპნოე, ანუ ხვრინვის დროს ძილში სუნთქვის გაჩერება ძლიერი სტრესი ინსულტის ძირითადი სიმპტომები ინსულტის ამოცნობა სწრაფი რეაგირებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: სახის ასიმეტრია (მაგ., პირის კუთხის ჩამოშვება) ერთი ან რამდენიმე კიდურის ფუნქციის შეზღუდვა, სისუსტე ან მოძრაობის უნარის სრული მოშლა მეტყველების დარღვევა ან სირთულე სიტყვების წარმოთქმაში უეცარი დაბინდული ხედვა ან მხედველობის დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში უეცარი ძლიერი თავის ტკივილი უცნობი მიზეზით თავბრუსხვევა, გულისრევა, გონების დაკარგვა F.A.S.T. მეთოდი ინსულტის ადრეული ამოცნობისთვის გამოიყენება F.A.S.T. მეთოდი: Face (სახე): მოსთხოვეთ ადამიანს გაღიმება და შეამოწმეთ სახის ასიმეტრია. Arms (მკლავები): მოსთხოვეთ ორივე მკლავის აწევა. შესაძლოა ერთი მკლავი ვერ აწიოს. Speech (მეტყველება): მოსთხოვეთ მარტივი ფრაზის წარმოთქმა და შეამოწმეთ, შეუძლია თუ არა გარკვევით საუბარი. Time (დრო): თუ შეამჩნევთ ერთ-ერთ ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ინსულტის პრევენცია ინსულტის პრევენციისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და რისკ-ფაქტორების ეფექტური მართვა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის რისკს: დაბალანსებული დიეტა: იკვებეთ ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულითა და ცილებით მდიდარი საკვებით. შეამცირეთ მარილისა და შაქრის მიღება. რეგულარული ფიზიკური აქტივობა: ყოველდღე დაკავდით მინიმუმ 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობით. თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა: მათი მოხმარების შემცირება ან სრულად ამოღება მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის რისკს. რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და მართვა სამედიცინო კონტროლი გადამწყვეტია ინსულტის რისკის შემცირებაში: არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი. სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის შემოწმება. რეგულარული ვიზიტები ექიმთან ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ინსულტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ინსულტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კვლევის სხვადასხვა მეთოდები. მათ შორის: კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ასახავს ტვინის დაზიანებას ან სისხლდენას; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) აჩვენებს უფრო დეტალურ სურათს ტვინის დაზიანების შესახებ; ანგიოგრაფია გამოიყენება სისხლძარღვების მდგომარეობის შეფასებისთვის. პირველი საათები ინსულტის მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. იშემიური ინსულტის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას თრომბოლიზური თერაპია, რომელიც ხელს უწყობს დახშობილი სისხლძარღვების გახსნას. ჰემორაგიული ინსულტის დროს, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ჩარევა სისხლდენის შესაჩერებლად ან დაზიანებული სისხლძარღვების აღსადგენად. რეაბილიტაცია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია მიზნად ისახავს პაციენტის შესაძლებლობათა აღდგენას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ყოველდღიურ აქტივობებში დაბრუნების ხელშეწყობას. რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტებია: ფიზიოთერაპია: მოძრაობისა და კოორდინაციის აღდგენა. ენისა და მეტყველების თერაპია: მეტყველებისა და ყლაპვის უნარების გაუმჯობესება. ოკუპაციური თერაპია: პაციენტის უნარების განვითარება ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად. სოციალური რეაბილიტაცია: პაციენტის ინტეგრაცია საზოგადოებაში და ცხოვრების ნორმალური რეჟიმის აღდგენა. ფსიქოლოგიური დახმარება: დეპრესიისა და სტრესის მართვა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის. გარდა ამისა გამოიყენება: რობოტოტექნიკა: თანამედროვე რობოტული ტექნოლოგიები, რომლებიც ეხმარება პირს განმეორებითი მოძრაობების შესრულებაში და საშუალებას აძლევს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს გააუმჯობესონ მიღებული შედეგები. დამხმარე საშუალებები: თანამედროვე თერაპიული მოწყობილობები და აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება როგორც მეტყველებასა და კომუნიკაციაში, ასევე გადაადგილების და კიდურების მოძრაობათა სიფართისა და ამპლიტუდის გაუმჯობესების კუთხით. ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა პირი, მისი ოჯახი და რეაბილიტაციის დაწესებულების მრავალფუნქციური გუნდი ერთად მუშაობენ. ინსულტის შედეგები და მათი მართვა ინსულტის გრძელვადიანი ფიზიკური და კოგნიტური გართულებებია: მოძრაობის შეზღუდვა, დამბლა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები, მეტყველების და კომუნიკაციის სირთულე, ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულეები. ინსულტის გავლენა ვრცელდება არა მხოლოდ პაციენტზე, არამედ მის ახლობლებზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების განათლება და მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში. კენ ვოლკერის კლინიკა ახორციელებს ინსულტგადატანილი პაციენტების სრულ სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურებას მულტიდისციპლინური პროგრამით. ჩვენ პროფესიონალი ექიმებისა და თერაპევტების გუნდი მუშაობს, რათა დაგეხმაროთ სწრაფად და ეფექტურად აღიდგინოთ ჯანმრთელობა ინდივიდუალურად შერჩეული თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ინსულტი სერიოზული გამოწვევაა, თუმცა დროული რეაგირება, სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების სიცოცხლის ხარისხს. კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: თბილისი: +995 32 211 2020 , ბათუმი: +995 577 777 052
კენ ვოლკერის კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ამერიკის აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით კენ ვოლკერის კლინიკას მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის და ISO 9001:2015 მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. საერთაშორისო აკრედიტაცია არის გარანტია, რომ თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ჩვენი პრიორიტეტია თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - სწორედ ამიტომ გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მკურნალობას, რომელიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი კლინიკის გუნდს ამ მიღწევისთვის!