კენ ვოლკერის კლინიკის კონსულტანტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ექიმი, მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. აქვს 30-წლიანი კლინიკური პრაქტიკისა და სამედიცინო პედაგოგიური სტაჟი. სამუშაო სფეროებია: რევმატოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული პაციენტების სარეაბილიტაციო მართვა, სპორტსმენთა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმული დაზიანების მკურნალობა. აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი: ფიზიოთერაპიასა და კურორტოლოგიაში. 2001-2005 წლებში იყო თსსუ-ის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის კათედრაზე ასისტენტი. 2018 წლიდან არის თსსუ-ის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს 10 სამეცნიერო სტატია და 2 მონოგრაფია.