კენ ვოლკერის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი. ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი. პროფესიით არის ოკუპაციური თერაპევტი. წინარე განათლება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში აქვს მიღებული. ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამჟამად კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს უკითხავს ლექციებს. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგი, კერძოდ: „სავარძელეტლის მორგების საბაზო, საშუალო და მაღალი დონის მომსახურება“ (ტრენერთა ტრენინგი), „სენსორული ინტეგრაცია“, „ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამის ფასილიტატორი“, „ალტერნატიული კომუნიკაცია - PECS“. ამჟამად არის საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტიც.