კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობა - სამედიცინო რეაბილიტოლოგია. 10 წელია მუშაობს ფიზიკურ თერაპევტად ბავშვთა რეაბილიტაციაში. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი, კერძოდ: „ნეიროგანვითარების მკურნალობის მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“ (2012-2014 წწ), USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები: „მხედველობა, აღქმა და კოგნიცია თავის ტრავმის მქონე პაციენტებში“, „ზრდასრულთა ფუნქციური მობილობა მწვავე მოვლის პაციენტებში“, „ნევროლოგიური ფიზიკური თერაპიის შეფასების ძირითადი უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური თერაპიის დოკუმენტირება“, „ჩარევის ტექნიკები უწყვეტობაში თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებაზე ფოკუსით“.