ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდივალერი ახალკაცი

ვალერი ახალკაცი

კენ ვოლკერის კლინიკის კონსულტანტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორი. აქვს 30-წლიანი კლინიკური პრაქტიკისა და 12-წლიანი სამედიცინო პედაგოგიური სტაჟი. მისი სამუშაო სფეროებია: სპორტსმენთა  წინა საშეჯიბრო სკრინინგული კვლევები - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმული დაზიანებების პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია; იმავდროულად, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული პაციენტების  წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო მართვა. 8 წლის განმავლობაში იყო საქართველოს  სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი. 2005 წლიდან არის გერმანიის სპორტული მედიცინისა და პრევენციის ასოციაციის საპატიო წევრი. 2021 წლიდან კი - საქართველოს  სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივანი. 2005-2017 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო  2004 წლიდან  არის საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდების ექიმი-კონსულტანტი.  არის 19 სამეცნიერო სტატიის ავტორი. 


© 2024, kwclinic.ge