კენ ვოლკერის კლინიკის კონსულტანტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ფიზიკური თერაპევტი. 2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, ხოლო 2018 წელს იმავე სფეროში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. სამუშაო სფეროებია: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებების შეფასება და რეაბილიტაცია, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული პაციენტების ფიზიკური თერაპია და სარეაბილიტაციო მართვა. 2018 წლიდან ჩართულია USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“). არის საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი და საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივანი 2024 წლიდან დღემდე