ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდისოფიო ფირცხალაიშვილი

სოფიო ფირცხალაიშვილი

კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. დაამთავრა სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. აქვს 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება. მუშაობდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრში ფიზიკურ და აკვათერაპევტად. მისი ძირითადი პროფილი ბავშვთა რეაბილიტაციაა. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი, მათ შორის: „ნევროლოგიური ფიზიკური თერაპიის შეფასების ძირითადი უნარ-ჩვევები და ფიზიკური თერაპიის დოკუმენტირება“, „ჩარევის ტექნიკები უწყვეტობაში თავის ტვინის შეძენილი დაზიანებების მქონე პაციენტებში თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებაზე ფოკუსით“, „სავარძელეტლის მორგების საბაზო დონის მომსახურება“, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში „ზრდასრულთა ფუნქციური მობილობის სასწავლო კურსი“,  „ნეიროგანვითარების მკურნალობის (NDT) ძირითადი სპეციალური მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“, საქართველოს ფიზიკური კულტურის კოლეჯთან არსებული „ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი მასაჟის სპეციალობით“.

© 2024, kwclinic.ge