კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული რაბილიტაციის სასწავლო პროგრამა. მოცემულ სფეროში აქვს მაგისტრის ხარისხი. 2017 წელს მოხალისე ფიზიკურ თერაპევტად მუშაობდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში. 2020 წლიდან კი ფიზიკურ თერაპევტად მუშაობს კენ ვოლკერის კლინიკაში. გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები: „ფიზიკური თერაპია ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა მკურნალობაში“, „პედიატრიული რეაბილიტაციის კურსი“ (პოლონეთი), „პედიატრიულ ინტენსიურ თერაპიაში - ტერაკოსტიუმი, უნივერსალური ვარჯიშების განყოფილება“ (პრაღა). იმავდროულად, გავლილი აქვს კლინიკური უნარ-ჩვევების კურსები შემდეგი მიმართულებით: „მკურნალობის სტრატეგია ამპუტირებული პირებისათვის“, „თავის ტვინის დაზიანების მქონე პირებთან მწვავე თერაპიული მენეჯმენტი“, „შეფასება, ჩარევა და განსხვავებული დიაგნოზები ფიზიკურ თერაპიაში ორთოპედიული მდგომარეობებისას“.