კენ ვოლკერის კლინიკის სპეცმასწავლებელი. განათლებით არის ფსიქოლოგი, კერძოდ, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგი. თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სადაც 6 წლის განმავლობაში ევალებოდა მოსწავლეების შეფასება და ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა. მოგვიანებით დაინტერესდა სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობით, შეიცვალა პროფილი და გახდა სპეცმასწავლებელი. აქვს სპეცპედაგოგოგად მუშაობის დიდი გამოცდილება და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგების სახით თავის გამოცდილებას დღემდე უზიარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. გავლილი აქვს ტრენინგები: „მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან ვერბალური კომუნიკაციის გააქტიურება“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლის თავისებურებები და სწავლის სტრატეგიები“.