კენ ვოლკერის კლინიკის ექიმი - ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში, იმავდროულად, ადრეული და მოზარდი ასაკის ბავშვების ნევროლოგიურ დაავადებათა მართვაში. ხელმძღვანელობდა „აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა“ და „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის პროგრამებს“. გავლილი აქვს ტრენინგები ბავშვთა ცერებრული დამბლის, ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების მართვის, აუტისტური სპექტრის აშლილობების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხებში.