მიმართულებები

ორთეზირება

ორთეზი ორთოპედიული დამხმარე საშუალებაა, რომელიც გამოიყენება კიდურის იმობილიზაციისათვის, ფიზიოლოგიური ან ფიზიოლოგიურთან მაქსიმალურად მიახლოებული პოზიციონირებისათვის და კიდურის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად.

 ორთეზი გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის:

  • მოძრაობის უნარის გაუმჯობესება;
  • კიდურისა და სახსრის ბიომექანიკური პარამეტრების გაუმჯობესება;
  • კიდურის რომელიმე სეგმენტში ან მთელ კიდურში მოძრაობის კონტროლი;
  • გარკვეული მოძრაობის შესრულებაში დახმარება;
  • სახსრის დაზიანების, მოტეხილობის პრევენცია;
  • მოტეხილი ან დაზიანებული კიდურის სეგმენტის იმობილიზაცია იმისათვის, რომ შეხორცებისა და აღდგენის პროცესი დაჩქარდეს;
  • სახსარზე ზეწოლისა და ტკივილის შემცირება.
© 2024, kwclinic.ge