
რეაბილიტაციის კლუბის კოორდინატორის სამუშაო აღწერილობა მოიცავს ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო და სოციალურ მოვალეობებს. მისი მთავარი მიზანია ცენტრის მომხმარებლებისათვის უსაფრთხო, აქტიური და ღირსეული გარემოს შექმნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლუბის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება: სამუშაო გრაფიკების, კვებისა და ლოგისტიკის ზედამხედველობა.
** გუნდის კოორდინაცია: დამხმარე პერსონალის მუშაობის წარმართვა.
** აქტივობების დაგეგმვა: მომხმარებლის ინტერესების მოკვლევა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის საჭირო კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება.
** კომუნიკაცია ოჯახებთან: მომხმარებელთა ოჯახის წევრებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება.
** შიდა უწყებებთან თანამშრომლობა: კლინიკაში არსებული სარეაბილიტაციო მიმართულებების კოორდინატორებთან და მიმართულების ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია.
** დოკუმენტაციის წარმოება: დასწრების აღრიცხვისა და პროგრამული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია Excel ცოდნა);
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური და მობილიზებული;
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი;
** ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით - 08.00-17.00 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეჰაბ კლუბის კოორდინატორი