კენ ვოლკერის კლინიკის კონსულტანტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი. აქვს 30-წლიანი კლინიკური პრაქტიკისა და 12-წლიანი სამედიცინო პედაგოგიური სტაჟი. სამუშაო სფეროებია: სპორტული კარდიოლოგია, დატვირთვის ფიზიოლოგია და ბიოქიმია, კარდიული პრევენცია და რეაბილიტაცია. 8 წლის განმავლობაში მუშაობდა დიაგნოსტიკურ ცენტრ „ნეკოში“ ექიმ-კარდიოლოგად. გავლილი აქვს ტრენინგკურსები: „კარდიოლოგია“; „საოჯახო მედიცინა“, USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში ჩატარებული ტრენერთა ტრენინგი. 2012 წლიდან არის საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი. მისი ავტორობით გამოცემულია 21 სამედიცინო სტატია.