ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდითინათინ ლეჟავა

თინათინ ლეჟავა

კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. იმავდროულად, განათლება აქვს მეანის სპეციალობით. 2011-2012 წლებში თურქეთში მუშაობდა ფიზიკურ თერაპევტად, ხოლო 2014 წლიდან მუშაობს ფიზიკურ თერაპევტად ბავშვთა რეაბილიტაციაში. 2018-2019 წლებში USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში გაიარა  შემდეგი ტრენინგები: ტრენერთა ტრენინგი (ToT), „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის შეფასებისა და მართვის ძირითადი პრინციპები“, „სავარძელეტლის მორგების საბაზო დონის მომსახურება“, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში „ზრდასრულთა  ფუნქციური მობილობის სასწავლო კურსი“. 2017 წლიდან არის საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის ადაპტური სპორტის მიმდინარეობის ხელმძღვანელი.

© 2024, kwclinic.ge