ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდისოფიკო შაგიძე

სოფიკო შაგიძე

კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა მიმართულების უფროსი. პროფესიით ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. მისი 7-წლიანი სამედიცინო პრაქტიკა ძირითადად  მოიცავს ნევროლოგიური დაზიანების მართვას, მათ შორის, ეპილეფსიისა და ძილის დარღვევებს. გავლილი აქვს USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში ჩატარებული ტრენერთა ტრენინგი ფიზიკური (ნევროლოგიური და ორთოპედიული მდგომარეობების) რეაბილიტაციის, სტუდენტებთან კლინიკური განათლების, პაციენტების შეფასებისა და მართვის კუთხით. 2015 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევასა თუ კონფერენციაში. არის სხვადასხვა ასოციაციის წევრი: ახალგაზრდა ეპილეპტოლოგთა ასოციაცია, საქართველოს თავის ტკივილის ასოციაცია, საქართველოს ნევროლოგთა კავშირი და სხვა.  

© 2024, kwclinic.ge