კლინიკის ბაზაზე არსებული დამხმარე საშუალებების ლაბორატორია გთავაზობთ საჭიროებების შესაბამისი ადაპტირებული ავეჯის დამზადებას ან არსებული სტანდარტული ავეჯის მორგებას ასაკისა და ზომის გათვალისწინებით.
შეფასების შედეგებზე დაყრდნობით სპეციალური ავეჯის დიზაინის შერჩევისა და დამზადების გადაწყვეტილებას იღებს გუნდი, რომელშიც ჩართულნი არიან ოკუპაციური ან ფიზიკური თერაპევტი, პაციენტი და დამხმარე საშუალებების ხელოსანი. ადაპტირებული ავეჯის მაგალითებია: სკამი თავისი მაგიდით, რომელსაც აქვს თავისი სატერფული, გვერდითა (ტანის) დამჭერები და თავის დამჭერი; დასადგომი (საყრდენი) საშუალება, ე.წ. „სტენდერი“; მაგიდა, რომელიც ერგება ეტლის ზომებს და ა.შ.
ლაბორატორია ემსახურება როგორც ინდივიდუალურ პირებს, ისე ორგანიზაციებსა თუ საჯარო დაწესებულებებს.